არქიტექტურული საპროექტო კომპანია NOX Architecture & Design მომხმარებელს არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, მშენებლობისა და ქალაქგეგმარების სრულ სერვისს სთავაზობს.
ერთი წლის წინ, ნოქსმა დაიწყო საქმიანობა, რომელიც არქიტექტურისა და დიზაინის სიყვარულს ეფუძნება. მისი ფილოსოფია მარტივია: ნოქსი მუშაობს გულწრფელად და სრული ჩართულობით, რაც საბოლოო შედეგებზე ყოველთვის დადებითად აისახება.
ნოქსისთვის იდეალისტური ხედვა და პროფესიული ერთგულება ყველა პროექტის ქვაკუთხედია. კომპანია დარწმუნებულია, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია, იქნება ეს კერძო პირების, ბიზნესების თუ დეველოპერული კომპანიების საჭიროება.
არქიტექტურა და დიზაინი ნოქსისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც ყოველდღიურობას უფრო უკეთესსა და კომფორტულს ხდის.
ბოლო პერიოდი ნოქსისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა: კომპანია აქტიურად მუშაობს რამდენიმე პროექტზე, ზოგიერთი კი უკვე წარმატებით დაასრულა.
თითოეული პროექტი გამოირჩევა უნიკალური კონცეფციითა და არქიტექტურული გადაწყვეტით, რაც ნოქსის შემოქმედებით შესაძლებლობებს ავლენს. ახლა კომპანიას სურს გაგიზიაროთ ზოგიერთი ასეთი პროექტი.
საცხოვრებელი სახლი წავკისში:
ამ პროექტში ჩვენი მთავარი გამოწვევა ბუნებრივად დაქანებული რელიეფის მაქსიმალურად ათვისება იყო.სახლის მთავარი ხიბლი უკანა ეზოშია, სადაც ფართო ტერასებია განთავსებული, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. ტერასიდან იშლება ხედი ღია აუზსა და სახლის გარშემო მდებარე ტერიტორიაზე.
ტერასების ქმნის, როგორც ვიზუალურ ეფექტს,ისე დასვენებისთვის იდეალური გარემოს გაჩენას. მთავარ ტერასაზე განთავსებული ბუხარი ქმნის მყუდრო ატმოსფეროს, რაც მეტად კომფორტულს ხდის შეკრებებს.
დიდი აივნები მობინადრეებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ როგორც დახურული, ისე ღია სივრცეებით. აივნებიდან იშლება პანორამული ხედები, რომლებიც ამ სივრცეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. თანამედროვე არქიტექტურით, ფართო ტერასებითა და გულდასმით შერჩეული მასალებით, წავკისში მდებარე სახლი ელეგანტურობის, ფუნქციონალურობისა და ბუნებრივ გარემოსთან კავშირის ნათელი მაგალითია.
ერთი - ერთი პროექტი რომელზეც ჩვენმა გუნდმა იმუშავა ეს არის Farmhouse-ის სტილის საცხოვრებელი სახლი წყნეთში:
ორ სართულიანი სახლი წყნეთში ,რომლის პროექტირებასა და ლანდშაფტის დიზაინზეც ვიმუშავეთ. პროექტის არქიტექტურა მაქსიმალურად მორგებულია მიწის ნაკვეთის ზომასა და პარამეტრებზე. მზის ორიენტაციის გათვალისწინებით კი ყველა ღიობში ბუნებრივი შუქი აღწევს. ექსტერიერი აგურით არის მოპირკეთებული, ღიობები კლასიკური ინგლისური სტილის ხის ფანჯრებით,რაც დამატებით ელეგანტურობას მატებს შენობას.
სივრცის მთავარი მახასიათებელი ხით მოპირკეთებული ტერასაა, თეთრად შეღებილი ხის სვეტებითა და მუქი ლითონის შიგნილით დაფარული სახურავით. ადგილობრივი კლიმატის და ზამთარში ხშირი თოვლის გამო, კი სახლს ქანობიანი სახურავი აქვს.
ერთიანობაში შენობის ლანდშაფტთან სინთეზი და მასალების ეს კომბინაცია მყუდრო,დახვეწილ და კომფორტულ გარემოს ქმნის.
ჩვენთვის საინტერესო გამოცდილება იყო, მუშაობა ღვინისა და განტვირთვის ოთახის დიზაინზე.
ჩვენს მიერ დაპროექტდა სივრცე, რომელიც კლასიკური ელემენტებითაა გამდიდრებული. ოთახში პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ღვინისა და სიგარის კედელია, რომელიც სივრცის ფუნქციურ დანიშნულებას უსვამს ხაზს. ჭერსა და იატაკზე გამოყენებულია ხის ტექსტურა, ხოლო დახვეწილი კონტურების მისაღებად, მარმარილოს ელემენტებია განთავსებული.
საერთო განწყობის შესაქმნელად, კედლები მდიდრულ მწვანე ფერშია, რომელიც სივრცეში დამატებით კომფორტს ქმნის. შედეგად მივიღეთ მდიდრული და მყუდრო გარემო, რომლის მასალები, ფერები და დეტალები საგულდაგულოდაა შერჩეული.
საცხოვრებელი სახლი ბეთანიაში:
საცხოვრებელი სახლი სოფელ ბეთანიაში, გამორჩეულ გარემოში მდებარეობს. Სახლის უკან ულამაზესი ტყე და ხევი გვხვდება. სახლიდან მთავარი ხედი სწორედ ამ სიმწვანეზე იშლება და განსაკუთრებულ სანახაობას ქმნის.
სახლის ფასადზე გამოყენებულია აგური და შავად შეღებილი ხე, რაც სახლს სძენს მეტ მყუდროებას. გამძლეობისა და ფუნქციონალურობის გარდა, მეტალის გადახურვა ვიზუალურ ეფექტსაც ქმნის.
ამ მასალების კომბინაციით შეიქმნა ფასადი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ბუნებრივ გარემოს.
არქიტექტურულად, სახლი წარმოადგენს ძველი და თანამედროვე სტილის იდეალურ ნაზავს. ამ შერწყმის ნათელი მაგალითი კი არის ქანობიანი სახურავები, რომლებიც ერთდროულად აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე დიზაინის ელემენტებს, შედეგად კი ფორმირდება სახლის გამორჩეული ხასიათი.
ჩვენი გუნდი, ნოქსი უზრუნველყოფს არქიტექტორის მომსახურებას, ინტერიერის დიზაინის შექმნას, ქალაქგეგმარებასა და მშენებლობას, თქვენი იდეების მაქსიმალური რეალიზებისთვის.
ჩვენი მიდგომა აერთიანებს ინოვაციას, პერსონალიზაციას და მდგრადობას, რაც გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ დიზაინი, რომელიც დღევანდელ საჭიროებებს ეფუძნება და მომავალზეა ორიენტირებული.