„მთავრობის გადაწყვეტილებით კონტრ შედეგს მივიღებთ, ინფიცირების მაჩვენებელიც გაიზრდება და ბიზნესიც უფრო მეტად დაზარალდება“ - Gtex ჯგუფი

„მთავრობის გადაწყვეტილებით კონტრ შედეგს მივიღებთ, ინფიცირების მაჩვენებელიც გაიზრდება და ბიზნესიც უფრო მეტად დაზარალდება“ - Gtex ჯგუფი

access_time2020-12-02 12:00:33

„მთავრობის მიზანი თითქოს იყო, რომ ინფიცირების რიცხვი შეემცირებინათ და ბიზნესი არ დაეზიანებინათ, მაგრამ ნახევარი დღით ადრე ინფორმაციის გაჟღერებამ, თან შავ პარასკევს მსგავსი შეზღუდვების შემოღებამ რა კოლაფსი გამოიწვია ყველამ ვნახეთ, კონტრ შედეგი მივიღეთ. ხომ შეიძლებოდა როგორც ცივილურ ქვეყნებში ხდება, 2-3 დღით ადრე გაეფრთხილებინათ მოსახლეობა, მაშინ ასეთი კონცენტრაცია არ იქნებოდა და ეს რაოდენობა ამ დღეებზე გადანაწილდებოდა, ამ შემთხვევაში სახელმწიფოც მოგებული იქნებოდა და ინფიცირების რიცხვიც არ გაიზრდებოდა, ხალხიც უფრო კომფორტულად შეიძენდა ყველაფერს და ბიზნესსაც ამხელა დარტყმას არ მიაყენებდნენ, აქ რამდენიმე ათეულ მილიონზეა საუბარი. შესაბამისად, ქალაქის და სავაჭრო ცენტრების კოლაფსი თავიდან ბოლომდე მთავრობის ბრალი იყო“,  მის შესახებ „კომერსანტს“ Gtex ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ბასილაძემ განუცხადა.


გიორგი ბასილიძემ 24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიდგომაც არასწორია, რადგან ახალი წლამდე ასეთი მცირე დროით მაღაზიების გახსნა, თან ისეთ პერიოდში, როდესაც ისედაც პიკია და მოლები მომხმარებლების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, ისეთივე კოლაფს გამოიწვევს, რაც შავ პარასკევს იყო.


„სწორი იქნებოდა 30 ნოემბრიდან-20 დეკემბრის ჩათვლით გაეკეთებინათ ეს შეზღუდვები, თან რამდენიმე დღით ადრე მომხდარიყო გაფრთხილება. შესაბამისად ახალ წლამდეც 11 დღე იქნებოდა და მაღაზიებში დიდი კონცენტრაცია არ მოხდებოდა, რაც დაინფიცირების მაჩვენებელსაც არ გაზრდის. თითქოს ბიზნესთან შეხვედრები მიმდინარეობდა, მაგრამ გადაწყვეტილება მთავრობამ, მაინც ერთპიროვნულად მიიღო. ასევე შემდეგ ეტაპზე შაბათ-კვირას მაღაზიების დახურვაზეა საუბარი, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, რადგან აქტივობის 40% სწორედ ამ დღეებზე მოდის. 


გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ხშირად ინფექციონისტებს აყენებენ წინა ფრონტზე, მაგრამ მათი პატივისცემის მიუხედავად, ისინი ტექნიკოსები არიან და არა მენეჯერები, არც ძირითადი ხელმძღვანელები, რომლებიც აფასებენ რეალურ სიტუაციას. ამ შემთხვევაში საჭიროა კარგი ხელმძღვანელი, რომელიც ყველას უსმენს მაგრამ რამდენიმე კომპონენტის შეერთების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას“, -ამბობს ბანძელაძე.


მისი თქმით, არსებული სიტუაციის გამო, Gtex ჯგუფში შემავალი მაღაზიების collezione, OVS, Penti, Terranova, English Home, Enza Home რამდენიმე ობიექტი უკვე დახურეს და კიდევ რამდენიმე მათგანის დაკეტვა იგეგმება.



„სიტუაცია ძალიან მძიმეა, მუშაობა ცუდად მიმდინარეობს, კლება საკმაოდ მაღალია, ფინანსურად კი მკაფიო კრიზისში ვართ. იძულებულები ვართ ობიექტები შევამციროთ, დაახლოებით 50%-იანი საშუალო ვარდნაა. უკვე დავხურეთ რამდენიმე ფილიალი და კიდევ ვგეგმავთ. კონკრეტულად არცერთი ბრენდი არ აპირებს საქართველოს დატოვებას, მაგრამ ფილიალებს როგორც მოლებში ასევე სხვა ადგილებში მაქსიმალურად ვამცირებთ. დიდი ვარდნაა, ამიტომ ობიექტების დახურვის გარდა სხვა გამოსავალი არ გვაქვს. თუმცა იანვარი და თებერვალი უმწვავესი კრიზისი იქნება დიდი ბიზნესისთვის, რაც როგორმე უნდა გადავიტანოთ, დაზარალებულები უკვე ვართ და მოგებაზე გასვლის ილუზიაც არ გვაქვს, თუმცა ახლა ჩვენი მიზანია ზარალი მაქსიმალურად შევამციროთ.


ერთის მხრივ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური კუთხით ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა და რაღაც ღონისძიებები გასატარებელია, თუმცა ისეთი რომელიც არც ბიზნესს დააზარალებს. ჩვენ ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ვართ და ბიზნესის არასწორად და უმიზნოდ გაჩერება, ეკონომიკას ძალიან დააზარალებს“, - აცხადებს ბასილაზე.


Gtex ჯგუფის ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“ ლარის გაუფასურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი დამატებითი ზარალის მომტანია ქართული ბიზნესისთვის.


„ლარის კურსი დამატებითი პრობლემა და გასაჭირია ბიზნესისთვის, მისი გაუფასურება წელში გვტეხავს, უამრავ პრობლემას გვიქმნის და გვინადგურებს იმ მინიმალურ შემოსავალსაც კი რაც გვრჩება. როდესაც ხელფასებისთვის, იჯარისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის საჭირო თანხებს ვფარავთ და გადასარიცხ თანხას შესაბამის ვალუტაში ვაკონვერტირებთ, უკვე ამ კუთხითაც ძალიან დიდ ზარალზე გავდივართ“, - ამბობს ბასილაძე.


აღსანიშნავია, რომ შპს Gtex-ი 2007 წლის 17 დეკემბერს დაარსდა. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შემოიტანა collezione იყო. ამჟამად „ჯითექსი“ წარმოდგენილია ბრენდებით: collezione, OVS, Penti, Terranova, English Home, Enza Home.


ნინო თამაზაშვილი



თეგები:
Gtex



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up