თემურ ჭყონია - მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია

თემურ ჭყონია - მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია

access_time2020-10-15 16:40:07

„მათ შორის, ვინც წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებად ხაზარაძე ერთ-ერთი საუკეთესოა, “ - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


მისი თქმით, საქართველოს პრემიერ მინისტრის ადგილი უნდა დაიკავოს კანდიდატმა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ექნება სრულყოფილი გეგმა. ასეთი ხედვა კი „ლელომ“ „ახალი მარშალის გეგმის“ სახით უკვე წარმოადგინა.


„მამუკა ხაზარაძის განვლილ ცხოვრებასა და მის გაკეთებულ საქმეებს თუ გადავხედავთ, რა სირთულისა და სიძლიერის ბიზნესები აქვს გაკეთებული ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია მათ შორის, ვინც წარმოდგენილია. მხოლოდ კანდიდატურის დაყენება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, თუ რის გაკეთებას შეძლებენ გამარჯვების შემდეგ. კანდიდატები უნდა გამოირჩეოდნენ ცოდნით და ზოგადი ხედვით. ეს ხედვა კი „ლელომ„ და მამუკა ხაზარაძემ „მარშალის გეგმის“ სახით წარმოადგინეს. ყველა კანდიდატის, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა, ანალიზი და კრიტიკულ ჭრილში შეფასება უნდა გაკეთდეს.


ეს ანალიზი კი მოიცავს შემდეგს:


1. რა ხედვა და გეგმა აქვს კანდიდატს აღნიშნული პოზიციის დაკავების შემდეგ.
2. როგორ განახორციელებს ამ გეგმას.


გეგმის დაწერა და შედგენა არის მარტივი, მთავარია მისი სწორად შესრულება და იმ გარემო პირობებზე მორგება, სადაც ვიმყოფებით, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.



ბიზნესმენის თქმით, „ლელოს“ „ახალი მარშალის გეგმა“ არ არის ამბიციური, თუმცა ის ანალიზის შედეგადაა მიღებული.


„მიუხედავად იმისა, რომ „ლელოს ახალი მარშალის გეგმა“ არ არის ამბიციური. რაც ამ გეგმაში ნათლად ჩანს, არის ის, რომ ანალიზისა და საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე დაყრდნობის შედეგადაა მიღებული. მსგავსი გეგმის შედგენის დროს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქვეყნის პოტენციალი და მისი შესაძლებლობები, აქ კი ჩანს, რომ „ლელოს“ გუნდს ამ საკითხზე ნაფიქრი აქვს. ეს გეგმა კი უნდა შეასრულოს გუნდმა, რომლითაც პარტია დაკომპლექტდა. აღსანიშნავია ისიც, რომ „ლელო“ არის ახალი სახეებით დაკომპლექტებული გუნდი, ახალი შემართებით, რომლებსაც შეუძლიათ, ეს გეგმა სრულყოფილად გაშალონ და მოარგონ ქვეყანას,“ - აღნიშნა ჭყონიამ.



NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up