დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-02 21:00:02

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„პრემიერის განცხადება პოპულისტურია, რადგან ბანკები სესხების რესტრუქტურიზაციას ისედაც მოახდენდნენ, ეს მათ ინტერესშია“ - დავით კიკვიძე

„იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.


2.„საქართველო პირველად ჯანდაცვას სისტემას ვერ იყენებს, ოჯახის ექიმებს კორონავირუსის მართვის კომპეტენცია არ აქვთ“

ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებას ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 20 454 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 6 366 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ქვეყანაში მოქმედი 85 კოვიდ-კლინიკის დიდი ნაწილი გადატვირთულია, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საწოლ-ფონდის არარაციონალური გადანაწილება სახელდება. თუმცა ჯანდაცვის მინისტრი, უკვე ერთი თვეა, საზოგადოებას უმტკიცებს, რომ კოვიდ ინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლების რაოდენობა საკმარისია.


3.„მთავრობის გადაწყვეტილებით კონტრ შედეგს მივიღებთ, ინფიცირების მაჩვენებელიც გაიზრდება და ბიზნესიც უფრო მეტად დაზარალდება“ - Gtex ჯგუფი

გიორგი ბასილიძემ 24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიდგომაც არასწორია, რადგან ახალი წლამდე ასეთი მცირე დროით მაღაზიების გახსნა, თან ისეთ პერიოდში, როდესაც ისედაც პიკია და მოლები მომხმარებლების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, ისეთივე კოლაფს გამოიწვევს, რაც შავ პარასკევს იყო.


4.მწვანე კონცხზე ბიძინა ივანიშვილის 70 მილიონიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ერთი წლით, 2022 წლამდე გადავადდა


ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის შემადგენლობაში არსებული, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, მწვანე კონცხზე მარიოტის საერთაშორისო ქსელის, უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის 5 ვარსკვლავიანი გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.


5.დღეიდან 1-ელ თებერვლამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს

დღეიდან ორი თვის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, - ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.


6.კახა კალაძე - საახალწლო სოფლის მოწყობისთვის განკუთვნილი 700-800 ათასი ლარი მოხმარდება იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


7.„ეს მთავრობა ლიბანის მთავრობის გზას დაადგა და ქვეყანას ნგრევისა და გაკოტრებისაკენ მიაქანებს“ - ფადი ასლი

„სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის (62%) კრიტიკულ დონეს მივაღწიეთ, რომლის გამოც ეკონომიკური ზრდა (მოცემულ სიტუაციაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ავტომატურად დაიწყებს კლებას“, — ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.


8.,,ზღვარზე ვართ, ან ფასი უნდა გავზარდოთ, ან პროდუქციის ხარისხი დავწიოთ“- საკონდიტროები გაზის გაძვირებაზე

იანვრიდან თბილისში კომერციულ აბონენტებს ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით , 86 თეთრიდან 1.1 ლარამდე გაეზრდებათ.


9.„კომერციული სექტორისათვის გაზის ფასი 24 თეთრით გაიზარდა - ესაა კლანური მმართველობის შედეგი“ - რომან გოცირიძე

„ესაა კლანური მმართველობის შედეგი: აზიანებს ბიზნესს და აღარიბებს ხალხს“,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე წერს, რითაც კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირებას ეხმაურება.


10.Liberation: პანდემიამ მსოფლიოში სიღარიბე 40%-ით გაზარდა

გაეროს მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიოში ჰუმანიტარულ დახმარებაზე დამოკიდებული 250 მლნ. ადამიანი იქნება. ეს 40%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს და ამის მთავარია მიზეზია კორონავირუსის პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები. ეს მისია უზარმაზარ თანხებს საჭიროებს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის მარკ ლოუკოკის თქმით, საუბარია 35 მლრდ. დოლარზე, რომელიც დღეს არ არის. 

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up