სარესტორნო ბიზნესის მოთხოვნები და რეკომენდაციები მთავრობას - რატომ არ იმუშავებს „მწვანე პასპორტი“

სარესტორნო ბიზნესის მოთხოვნები და რეკომენდაციები მთავრობას - რატომ არ იმუშავებს „მწვანე პასპორტი“

access_time2021-11-19 14:30:20

სარესტორნო ბიზნესმა მთავრობასთან შეხვედრაზე „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედების საკითხები განიხილა. როგორც “კომერსანტთან“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ თქვა, მწვანე პასპორტების იდეა მისასალმებელია, თუმცა მისი შინაარსი მიუღებელი, რადგან როდესაც ქვეყანაში მხოლოდ 30% -ა აცრილი, ეს რეგულაცია ბიზნესს და ეკონომიკას ტვირთად დააწვება. ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა მათი წინადადებები მოისმინა და შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის არ ყოფილა და სექტორი გადაწყვეტილებას ელოდება.



“შეხვედრა არ ყოფილა შეხვედრისთვის ,ის ლოგიკა, რომ “მწვანე პასპორტი მხოლოდ მიმსვლელისთვის არის სავალდებულო და არა  დამხვედრის — გაუგებარია, ჩვენი პოზიციაა, რომ მათ შორის განსხვავება არ უნდა იყოს ჩვენ ამის შესახებ მივაწოდეთ მინისტრს ინფორმაცია და რეალურად გაიზიარეს, ეს შეხვედრა იყო ხიდი ჩვენსა და საკოორდინაციო საბჭოს შორის, საბჭოში მივა ეს აზრი და ველოდებით უკვე გადაწყვეტილებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ერთი სფერო ამ პროცესს არ ყოფნის, ამას სჭირდება ისეთი სფეროების დამატება, რომლებიც საზოგადოებას იმუნიზაციისკენ უბიძგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში “მწვანე ზონას“ აზრი არ ექნება და იქნება მხოლოდ ფურცელზე დაწერილი კანონი, რომლის შესრულებასაც ვერც ერთი ბიზნეს ოპერატორი ვერ შეძლებს. ის რაც მწვანე პასპორტების იდეაა და განვითარებულ ქვეყნებშია აპრობირებული, ამას ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოში, ეს რეგულაცია პირიქით დამატებითი წნეხია ბიზნესისთვის, რადგან მხოლოდ 30%-ა აცრილი., აცრილთა რაოდენობა პირიქით რომ იყოს ეს რეალურად ბიზნესისთვის იქნებოდა წამახალისებელი, მაგრამ დღეს ეს დააკლდება ბიზნეს ოპერატორს და ეკონომიკას. ფაქტობრივად რესტორნების მხოლოდ აცრილები დაიშვებიან, რადგან pcr ტესტს რესტორანში წასასვლელად არავინ არ გაიკეთებს“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.




ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ სექტორის მოთხოვნა მწვანე ზონებისთვის დღეს არსებული რეგულაციების მოხსნაა, ბურჯანაძე ფიქრობს, რომ თუ სახელმწიფო მწვანე ზონებს ქორწილების და სხვა აკრძალული ღონისძიებების ჩატარების ნებართვას მისცემს, ეს ადამიანების ჩართულობას შეუწყობს ხელს და ეკონომიკაც უფრო განვითარდება.



თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up