მივესალმები აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ლიდერების ვაშინგტონში გამართული შეხვედრის კონსტრუქციულ შედეგს. მშვიდობისკენ მიმავალი გზა დიდ დიპლომატიასა და შრომას მოითხოვს, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ახლა რუსეთის მოქმედების დროა.

„იმედი მაქვს, რომ შემდეგი ნაბიჯები უკრაინისთვის სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობასთან დაგვაახლოებს. ბურთი, როგორც ყოველთვის, რუსეთის მოედანზეა“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი.

ipn.ge