მწვანე კონცხზე ბიძინა ივანიშვილის 70 მილიონიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ერთი წლით,  2022 წლამდე გადავადდა

მწვანე კონცხზე ბიძინა ივანიშვილის 70 მილიონიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ერთი წლით, 2022 წლამდე გადავადდა

access_time2020-12-02 16:00:48

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის შემადგენლობაში არსებული, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, მწვანე კონცხზე მარიოტის საერთაშორისო ქსელის, უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის 5 ვარსკვლავიანი გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. 120 ნომრიან სასტუმროში განთავსდება სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები, საბავშვო - სარეკრიაციო ზონა და დამატებითი სივრცეები ბიზნეს შეხვედრებისა და კონფერენციებისათვის.   აღნიშნული პროექტი 55,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართია 46 000 კვ.მ. აღსანიშნავია, რომ პროექტის მშენებლობის დასრულება ერთი წლით,  2022 წლამდე გადავადდა. როგორ "კომერსანტს" ფონდში განუცხადეს ინვესტიციის ჯამური მოცულობა 70 მლნ აშშ დოლარია.


ბათუმის ბოტანიკურ ბაღის მიმდებარედ განლაგებული, სასტუმროდან შესანიშნავი ხედები იშლება როგორც ბოტანიკურ ბაღზე ასევე ზღვაზე და ქალაქზე.



„როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. მწვანე კონცხზე მდებარე სასტუმრო იქნება მარიოტის საერთაშორისო ქსელის, კერძოდ უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის, ხოლო მას ოპერირებას გაუწევს სასტუმროების მართვის კომპანია. ფონდის ქვეშ გაერთიანებული ქართული კომპანია, რომელიც ლიცენზირებულია მარიოტის საერთაშორისო ქსელის მიერ, რაც უფლებამოსილს ხდის იყოს ნებისმიერი სასტუმრო კომპლექსის სრულყოფილი მართვის სერვისის მიმწოდებელი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სასტუმროების მართვის კომპანიას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება რეგიონალური ტრენინგ ცენტრების შექმნის კუთხით, რომელებიც უზრუნველყოფს ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას, მათი კვალიფიკაციის დონის ამაღლებას და სერვისის ინდუსტრიის განვითარებას რეგიონების მასშტაბით. სწორედ აღნიშნული კომპანიის მმართველობის ქვეშ იქნება, ფონდის მიერ განხორციელებული ყველა ის სასტუმრო, რომლებიც საერთაშორისო ქსელის Marriott International-ის ქვეშ იფუნქციონირებს“, - განუცხადეს "კომერსანტს" თანაინვესტირების ფონდში.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up