„გოცირიძის“ გახსნის თარიღი უცნობია - 10 თვეა მეტროსადგური მგზავრებს ვერ ემსახურება

„გოცირიძის“ გახსნის თარიღი უცნობია - 10 თვეა მეტროსადგური მგზავრებს ვერ ემსახურება

access_time2021-11-19 13:00:20

„მეტროსადგურ „გოცირიძე“-ს მატარებელი გაივლის გაუჩერებლად“ -  ამ განცხადებას თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრები უკვე 10 თვეა ისმენენ. დედაქალაქის მთავრობა შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშის უხდის, თუმცა უწყებაში ამ დრომდე არ იციან, როდის აღადგენს სადგური „გოცირიძე“ მუშაობას.

 


თბილისის მერიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ მეტროსადგური მგზავრებს დროებით მას შემდეგ მოემსახურება, რაც აუცილებელი სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდება და სადგურზე უზრუნველყოფილი იქნება მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება.



 



მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2020 წლის 23 ივლისს დაიწყო.  2021 წლის თებერვალში კი „გოცირიძე“ დაიკეტა. მაშინ დედაქალაქის მერი ამბობდა, რომ მეტროსადგური მგზავრებს მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა. თუმცა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე ვერ დასრულდა.

 


პროექტის გაჭიანურების მიზეზი კონტაქტორი კომპანიაა. საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაში დასრულება ვერ უზრუნველყო. კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 50% შეასრულა.

 



„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“-ში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო სამუშაოები შეჩერებულია.  მათი თქმით, უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან, შპს „მამისონი“, რომელმაც უნდა ჩაატაროს დამატებითი კვლევა, კვლევის საფუძველზე პროექტირება და შემდგომ უკვე დაასრულოს სადგურის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისათვის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვე განისაზღვრა.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე მიმართა. მათი განმარტებით, მიუხედავად გაფრთხილებისა და ხელშეკრულების ვადის არაერთხელ გაზრდისა, მიმწოდებელმა სამუშაოების დროულად დასრულება ვერ უზრუნველყო.

 

მიმწოდებელს მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარული დღის ვადაში უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულების ღირებულება 1 010 851,66 აშშ დოლარი იყო, ხოლო მოქმედების ვადა 2021 წლის 14 აპრილამდე განისაზღვრა.

 


 



პირველი ცვლილება ხელშეკრულებაში 2020 წლის 19 დეკემბერს შევიდა. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 5 თებერვალი, ხელშეკრულების ღირებულებად - 1 089 863,65 აშშ დოლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2021 წლის 6 მაისი. ხელშეკრულებაში ცვლილება 7 ჯერ შევიდა. შეთანხმება ბოლოს 6 სექტემბერს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2021 წლის 13 სექტემბერი განისაზღვრა

 

 

საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“აცნობა, რომ კორონავირუსის გამო პრობლემები შეექმნა, მათ შორის ადამიანური რესურსის მხრივ, ასევე საპროექტო დოკუმენტაციის არაერთი ცვლილებისა და სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო სამუშაოები ვერ დაასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში. მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას მის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას და ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2021 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელებას ითხოვდა. თუმცა, კომპანიამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა.

 


მიღება-ჩაბარების აქტებით ირკვევა, რომ „საქართველოში უცხოური საწარმოს შპს კაიზენის ფილიალს“  შესრულებული აქვს 1 706 051 ლარის სამუშაოები, რაც ხელშეკრულების საერთო ღირებულების 48%-ს შეადგენს.


 




შესყიდვების სააგენტო მიიჩნევს, რომ  საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალმა  ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, კომპანია 2021 წლის 10 ნოემბერს „შავ სიაში“ დაარეგისტრირეს.

 


შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 3 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ შპს „ბილდკინგმა“,  „ბრიტანია ქონსთრაქშენმა“ და საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენის“ ფილიალმა მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 767 808 ლარი იყო, სამი პრეტენდენტიდან ყველაზე მცირე 3 220 000 ლარი საქართველოში უცხოური საწარმოს შპს კაიზენის ფილიალმა შესთავაზა. მეტროსადგურ „გოცირიძის რემონტის ნაწილში გათვალისწინებული არის   სადგურის ინტერიერისა და ექსტერიერის განახლება, ხოლო რეკონსტრუქციის ნაწილში - მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვის მოწყობა.



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up