„ლილო მოლში“ ყოველთვის შავი პარასკევი და ახალი წელია“ - როგორ ემზადება სავაჭრო ცენტრი დღესასწაულებისთვის

„ლილო მოლში“ ყოველთვის შავი პარასკევი და ახალი წელია“ - როგორ ემზადება სავაჭრო ცენტრი დღესასწაულებისთვის

access_time2021-11-19 10:00:38

„სავაჭრო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, ჯერჯერობით არავის უთქვამს, რომ ფასები გაიზარდა“, - ასე აფასებს წლიურ ინფლაციის განაკვეთს „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია. ბიზნესმენი აცხადებს, რომ  ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის ამპლიტუდაც არ ყოფილა დიდი. შესაბამისად, ამბობს, რომ ბაზარი სტაბილურია. ამიტომ, მისივე თქმით, ჯერჯერობით პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. „კომერსანტთან“ საუბარში გიორგი კვარაცხელია ამბობს იმასაც, რომ ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრზე გავლენა ჩინეთიდან კიდევ უფრო გაძვირებულ იმპორტს არ მოუხდენია.

 


„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იმპორტიორები არ ვართ, დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. პროცესი კონკრეტულად ჩვენზე არ აისახება, მაგრამ მეწარმეს თვითღირებულება თუ გაეზრდება, პროდუქტს უფრო ძვირად გაყიდის. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან ვაჭრობის შეფერხება არ არის“, - აცხადებს გიორგი კვარაცხელია.

 



ბიზნესმენი იხსენებს, რომ პანდემიის პერიოდი კომპანიისთვის ძალიან მძიმე იყო, რადგან „ლილო მოლი“ წლის განმავლობაში დაახლოებით 6 თვე დახურული იყო. დღეს ამბობს, რომ რთულ პერიოდს გაუძლეს. გიორგი კვარაცხელიას თქმით, შეღავათებით მეწარმეებსაც გააძლებინეს. მისი განცხადებით, მაღაზია არავის დაუხურავს, ამ ეტაპზე ყველა ფეხზე დგას და მომავალს ყველა იმედიანად უყურებენ.

 


„მთავარია ქვეყანაში შეზღუდვები აღარ დაწესდეს. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ, შესაბამისად ჩვენთან ინტენსიური ტესტირებები კეთდება, რათა ვირუსის სწრაფი აღმოჩენა მოხდეს. ასევე მოვაწყვეთ პატარა კლინიკა, რომელშიც ვაქცინაცია მიმდინარეობს. ამ ყველაფრის ფონზე, შოპინგი მშვიდად, წესების დაცვით მიმდინარეობს. ჯერჯერობით მნიშვნელოვანი საინვესტიციო გეგმა არ გვაქვს. ამ პერიოდში რაც გავაკეთეთ არის ის, რომ ჩავუშვით აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს უადვილებს 35 ჰა-ზე მაღაზიის მოძებნას. ჩვენთან 6 000-ზე მეტი სავაჭრო ობიექტია. შესაბამისად, კონკრეტული საქონლის მოძებნა ბევრს უჭირს. ერთადერთი რაც ამ გაჭირვების პერიოდში მოვასწარით, ეს იყო. ახლა ფეხზე ვდგებით და მომავალში ვიფიქრებთ უფრო მნიშვნელოვან ინვესტიციებზე“, - ამბობს გიორგი კვარაცხელია.

 


„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორს ვკითხეთ, დაიწყო თუ არა სავაჭრო ცენტრმა „შავი პარასკევისთვის“ და ახალი წლისთვის მზადება. რაზეც კვარაცხელია გვპასუხობს, რომ მათთან „ყოველთვის შავი პარასკევი და ახალი წელია“, რადგან მათ მეწარმეებს ფასდაკლებები განსაკუთრებული მითითების და რეკლამის გარეშე აქვთ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up