„ბოინგი“ თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გარიგებას აფორმებს - 500 ცალი 737 Max თვითმფრინავის შეკვეთას, იტყობინება „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით.
შეთანხმების გამოცხადება დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტის დროს, რომელიც 31 მარტიდან 2 აპრილამდეა დაგეგმილი.
წყაროების ცნობით, მხარეები ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებენ ფართოკორპუსის თვითმფრინავების - დაახლოებით 100 ცალი 787 Dreamliner-ისა და 777X მოდელის - გაყიდვაზე. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს გარიგება სამიტის შემდეგ გამოცხადდება.