ინფლაციის თარგეთირების რეჟიმმა თავისი დრო მოჭამა - ლადო პაპავას რჩევა ეროვნულ ბანკს

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმმა თავისი დრო მოჭამა - ლადო პაპავას რჩევა ეროვნულ ბანკს

access_time2021-11-19 12:30:32

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმმა თავისი დრო მოჭამა - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ განაცხადა. მისი თქმით, არსებული ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე თუ ვერ აისახა ადეკვატურად, როგორც ველოდით, ეს სწორედ იმის გამოა, რომ ქვეყანაში ინფლაცია აჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.



„ინფლაციის ზრდის ტენდენცია არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, ეს გლობალურია. კერძოდ, კოვიდ19-ის პანდემიის დროს მოხდა მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევა. ამან გამოიწვია მიწოდების შემცირება, შესაბამისად, ფასების ზრდა. სხვა სიტყვებით, ეს გლობალური ტენდენციაა. მაგრამ ახლა ვნახოთ, ჩვენი სინამდვილე რა არის. სინამდვილე ის არის, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონით, ინფლაციის „პატრონი“ სწორედ ეს ინსტიტუციაა. თუმცა, ინფლაციას დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ მართავს, რადგან როგორც გითხარით, ეს პანდემიით გამოწვეული მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევით არის შექმნილი.

თუმცა, ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტი მოქნილობა ინფლაციის მართვაში. მარტო იმის თქმა, რომ ინფლაცია შემცირდება ერთ წელიწადში, ან თუნდაც 6 თვეში, საკმარისი არ არის. მან უნდა იმოქმედოს უფრო აქტიურად ან კანონში შეიცვალოს ჩანაწერი და ნუღარ იქნება ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებელი. ჩვენი მკითხველისთვის რომ გასაგები იყოს, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ეკონომიკური ზრდა თუ ვერ აისახა ისე ადეკვატურად, როგორც ველოდით, ეს სწორედ იმის გამოა, რომ ქვეყანაში ინფლაცია აჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს“, - განაცხადა ლადო პაპავამ.




კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ეროვნულმა ბანკმა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდეს, პაპავა პასუხობს: „საქმე იმაშია, რომ დღეს ამაზე მუშაობენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმმა თავისი დრო მოჭამა. ეს უკვე მოძველებული სისტემაა. ის არა მარტო საქართველოში, არამედ პრაქტიკულად ვერსად ამართლებს. ამიტომ, ამ სისტემის შეცვლაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ის ამოცანაა, რომელიც საქართველოს კომპეტენციას გარკვეულწილად სცდება. ამაზე პირველ რიგში, პასუხისმგებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდია. სავარაუდოდ, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის შეცვლა გარდაუვალია. მე არ ვიცი, რამდენ ხანში მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორ შეიძლება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი გვქონდეს 3% და ინფლაცია აღწევდეს 13%-ს ?! მაშასადამე, ეს მექანიზმი არ მუშაობს.



რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციით და უფლებამოსილებით რაიმე პრინციპულ ცვლილებას ვერ განახორციელებს, სანამ გლობალურად არ შეიცვლება მიდგომები. თუმცა, ჩვენ რამდენი ხანია ვურჩევთ ეროვნულ ბანკის ხელმძღვანელობას, რომ თარგეთირების რეჟიმის შეცვლაზე დააყენოს საკითხი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რადგან ეს სისტემა პანდემიის პირობებში, როგორც კარგად ვხედავთ, მით უფრო, არ მუშაობს“, - დასძინა ლადო პაპავამ.



bpn.ge


თეგები:
პაპავა სებ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up