მარკო რუბიოს თქმით, შეერთებული შტატები არ უბიძგებენ უკრაინას ტერიტორიული დათმობისკენ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად,- ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - ამასთანავე რუბიომ დაადასტურა, რომ ომის შეჩერების სანაცვლოდ რუსეთი დამატებით ტერიტორიას ითხოვს. 
"თუ უკრაინელები არ არიან მზად ტერიტორიების დათმობისთვის, არავინ აიძულებს მათ ამის გაკეთებას"- ამბობს რუბიო.  

მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს აწარმოოს "სერიოზული მოლაპარაკებები" რათა გამოჩნდეს კომპრომისი - "რუსები როგორც ყოველთვის გრძნობენ, რომ მომენტი მათ მხარესაა, ხოლო უკრაინელები, რომლებმაც არანორმალური სიმამაცე გამოავლინეს, რუსებს უმძიმეს დანაკარგებს აყენებენ",- აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.