დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-10-15 21:00:20

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დადასტურებულთა საერთო რაოდენობა 14440-ს შეადგენს.


2. თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება

გიორგი გახარია - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00-საათიდან. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00-საათიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


3. „ჯანდაცვის სექტორი მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა, რაც ცუდი მენეჯმენტის ბრალია“

ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტი ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება.


4. დავა სახელმწიფოსთან - თბილავიამშენის რამდენიმე ასეულ მილიონიანი დაკარგული საექსპორტო კონტრაქტები

რა ხდება დღეს თბილისის საავიაციო ქარხანაში, რომელზე დავაც მეწილეებსა და სახელმწიფოს შორის უკვე 8  წელია მიმდინარეობს? „კომერსანტს“ „თბილავიამშენის“ ერთერთი ყოფილი მეწილე კახა ჟღენტი ესაუბრა.



5. „მთავრობის უგუნური გადაწყვეტილებით რესტორნების და კაფეების 90% დაიხურება“- კოტე გაბრიჩიძე

საქართველოს მთავრობის მიღებული გადაწყვეტილება რესტორნების გაკოტრებას გულისხმობს“, - ასე აფასებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე ხელისუფლების ახალ შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება. გაბირჩიძისთვის გაუგებარია გახარიას გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორ შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას.

 

6. ლიდერი ბანკების მცდელობა შეექმნათ ქართული Amazon-ი, წარუმატებელი აღმოჩნდა

ამბიცია გვაქვს გავაკეთოთ ქართული ამაზონი. ვვარაუდობთ,რომ ოთხი წლის თავზე თიბისი ბანკი 10 მილიონამდე ქართველ და უცხოელ მომხმარებელს მოიცავს“ - ამ სიტყვებით დააანონსა 2018 წელს, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბანკის ონლაინ პლატფორმის Vendoo-ს ამოქმედება.


7. ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან და ქუთაისიდან ნოემბრიდან ეტაპობრივად აღდგება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან და ქუთაისიდან ნოემბრიდან ეტაპობრივად აღდგება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ ეტაპზე, ოქტომბრის ბოლოდან იგეგმება არსებული მიმართულებებით რეისების დამატება.


8. თემურ ჭყონია - მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია

„მათ შორის, ვინც წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებად ხაზარაძე ერთ-ერთი საუკეთესოა, “ - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ მინისტრის ადგილი უნდა დაიკავოს კანდიდატმა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ექნება სრულყოფილი გეგმა. ასეთი ხედვა კი „ლელომ“ „ახალი მარშალის გეგმის“ სახით უკვე წარმოადგინა.


9. Forbes: ინვესტორების 65% მხარს ტრამპს უჭერს

სააგენტო Investing.com-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 1164-მა ინვესტორმა მიიღო. აღმოჩნდა, რომ მათ შორის 65% მიიჩნევს, რომ ტრამპის გამარჯვება ფინანსური ბაზრისთვის უკეთესი იქნება.  თუმცა, მთლიანობაში ბაზარი სიმშვიდეს ინარჩუნებს - გამოკითხულთა 60% არჩევნების წინ  ინვესტირების სტრატეგიაში არავითარი ცვლილებების შეტანას არ გეგმავს, ხოლო 86% თვლის, რომ არჩევნების შედეგები საფონდო ბაზრებში მცირე გავლენას მოახდენს.


10. IMF: კრიზისიდან გამოსვლა გართულდება  

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი მთელს მსოფლიოში მოსახლეობის ცხოვრების დონეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ქვეყნებს კი ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად შესაძლოა მდიდარი მოქალაქეებისთვის და კორპორაციებისთვის გადასახადების მომატება მოუწიოთ - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.

 


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up