კახა კალაძე - საახალწლო სოფლის მოწყობისთვის განკუთვნილი 700-800 ათასი ლარი მოხმარდება იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა

კახა კალაძე - საახალწლო სოფლის მოწყობისთვის განკუთვნილი 700-800 ათასი ლარი მოხმარდება იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა

access_time2020-12-02 13:10:58

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საახალწლო სოფლის მოწყობა დაახლოებით 700-800 ათასი ლარი ჯდებოდა და ეს რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში.


„მინდა, შევეხო საახალწლო ღონისძიებებს. მინდა, ვისაუბრო საახალწლო სოფელთან დაკავშირებით. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩენ ვიცით, რა რთული ვითარება გვაქვს ქვეყანაში და რა რთული ვითარებაა მთელ მსოფლიოში. მთელი მსოფლიო ებრძვის არსებულ პანდემიას, ვირუსს, „კოვიდ-19“-ს და ის შეზღუდვები, რომელიც არის დაწესებული, ეს არის იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება, რადგან ეს ფაქტობრივად ქმნის მიზიდულობის ცენტრს. ძალიან დიდი საფრთხე იყო, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, ბებიებით, ბაბუებით და გაჭირდებოდა ზოგადად კონტროლი, უხერხული იქნებოდა მოსული ადამიანისთვის გეთქვა, რომ თქვენ არ შეხვიდეთ საახალწლო სოფელში, რადგან ბევრი ხალხია. შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საახალწლო სოფელი წელს არ გაკეთდება. ჩვენ დაახლოებით 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის გაკეთება, ეს თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში. ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში. ამისთვის ჩვენ უკვე შექმნილი გვაქვს სპეციალური პლატფორმას, უკვე ნახევარი მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი სარეზერვო ფონდიდან და ხდება საკვები პროდუქტებით მომარაგება. მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ დარიგებას, ეს არის უმწეო მოხუცები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩვენ გვაქვს სრული მონაცემების ბაზები ამ გაჭირვებული ოჯახების, მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ და დავეხმაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, ყოველწლიურად 330 მილიონი ლარი  და ცოტა მეტიც განსაზღვრულია ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება დახმარება.


„ერთადეთი მიმართულება, რომელსაც ერთი თეთრი არ მოკლებია არსებული პანდემიის პირობებში, ეს იყო ზუსტად ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ეს თანხები უნდა დაიხარჯოს იმ ოჯახებისთვის, ვისაც ყველზე მეტად სჭირდება ჩვენი გვერდით დგომა.“, – განაცხადა კახა კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up