ლიდერი ბანკების მცდელობა შეექმნათ ქართული Amazon-ი, წარუმატებელი აღმოჩნდა

ლიდერი ბანკების მცდელობა შეექმნათ ქართული Amazon-ი, წარუმატებელი აღმოჩნდა

access_time2020-10-15 12:30:31

ამბიცია გვაქვს გავაკეთოთ ქართული ამაზონი. ვვარაუდობთ,რომ ოთხი წლის თავზე თიბისი ბანკი 10 მილიონამდე ქართველ და უცხოელ მომხმარებელს მოიცავს“ - ამ სიტყვებით დააანონსა 2018 წელს, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბანკის ონლაინ პლატფორმის Vendoo-ს ამოქმედება.


დიდი გეგმებისა და ამბიციების მიუხედავად დღეს Vendoo.ge ერთ-ერთი რიგითი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მუდმივი საკადრო ცვლილებებით, მომხმარებლების პასიურობით  და კომპანიების მხრიდან ნაკლები ცნობადობით გამოირჩევა.


საქართველოში უმსხვილესი ბანკის ონლაინ პლატფორმის ჩაშვებასთან ერთად, ბაზარზე არსებობდა მოლოდინი, რომ Vendoo ყველა სხვა ლიდერ პლატფორმებს უკან ჩამოიტოვებდა, როგორებიცაა Mymarket.ge და Wishlist.ge. რატომ არ არის აქტიური დღეს ბაზარზე Vendoo და არის თუ არა ამის მიზეზი მაღალი კონკურენცია ელექტრონული ვაჭრობის ბაზარზე? - ამ კითხვებით „კომერსანტმა“ კომპანიის წარმომადგენლობას არაერთხელ მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.



თიბისის ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge 2019 წლის მაისში ამოქმედდა. Vendoo ონლაინ მაღაზია Swoop-ის ბაზაზე შეიქმნა, რომლის 100 პროცენტიანი წილიც თიბისი ჯგუფმა შეისყიდა. Swoop ბაზარზე კარგად ცნობილი, ონლაინ ფასდაკლებების და გაყიდვების კომპანიაა.


საქართველოს ბანკის მიერ აქტიური ინვესტირებით, შვილობილი პლატფორმა EXTRA.GE  დინამიური, მსხვილმასშტაბიანი ციფრული სავაჭრო სივრცე უნდა გამხდარიყო პროდუქტის და მომსახურების ფართო არჩევანითა და სრულიად ახალი სავაჭრო გამოცდილებით. მიუხედავად სიახლეებისა და აქტიური მარკეტინგული კამპანიის ბაზრის ლიდერად დღესდღეობით ვერც ეს კომპანია მოიაზრება.


 მაშინ, როდესაც პანდემიის გამო, ბიზნესებისთვის ურთულესი პერიოდი დადგა მთელს მსოფლიოში e-commerse პლატფორმების აღმასვლა დაიწყო, მაღალი კონკურენცია და აშკარა შანსი, რომ მათი ბიზნესი შეუცვლელი გახდეს ბანკების სავაჭრო ონლაინ-სივრცეებმა ჯეროვნად ვერ გამოიყენეს.


თეგები:
vendoo.ge extra.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up