„პრემიერის განცხადება პოპულისტურია, რადგან ბანკები სესხების რესტრუქტურიზაციას ისედაც მოახდენდნენ, ეს მათ ინტერესშია“ - დავით კიკვიძე

„პრემიერის განცხადება პოპულისტურია, რადგან ბანკები სესხების რესტრუქტურიზაციას ისედაც მოახდენდნენ, ეს მათ ინტერესშია“ - დავით კიკვიძე

access_time2020-12-02 11:00:58

„იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.


როგორც საბანკო ასოცოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, საბანკო სექტორი მზად არის, არსებულ გადასახდელებთან მიმართებით მომხმარებლებთან ისაუბროს და სესხების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს. მისი თქმით, თუ ადამიანი სოციალური დახმარების სიებში იქნება, მისთვის ბანკის მხრიდან რესტრუქტურიზაცია შეთავაზებული აუცილებელი იქნება.


„საბანკო სექტორმა რესტრუქტურიზაციებთან დაკავშირებით განაცხადა მზაობა, იმ პირებისთვის, ვინც სოციალური დახმარების პაკეტში მოხვდებიან. დღეის მდგომარეობით მიმდინარობს მუშაობა, რომ პერიოდულად აღნიშნული ინფორმაცია კომერციული ბანკებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამ რესტრუქტურიზაციისთვის პირველ რიგში მომხმარებლებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ და აღრიცხულები უნდა იყვნენ სახელმწიფოს სოციალური დახმარების სიებში და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართონ კომერციულ ბანკს. ყველა ვინც საჭიროებს და მიმართავს ბანკს რესტრუქტურიზაციისთვის, რა თქმა უნდა მათი განხილვაც მოხდება, მაგრამ დღეისათვის პირველ რიგში მზაობა იმ პირებზე არის ვინც აღნიშნულ სიებში მოხვდებიან. სოციალური დახმარების სიებში თუ იქნება პირი, მისთვის ბანკის მხრიდან რესტრუქტურიზაცია შეთავაზებული იქნება. ეს რესტრუქტურიზაცია სამი თვის ან ცოტა მეტის განმავლობაში გადახდების გადავადებას და გრაფიკის ცვლილებას გულისხმობს“, - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.


სახელმწიფოს მხრიდან ბანკებთან სესხების გადავადების საკითხზე შუამდგომლობას მთავრობის პოპულისტურ განცხადებად აფასებს საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე. მისი თქმით, ბანკები ამ ნაბიჯს მაინც გადადგამდნენ, რადგან ეს პირველ რიგში მათ ინტერესში შედის, რომ სესხები არ გაუპრობლემდეთ.



„საბანკო სექტორისთვის მიმდინარე ეტაპზე რესტრუქტურიზაციის ალტერნატივა არ არსებობს, იქედან გამომდინარე, რომ ეს თუ არ გაუკეთა მომხმარებელს ორმაგი ხარჯი ექნებათ. ერთი მხრივ მათ მოუწევს კონკრეტულ სესხებზე რეზერვების გაზრდა, შესაბამისად მეტი ფულის დარეზერვება ეროვნულ ბანკში, რაც არც თუ ისე კარგია. მეორე, ნებისმიერ შემთხვევაში სესხის გაპრობლემებას ისევ რესტრუქტურიზაციის გაკეთება ურჩევნიათ. თუმცა, ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში ბანკის ლიკვიდობის შემცირებას გამოიწვევს და ასევე პრეცედენტს გააჩენს მომხმარებლებში რომ მასობრივად დაიწყონ სესხების არგადახდა და ყველას მოუნდება რესტრუქტურიზაციის გაკეთება. თუმცა, ვფიქრობ ბანკი უფრო მეტად იმათზე მოახდენს რესტრუქტურიზაციას, ვისი მიმდინარე, ოფიციალური შემოსავალი ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფს სესხის გადახდას.


გარდა ამისა, მთავრობის განცხადება, რომ მომხმარებლებს ბანკებთან უშუამდგომლებს და თითქოს ერევა ამ პროცესში, ძალიან ფორმალური და პოპულისტური განცხადება მგონია, ეს მაინც ბანკების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, პრემიერის განცხადების მიუხედავად ბანკები ამ ნაბიჯს მაინც გადადგამდნენ, რადგან ეს პირველ რიგში მათ ინტერესში შედის, რომ სესხები არ გაუპრობლემდეთ“,
- აცხადებს დავით კიკვიძე.


თეგები:
სესხები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up