ქვეყნის საზღვრებზე და საავტომობილო მაგისტრალებზე დაუსრულებელი რიგები და გაუსაძლისი პირობები ქართველ მძღოლებს უცხოეთში სამუშაოს ძებნისკენ უბიძგებს
სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლებისდეფიფიტი, საქართველოს ადგილობრივბაზარზე რამდენიმე წელია მძაფრად შეინიშნება, ამასთან სახეზეა მძღოლებისუცხოეთში გადინების შეუქცევადიპროცესი.
ქართველი მძღოლების უმეტესობა, უცხოეთში წასვლის ერთ – ერთ ძირითად მიზეზად ქვეყნის საზღვრებზე და საავტომობილო მაგისტრალებზედაუსრულებელ რიგებს და გაუსაძლის პირობებს ასახელებენ.
დღეს უკვე შესამჩნევია, ადგილობრივსოციალურ ქსელებში, მძღოლებისდაქირავების შესახებ, ამა თუ იმკომპანიის მიერ გაკეთებული განცხადება. ბუნებრივია, უკუკავშირიც არსებობს – „ვიმუშავებ მხოლოდ ევროპული ხელფასისპირობებში“.
სავარაუდოდ, საქართველოშიგადამზიდავი კომპანიების დაშესაბამისად სატრანსპორტოსაშუალებების ზრდის ფონზე, რეგიონშიდაბალი ტარიფების გამო, კომპანიები ვერშეძლებენ ადგილობრივმძღოლებს ევროპული დონის ხელფასებისშეთავაზებას, ეს პროცესი კი აიძულებსქართველ მძღოლს დატოვოს ქვეყანა და უცხოური ქვეყნების სატრანსპორტოკომპანიებში გადაერთოს სამუშაოსსაძებნელად.
საქართველოს საავტომობილოგადაზიდვების ბაზარზე, სახელმწიფოსმხრიდან სხვადასხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნტაციისმოპოვების ხარჯების სუბსიდირებისსანაცვლოდ, ქართველ მძღოლებსუხდებად, სულ უფრო მეტი გადაიხადონ საკუთარი ჯიბიდან ამ ტიპისდოკუმენტების მისაღებად.
საქართველოს გარდა მძღოლებისგლობალური დეფიციტი, ევროპულ ბაზრებზეც შეინიშნება.
საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის IRU ს მიერ, ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში, 2029 წლისთვის, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების გლობალურ დეფიციტზე და ამ პრობლემიდან გამომდინარე, ლოგისტიკური ჯაჭვების მდგრადობის და ქვეყნების ეკონომიკური სტაბილურობის გაუარესებაზეა აქცენტი გაკეთებული.
IRU ს ანგარიშის მიხედვით, სადღეისოდ მსოფლიოს 36 წამყვან სახელმწიფოში, რომლებიც გლობალური გადაზიდვების 70 % ს ასრულებენ, სატვირთო ავტოტრანსპორტზე შეუვსებელი სამუშაო ადგილების რაოდენობა, ანუ მძღოლების დეფიციტი 3.6 მილიონ ერთეულს შეადგენს.
ევროკავშირში კრიზისი მწიფდება – IRU-ს მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს მძღოლების დეფიციტი 250 ათას მძღოლზე მეტი იყო, 2024 წელს კი უკვე 450 ათასამდე გაიზარდა. ორგანიზაციის განმარტებით თუ 2028 წლისთვის კარდინალურად არაფერი შეიცვლება, შეუვსებელი ვაკანსიების რაოდენობა 800 ათასს მძღოლს გადააჭარბებს.
საგანგაშო ტენდენცია ფიქსირდება ახალგაზრდა და გამოცდილი (ე.წ. წლოვანი) მძღოლების ასაკობრივი განსხვავების მიხედვით, ცალსახაა, რომ ახალგაზრდები მძღოლის პროფესიისდაუფლებას ერიდებიან.
კვლევაში მოყვანილი გამოკითხის შედეგად, მსოფლიო გადაზიდვების ქსელში ჩართული 25 წლამდე მძღოლების წილი მხოლოდ 6.5 % ია, ზოგიერთ ქვეყანაში, ეს მაჩვენებელიკრიტიკულად დაბალია – იტალიაში 2.2 % და გერმანიაში 2.6 %.
საპენსიო ასაკს მიახლოებული, 55 წელზე უფროსი ასაკის მძღოლების რაოდენობა 32 % ს, რიგ ქვეყნებში ესპანეთში, ავსტრალიაში და იტალიაში – 50 % ს უახლოვდება.
თუ ერთიან კონტექსში შევხედავთ, წლიურად ეკონომიკაში ახალგაზრდა მძღოლების საერთო რაოდენობის 1.4 % ით ზრდის ფონზე, ხანდაზმული მძღოლების რაოდენობა 5.8 % ით მცირდება, ფაქტიურად სახეზეა მძღოლების დაბერების პროცესი.
ამ ტენდეციის გათვალისწინებით 2029 წლისთვის 3.4 მლნ მძღოლი პენსიაზე გავა, მძღოლების არსებული და მომავალი დეფიციტის გათვალისწინებით საერთაშორისო გლობალური გადაზიდვები სერიოზული გამოწვევის წინაშეაღმოჩნდება.
IRU მ ამ პროცესს საავტომობილო გადაზიდვებში, “შენელებულიდემოგრაფიული მოქმედებისბომბი“უწოდა, რომელიც ახლო მომავალში სერიოზულად დააზიანებს, გადაზიდვებში ჩართული ქვეყნების ლოგისტიკურ მდგრადობას და ეკონომიკურ სტაბილურობას.
ანგარიშში მნიშვნელოვან მიგნებაზეა გადატანილი ყურადღება, რომელიც ეწინააღმდეგება, მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მძღოლების დეფიფიტის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასებია.
კვლევის თანახმად, მსოფლიოს ყველა რეგიონში მძღოლების ხელფასი, ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმზე ბევრად მაღალია.
IRU ს მთავარ ამოცანას არა მხოლოდ არსებული მძღოლების შენარჩუნება, არამედ ახლების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მოზიდვაწარმოადგენს.
ორგანიზაციის განმარტებით – გადამწყვეტი ღონისძიებების განხორციელების გარეშე ახალი მძღოლების მოზიდვა და შენარჩუნება რთული იქნება.
2028 წლისთვის 7 მილიონზე მეტი მძღოლის ადგილი აუთვისებელი დარჩება. მათ შორის ჩინეთში 4.9 მლნ ადგილი იქნება ვაკანტური (საერთო ბაზრის 20 %), ევროპაში 800 ათასი ადგილი (საერთო ბაზრის 18 %), თურქეთში 200 ათასი ადგილი (საერთო ბაზრის 28 %).
ევროკავშირის სივრცეში მძღოლების დეფიციტის მთავარ მიზეზად, მათი ტრენინგის, ლიცენზირებისა და დაზღვევის მაღალი ხარჯები სახელდება, საფრანგეთში, მაგალითად, სატვირთო მანქანის მართვისმოწმობისა და პროფესიული კომპეტენციისსერტიფიკატის აღების საშუალოღირებულება 5250 ევროს შეადგენს, რაცორჯერ აღემატება მძღოლის მინიმალურთვიურ ხელფასს.
ამ პრობლემის გადაჭრის ერთ ერთ გზად, ევროკავშირს მთავრობების მიერ მართვის მინიმალური ასაკის შემცირება და კვალიფიკაციის მოპოვებისთვის საჭირო ხარჯების სუბსიდირება მიაჩნია.
გარდა ამისა, ერთ ერთ ძირითად რეკომენდაციათ, ევროკავშირი მესამე ქვეყნებიდან კვალიფიციური მძღოლების მათ ბაზარზე წვდომის გაადვილებასგანიხილავს, რაც საშუალებას მისცემს ქვეყნებს, რომლებსაც ჰყავთ პროფესიონალი მძღოლების ჭარბი რაოდენობა, გაადვილებული მიდგომებით დასაქმდნენ ევროპული გადაზიდვების ბაზრებზე.
ეს პროცესი კიდევ უფრო გაზრდის მძღოლების დენადობას საქართველოდან და რთულ მდგომარეობაში ჩაადებსქვეყნის ადგილობრივ გადაზიდვებისბაზარს.
დასკვნის სახით – საქართველოსსაავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე, სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვაკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნტაციის მოპოვების ხარჯებისსუბსიდირების სანაცვლოდ, ქართველმძღოლებს უხდებად, სულ უფრო მეტიგადაიხადონ საკუთარი ჯიბიდან ამ ტიპის დოკუმენტების მისაღებად.