დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-19 21:00:04

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. Factcheck: ნათია თურნავამ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მცდარი განცხადება გააკეთა

„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადება, რომ „2021 წელს საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც მთავრობის სწორი და დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია“, არის მეტწილად მცდარი.

 

 

2. უცხოელები საქართველოში შეძენილ უძრავ ქონებას აქტიურად ყიდიან

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელებისთვის მიმზიდველებას კარგავს. თუკი რამდენიმე წლის წინ ვსაუბრობდით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ და ბაზარზე მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდნენ, ეს მიმზიდველობა ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად არ შეიმჩნევა.

 

 

3. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმმა თავისი დრო მოჭამა - ლადო პაპავას რჩევა ეროვნულ ბანკს

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმმა თავისი დრო მოჭამა - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ განაცხადა. მისი თქმით, არსებული ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე თუ ვერ აისახა ადეკვატურად, როგორც ველოდით, ეს სწორედ იმის გამოა, რომ ქვეყანაში ინფლაცია აჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

 

4. III კვარტალში საქართველოში უმუშევრობა 2.5%–ით გაიზარდა

2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.


 

 

5. „გოცირიძის“ გახსნის თარიღი უცნობია - 10 თვეა მეტროსადგური მგზავრებს ვერ ემსახურება

„მეტროსადგურ „გოცირიძე“-ს მატარებელი გაივლის გაუჩერებლად“ -  ამ განცხადებას თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრები უკვე 10 თვეა ისმენენ. დედაქალაქის მთავრობა შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშის უხდის, თუმცა უწყებაში ამ დრომდე არ იციან, როდის აღადგენს სადგური „გოცირიძე“ მუშაობას.

 

 

6. „ლილო მოლში“ ყოველთვის შავი პარასკევი და ახალი წელია“ - როგორ ემზადება სავაჭრო ცენტრი დღესასწაულებისთვის

„სავაჭრო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, ჯერჯერობით არავის უთქვამს, რომ ფასები გაიზარდა“, - ასე აფასებს წლიურ ინფლაციის განაკვეთს „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია.

 

 

7. სარესტორნო ბიზნესის მოთხოვნები და რეკომენდაციები მთავრობას - რატომ არ იმუშავებს „მწვანე პასპორტი“

სარესტორნო ბიზნესმა მთავრობასთან შეხვედრაზე „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედების საკითხები განიხილა. როგორც “კომერსანტთან“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ თქვა, მწვანე პასპორტების იდეა მისასალმებელია, თუმცა მისი შინაარსი მიუღებელი, რადგან როდესაც ქვეყანაში მხოლოდ 30% -ა აცრილი, ეს რეგულაცია ბიზნესს და ეკონომიკას ტვირთად დააწვება.

 

 

8. “მოძრაობის თეატრში“ მაყურებელი აქტიურად, მაგრამ რეგულაციების გამო შეზღუდული რაოდენობით დადის

პანდემია და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები თეატრებისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, პანდემიის განსაკუთრებული გავლენა კი კერძო თეატრებს დაეტყო, ერთ-ერთი ასეთი „მოძრაობის თეატრი“ იყო. თუმცა, მენეჯმენტმა იპოვა გადარჩენის გზა და ლოქდაუნის დროს,

 

 

9. გორში თევზის და ხიზილალის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნება

გორში თევზის გადამამუშავებელი ქარხანა 2022 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება. წარმოებული პროდუქტი ,,ქართული ორაგულის“ სახელწოდებით გაიყიდება ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზეც გავა. ქარხანაში ქართული ხიზილალის წარმოებაც გახდება შესაძლებელი.

 

 

10. იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი 26.9%–ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 392.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up