“მოძრაობის თეატრში“ მაყურებელი აქტიურად, მაგრამ რეგულაციების გამო შეზღუდული რაოდენობით დადის

“მოძრაობის თეატრში“ მაყურებელი აქტიურად, მაგრამ რეგულაციების გამო შეზღუდული რაოდენობით დადის

access_time2021-11-19 14:00:09

პანდემია და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები თეატრებისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, პანდემიის განსაკუთრებული გავლენა კი კერძო თეატრებს დაეტყო, ერთ-ერთი ასეთი „მოძრაობის თეატრი“ იყო. თუმცა, მენეჯმენტმა იპოვა გადარჩენის გზა და ლოქდაუნის დროს,  მაშინ როდესაც თეატრებს მუშაობა აკრძალული ჰქონდათ , “მოძრაობის თეატრის“ შენობა გადასაღებ მოედნად იქცა. 



როგორც “კომერსანტს“  “მოძრაობის თეატრის“  სამხატვრო ხელმძღვანელმა იოსებ ბაკურაძემ უთხრა, პანდემიის  წნეხი კერძო თეატრზე იმდენად მძიმე იყო, რომ უმოქმედოდ გაჩერება დახურვას გამოიწვევდა. 



“პანდემია თეატრისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ კერძო თეატრი ვართ. აქედან გამომდინარე, რომ გავჩერებულიყავით, უბრალოდ უნდა დავხურულიყავით. ჩვენი დარბაზი გადასაღებ მოედნად გადავაწყვეთ, გრაფიკისთვის მწვანე ფონი გავაკეთეთ და მოვახერხეთ ის, რომ შენობამ თავი ირჩინა. 


რამდენიმე სტუდიამ და რეჟისორმა რამდენიმე სარეკლამო რგოლი გადაიღეს, ნანა ჯანელიძემ თავისი ახალი ფილმის 3-4 სცენა ჩვენთან გადაიღო,  გიორგი ლიფონავამ გადაიღო ორი რეკლამა, “საქართველოს ბანკმაც“ გადაიღო რეკლამა და ა.შ.  აქედან  გამომდინარე, ჩვენ  შევძელით, რომ არ დავხურულიყავით, მაშინ როდესაც  9 საათზე  კომენდანტის საათი იწყებოდა და თეატრებს ფუნქციონირება აკრძალული ჰქონდათ. 


რაც შეეხება სახელმწიფოსგან დახმარებას, მსახიობების ნაწილი, როგორც ყელა  სხვა დასაქმებული, 200 ლარს  იღებდა, თუმცა  ყველა  ვერ  ახერხებდა, რადგან  ზოგი სხვა  თეატრშია  გაფორმებული, ზოგს  თეატრალურ უნივერსიტეტში აქვს საათები და ლექციებს კითხულობს. ერთადერთი, რაც იყო ამ წელიწადნახევარი  თუ  ორი წლის  განმავლობაში, ახლა ახალი სეზონისთვის მოგვცეს ერთი დადგმის  თანხა“, -  აღნიშნა იოსებ ბაკურაძემ.



მისივე თქმით, თვითონ თეატრიც იღებდა მუსიკალურ ვიდეოებს, მსახიობებს ცალ-ცალკე იბარებდა და ცდილობდა, რეგულაციების დაცვით საქმიანობა მაინც გაეგრძელებინა. 



მას შემდეგ, რაც რეგულაციები შემსუბუქდა და თეატრების კარი მაყურებლისთვის გაიხსნა, მაყურებელი მოძრაობის თეატრშიც დაბრუნდა, თუმცა არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე შემცირებული რაოდენობით. ბაკურაძე გვიყვება, რომ ამ ეტაპზე თეატრი მაყურებელს მხოლოდ შაბათ-კვირას მასპინძლობს, თუმცა დეკემბრის მეორე  ნახევრიდან სპექტაკლებს უფრო ინტენსიური ხასიათი ექნება. 



“მაყურებელი დაგვიბრუნდა, ადამიანებსაც მოენატრათ სპექტაკლები და ცოცხალი ემოციები, ყველა სპექტაკლზე გვეყიდება ბილეთები, არის შემთხვევები, რომ ბილეთების რაოდენობაზე მეტი მოთხოვნაა. მაგრამ სამწუხაროდ შეზღუდულები ვართ რაოდენობაში, ისედაც 100 კაციანი დარბაზი გვაქვს და რეგულაციები მესამედის ხანდახან ცოტა მეტად დატვირთვის უფლებას გვაძლევს, გააჩნია რა სპექტაკლია და როგორ  გადავაწყობთ პარტერს, ხან 45 ადამიანს ვატევთ ხან 40-ს. 

ჩვენ პანდემიამდე გამოვაცხადეთ, რომ რეგიონის ყველა თეატრს უსასყიდლოდ დავუთმობდით ჩვენ დარბაზს, გასულ  კვირას უკვე  ვუმასპინძლეთ მესტიის თეატრს  და ორი სპექტაკლი სრული ანშლაგით  ითამაშეს,  კიდევ  ველოდებით რომ სხვა  რეგიონული თეატრებიც ჩამოვლენ და  ჩვენ სპექტაკლებზეც მაყურებელი  ჩვეულებრივად დადის“, -  აღნიშნა იოსებ ბაკურაძემ . 



ბაკურაძემ ე.წ. მწვანე პასპორტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მოძრაობის თეატრი“ ყველა რეგულაციას დაიცავს და დაემორჩილება, რადგან დღეს ისედაც  რთულ მდგომარეობაში თეატრის დაჯარიმება წარმოუდგენელია. გარდა ამისა, როგორც  რეჟისორი ამბობს, თეატრმა  წინსვლა უნდა გააგრძელოს, შესაბამისად ცდილობს, რომ არსებულ რეგულაციებს მოერგოს. 



რაც შეეხება ბილეთის ფასს, ბაკურაძე ამბობს, რომ ზოგადად ბილეთის ფასი არ გაუძვირებიათ, უბრალოდ მხოლოდ სამ სპექტაკლზე აწიეს.



„ბილეთის ფასი ჩვეულებრივად უცვლელი დავტოვეთ,12 სპექტაკლიდან  მხოლოდ 2-3 სპექტაკლზე გავზარდეთ ფასი, რადგან მასშტაბური სპექტაკლებია, სტუდენტებისთვის  ფასდაკლება  უცვლელად დავტოვეთ, რადგან  მათთვის არც  უკეთესობისკენ არც  უარესობისკენ  არაფერი  შეცვლილა,  აქედან  გამომდინარე  მათ  ხარჯზე ბილეთის ფასს ვერ გავზრდიდით“, -  აღნიშნა იოსებ ბაკურაძემ.



მოძრაობის თეატრი 2001 წელს რეჟისორმა და მსახიობმა კახა  ბაკურაძემ დააარსა, თეატრი წარმოადგენს დრამის, პანტომიმის, მოძრაობისა და ფიზიკური თეატრის, ბალეტის, საბრძოლო და ცირკის ხელოვნების, ფოლკლორის, თანამედროვე მუსიკის, ცოცხალი მუსიკის, მილონგას ტანგოს საღამოების, ჯაზის სინთეზს. 


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up