კომერსანტის თემის ეთერში ფრილანსერმა თამარ ეჯიბიშვილმა, შრომის ბაზარზე არსებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ფრილანსერების რაოდენობა მზარდი ტენდეციით ხასიეთდება, რადგან ამ მიმართულებას ტრადიციულ სამსახურთან შედარებით მრავალი უპირატესობა გააჩნია.
„დღეს ბევრ ადამიანს აღარ აქვს განცდა, რომ წარმატების მისაღწევად 9 საათიდან 6 საათამდე რომელიმე კომპანიის ოფისში უნდა იმუშაოს. ბევრი ადამიანი იწყებს ფრილანსიგს, რადგან მას ტრადიციულ სამსახურებთან შედარებით სხვადასხვა უპირატესობა გააჩნია, მათ შორის, ფრილანსერი თვითონ ირჩევს როდის და ვისთან ერთად იმუშაოს. ამასთან, ფრილანსერებს როგორც სახლიდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაც შეუძლიათ იმუშაონ. ფრილანსიგით დაინტერესება განსაკუთრებით ახალგაზრდებში შეინიშნება. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამ უპირატესობებისა ფრილანსინგი მარტივი არ არის, პირიქით, ამ თავისუფლებასთან ერთად არსებობს დიდი პასუხისმგებლობაც, რომ აღებული პროექტები სწორად და კარგად შეასრულო“.- ამბობს თამარ ეჯიბიშვილი.
თამარ ეჯიბიშვილი ასევე აცხადებს, რომ დღესდღეობით ფრილანსერები ძირითადად ტექნოლოგიური და მარკეტინგული მიმართულებით მოღვაწეობენ.
„ჩემი გადმოსახედიდან, როგორც კომპანიები ფრილანსერები საქართველოში ძირითადად ტექ მიმართულებით არიან დაინტერესებულები, ვგულისხმობ პროგრამისტებს UX/U დიზაინერები და ა.შ. თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნება, რომ არა მხოლოდ ტექ სფეროში არიან ფრილანსერები ჩართულნი, არამედ მარკეტინგული მიმართულებითაც, კერძოდ, დიზაინის ქოფირაითინგისა და კონტენტის კუთხით“. - აცხადებს თამარ ეჯიბიშვილი.