„საქართველო პირველად ჯანდაცვას სისტემას ვერ იყენებს, ოჯახის ექიმებს კორონავირუსის მართვის კომპეტენცია არ აქვთ“

„საქართველო პირველად ჯანდაცვას სისტემას ვერ იყენებს, ოჯახის ექიმებს კორონავირუსის მართვის კომპეტენცია არ აქვთ“

access_time2020-12-02 10:00:39

ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებას ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 20 454 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 6 366 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ქვეყანაში მოქმედი 85 კოვიდ-კლინიკის დიდი ნაწილი გადატვირთულია, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საწოლ-ფონდის არარაციონალური გადანაწილება სახელდება. თუმცა ჯანდაცვის მინისტრი, უკვე ერთი თვეა, საზოგადოებას უმტკიცებს, რომ კოვიდ ინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლების რაოდენობა საკმარისია. მინისტრი ვერც საველე ჰოსპიტლების ამოქმედების საჭიროებას ხედავს, რადგან მისი თქმით, ქვეყანაში საკმარისი რესურსია. თუმცა რეალობა რადიკალურად განსხვავებულია, კოვიდ მიმღები კლინიკები პაციენტებს ვერ იღებენ,  ამ მიზეზით გამოწვეული მსხვერპლიც გვყავს.

 

 „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად რაციონალურადაა საქართველოში საწოლ- ფონი გადანაწილებული. სწორედ ამიტომ მედიაჰოლდინგი საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნო. „ourworldindata. org“ - ის უკანასკნელი, 22 ნოემბრის მონაცემებით ირკვევა, რომ  შეერთებულ შტატებში 12  605 109 აქტიური ქეისიდან, ჰოსპიტალიზირებული იქნა მხოლოდ 83 779 ადამიანი. იტალია  805 944 აქტიური კოვიდ დადებითი შემთხვევიდან საავადმყოფოში გადაყვანილია 33 080. საფრანგეთში 1 941 680 ადამიანიდან საავადმყოფოში მკურნალობს 31 522 . პოლონეთში 22 ნოემბერს 423 742 კოვიდ დადებით ადამიანი იყო  აქედან ჰოსპიტალიზირებულია მხოლოდ 22 094 პაციენტი.  უნგრეთის მონაცემებით  127 903 აქტიური ქეისიდან საავადმყოფოში გადაყვანილია 7 278, ბულგარეთში 82 416 ადამიანიდან საავადმყოფოში 6350 მკურნალობას. ბელგია 505 572 ადამიანიდან საავადმყოფოში 5 024 ადამიანი მკურნალობს. 22 ნოემბერის მონაცემებით საქართველოში მიმდინარე აქტიური შემთხვევა რაოდენობა 18 091 იყო, მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობდა საავადმყოფოში. ჩვენი და ევროპის სხვა ქვეყნების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:

 

 

 


 

რიცხვები აჩვენებს, რომ ისეთი უპრეცენდენტო მასშტაბის ჰოსპიტალიზაცია როგორც საქართველოშია არსად არ ფიქსირდება. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის სპეციალისტი თენგიზ ვერულავა აცხადებს, რომ მონაცემები ზუსტად ასახავს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში და რა მდგომარეობა ევროპაში. მისი განმარტებით, ევროპა პირველადი ჯანდაცვის სისტემას ძალიან ეფექტურად იყენებს.

 

„ევროპაში ძალიან კარგადაა განვითარებული ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, ანუ პირველადი ჯანდაცვა . მოსახლეობის უმეტესობას ჰყავს ოჯახის ექიმი, რომელიც მათთვის ახლობელი ადამიანია, შენ რაიმე რომ გაგიჭირდება, ყოველთვის რეკავ ოჯახის ექიმთან, „family physician“ ყველაზე კარგი სიტყვაა ჯანდაცვაში, პირველ რჩევას ყველაფერზე ოჯახის ექიმი გაძლევს. სამედიცინო ბაზარზე, ამ ქაოტურ სივრცეში, სადაც პაციენტის ინფორმირებულობა ძალიან დაბალია, სწორედ ამ მიზნით დაუშვა ჯანდაცვის სისტემამ „აგენტური ურთიერთობა“, ოჯახის ექიმი არის პაციენტის მხარეს მყოფი აგენტი. ჯანდაცვის სექტორში არსებული სერვისების 85 % ოჯახის ექიმის დონეზე უნდა დამთავრდეს, სტაციონარში მხოლოდ გართულებებით მიყავთ ადამიანი.  ეს არის ნორმალური ჯანდაცვის სისტემა“, - განაცხადა თენგიზ ვერულავამ.

 

როგორც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ამბობს საქართველოში ოჯახის ექიმის ინსტიტუტი განვითარებული არ არის. მისივე თქმით, ქვეყანაში არც საკმარისი რაოდენობის ოჯახის ექიმები გვყავს, რაც ქვეყანას უახლოეს მომავალში კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. თენგიზ ვერულავას განმარტებით, კორონავირუსი არ არის შავი ჭირი, უმეტეს შემთხვევაში დაავადება სახლში იმართება.

 

„ევროპის ქვეყნებში ოჯახის ექიმის ინსტიტუტი  განვითარებულია, რაშიც სახელმწფოს ინვესტიციაა დახარჯული. ეს თავისუფალი ბაზრის პირობებში არ გაკეთდება. თავისუფალი ბაზარი სტაციონარებს აშენებს, რადგან მათთვის მკურნალობაა მომგებიანი და არა პრევენცია. პრევენციას ოჯახის ექიმი ახდენს, ეს ჩვენმა მთავრობამ 30 წელია ვერ გაიგო. ამიტომაც გვაქვს 272 სტაციონარი, ამდენი ბელგიას, დანიას და ნიდერლადენდებს, სამ ქვეყანას ერთად აღებულს არ აქვს. როდესაც სტაციონარული მომსახურების გადატვირთულობაა, იქ პასუხისმგებლობა პირველ რიგში ოჯახის ექიმზე ნაწილდება. ოჯახის ექიმი ახდენს სიმპტომების გამოვლენას, მეთვალყურეობას და მკურნალობას. დღესდღეობით ეს ყველაფერი ხორციელდება ტელემედიცინით. ოჯახის ექიმი სახლში კი არ მიდის, ვიდეო ზარით ახორციელებს სწრაფ და უსაფრთხო დახმარებას. ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ ოჯახის ექიმები კომპიუტერებით აღგვეჭურვა? არა!  მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების დიდ რაოდენობას, საბედნიეროდ აქვს ინტერნეტზე წვდომა“, - განაცხადა თენგიზ ვერულავამ.

 


კიდევ ერთი საკითხი, ჯანდაცვის სპეციალისტი "კომერსანტთან" საუბრობს ოჯახის ექიმების არაკომპეტენტურობაზე. მისი თქმით, საქართველო ამ კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. თენგიზ ვერულავას განმარტებით სწორედ განათლების პრობლემაა ის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც კოვიდ დადებითი პაციენტების მდგომარეობა ქვეყანაში მძიმდება.

 

„აღსანიშნავია, რომ ოჯახის ექიმებს კორონავირუსი მართვის კომპეტენცია არ აქვთ. მაგალითისთვის ავიღოთ თურქეთი, რომელმაც 7 წლის წინ ოჯახის ექიმების განათლების დონის ამაღლება დაიწყო. ერთი წლიანი კურსები ჩაატარა, რასაც უმკაცრესი გამოცდები მოჰყვა, ვინც ამ გამოცდას ჩააბარებდა იმას ხელფასი ჰქონდა 2 500 ევრო. ფიქრობს ვინმე ამაზე, რომ საქართველოში გადამზადების კურსი ჩატარდეს? თუნდაც ამ რთულ სიტუაციაში, როცა დრო გვქონდა გაზაფხულ-ზაფხულში გავაკეთეთ რამე? მცირე ტრენინგები ჩატარდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის თუ როგორ უნდა ემართა ვირუსი ოჯახის ექიმს. რომ ჩატარებულიყო ტრენინგები ელექტრონულად და მიეღოთ სათანადო განათლება, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. ოჯახის ექიმი მარტო მკურნალი კი არ არის, არამედ ფსიქოლოგიური დახმარებაც უნდა გაუწიოს, რადგან პაციენტებს კორონავირუსის ეშინიათ, ჰოსპიტალში თავი დაცული ჰგონიათ. სტრესის ელემენტარული დაძლევის საშუალებები ოჯახის ექიმმა უნდა იცოდეს“, - ამბობს თენგიზ ვერულავა.

 

განათლება და ექიმების ანაზღაურება ეს არის ის ორი მიმართულება რა კუთხითაც თენგიზ ვერულავს აზრით პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მისი თქმით, სწორედ ამ პრობლემების მოგვარებით დასტაბილურდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში.

 

„ციფრული ტექნოლოგიებით, ონლაინ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ტრენინგები ოჯახის ექიმებთან, ექთნებთან და ამ პერიოდში მაინც, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი ანაზღაურების გაზრდა,  500 ლარი თუ გადავუხადეთ ოჯახის ექიმს, იმან რა უნდა გაგვიკეთოს? სასტუმროების დაქირავებაში რა თანხაც დახარჯეს ამ ორი მიმართულებით რომ გადაენაწილებინათ უკეთესი იქნებოდა“, - განმარტავს თენგიზ ვერულავა.

 

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ პრობლემა არის პაციენტების შინ მოვლის აუწყობელი სისტემა. მისი თქმით, რეალურად პაციენტები ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვერ არიან. კალოიანი "კომერსანტთან" იმ სამ ძირითად საკითხზე საუბრობს რატომაცაა მაღალი ჰოსპიტალიზაცია საქართველოში. ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ არსებული მონაცემი პრობლემაა როგორც რესურსების არასწორი განაწილების ისე პაციენტების თვალსაზრისით, რომელთაც დახმარება სჭირდებათ და ჰოსპიტალში ვერ ხვდებიან.

 

„ჩემი აზრით, ოჯახის ექიმების კომპეტენციის პრობლემა ნაკლებად არის, პრობლემას უფრო წარმოადგენს მათი რაოდენობრივი სიმცირე. მაგალითად ჩემი ოჯახის წევრს სჭირდა კოვიდი, იქედან გამომდინარე რომ ექიმი ვარ და არ მინდოდა სისტემა დამეტვირთა, აღრიცხვის მიზნით უბრალოდ 112 ში დავრეკეთ და შევატყობინეთ, რომ კოვიდი დაუდასტურდა, ოჯახის ექიმმა 10 დღის შემდეგ დაგვირეკა. ძალიან რთული მართვის სისტემა გვაქვს, რომელიც ძალიან დაბალ ეფექტურია. ამ მიზეზით მოქალაქეებს უწევთ კლინიკებისთვის მიმართვა, სწორედ ეს ზრდის ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას.

 

სასტუმროებში, რომლებშიც მაღალი რისკის პაციენტები წვანან,  არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც შეიძლება პაციენტების მეთვალყურეობა. ამ მიმართულებით ნაბიჯები არ არის გადადგმული და სასწრაფოდ გადასადგმელია. სასტუმროებში უნდა მოეწყოს გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომელიც რომელიც საშუალებას მოგვცემს, საშუალო რისკის პაციენტები  იყვნენ დაკვირვების ქვეშ და არ დარჩნენ სამედიცინო დახმარების გარეშე.

 

ასევე აუცილებელია ჰოსპიტალში გაწერის და მოთავსების ცალსახა კრიტერიუმები, რომელიც კლინიკურ პროტოკოლში უნდა გაიწეროს, რათა ყველგან ერთი პრაქტიკა იყოს. ეს უნდა იცოდნენ, როგორც ჰოსპიტალებმა, ისე სასწრაფო დახმარების ექიმებმა და ეს უნდა იმართებოდეს ერთი ცენტრიდან. უნდა იყოს ერთი სადისპეჩირო ადგილი, სადაც ეს ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში თავს მოიყრის, რა დროსაც გვეცოდინება, კონკრეტულ მომენტში, რომელი კლინიკაში, რამდენი თავისუფალი ადგილია. ეს ეცოდინებათ პირველ რიგში სასწრაფო დახმარების მენეჯერებს და მოქალაქეებსაც“, - განმარტავს ვახტანგ კალოიანი.

 

ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ თუ ზემოთ ჩამოთვლილი სამი კომპონენტი გამოსწორდება, მაქსიმუმ 10 დღეში ქვეყანას მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება.

 

ამ ყველაფრის მიუხედავად ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საწოლი, რომელიც გამოიყოფა იქნება დატვირთული და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი.

 

„ზოგადად, მსოფლიოში საწოლბრუნვა, ძირითადად, დეფიციტურია. ყველა ქვეყანა, ისევე, როგორც საქართველო, განსაზღვრავს დეფიციტის ნიშნულს, რომლის შემდეგაც იწყება საწოლფონდის დამატება. ეს ჰოსპიტალურ სექტორში 85%-იანი გადატვირთვაა, შემდეგ იწყება საწოლების დამატება. სხვა შემთხვევაში, ამას ჰქვია ქვეყანაში არსებული რესურსის არარაციონალური გამოყენება. არც ერთ ქვეყანას არ აქვს მიზნად, რომ გამოიყენოს საწოლფონდის მაქსიმალური რაოდენობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები, დაწესდეს შეზღუდვები, რომ მოხდეს საწოლების განტვირთვა და, ასევე, პრევენციულად ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა ჯანდაცვის  მინისტრმა.

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კი აცხადებს, რომ ჰოსპიტალიზაციის დაბალი პროცენტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტალიზაცია  უფრო მეტ პაციენტს არ სჭირდება. ცერცვაძე ამბობს, რომ ისინი ცდილობენ მოძებნონ რაღაც ოქროს შუალედი, რათა ჰოსპიტალიზაციის გარეშე არ დარჩეს პაციენტი, ვისაც ეს სჭირდება და თან კლინიკური სექტორი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

 

“ის ფაქტი, რომ უცხოეთის ქვეყნებში ჰოსპიტალიზაციის პროცენტი უპირატესად 5-10%, მაქსიმუმ 15%-ია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტალიზაცია უფრო მეტ პაციენტს არ სჭირდება. უბრალოდ, თითოეული ქვეყანა ამას არეგულირებს კონკრეტული მომენტისთვის ქვეყანაში არსებული COVID სიტუაციის და არსებული რესურსის (საწოლფონდის) გათვალისწინებით. საქართველოც იგივე პრინციპებით მოქმედებას ცდილობს, თუმცა ეს იოლი არ არის, რადგან ჰოსპიტალიზაციის პროცენტის შემცირება დაკავშირებულია ავადმყოფების უკმაყოფილებასთან და ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილი პაციენტის სიკვდილობის გაზრდილ რისკთან“ – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up