2025 წლის I ნახევარში ევროკავშირმა დაახლოებით  4,48 მლრდ ევროს ღირებულების რუსული თხვევადი გაზი (LNG) შეისყიდა,- ინფორმაციას გერმანული ყოველკვირეული ჟურნალი Spiegel აქვეყნებს. 

წყაროს მტკიცებით, ევროკავშირმა რუსული LNG-ის იმპორტი 2025 წლის პირველ ექვს თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,47 მლრდ ევროთი (29%) გაზარდა.

საერთო ჯამში  2025 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირმა LNG-ზე დაახლოებით 26,9 მლრდ ევრო დახარჯა. ყველაზე მეტი თხვეადი გაზი- 13,7 მლრდ ევრო ამერიკამ შეისყიდა, რომელიც გასულ წელსაც ევროკავშირის LNG-ის უმსხვილესი მიმწოდებელი იყო (გადაცემული მოცულობის თითქმის 45%).

ნავთობისა და ნახშირისგან განსხვავებით, ევროკავშირს რუსული გაზზე სანქციები ჯერ არ დაუწესებია, რადგან იმპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

ევროკომისია EU-ს წევრ ქვეყნებს რუსული თხვეადი გაზის სრულად უარყოფას სთხოვს. გრძელვადიანი კონტრაქტებით იმპორტის აკრძალვა დაგეგმილია 2028 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის – 2026 წლის 17 ივნისიდან.