დავა სახელმწიფოსთან - თბილავიამშენის რამდენიმე ასეულ მილიონიანი დაკარგული საექსპორტო კონტრაქტები

დავა სახელმწიფოსთან - თბილავიამშენის რამდენიმე ასეულ მილიონიანი დაკარგული საექსპორტო კონტრაქტები

access_time2020-10-15 11:30:20

ყველაზე წარმატებული და მომგებიანი ქართული საწარმო საუკუნოვანი ისტორიით, რომელმაც 1942 წელს ფრონტზე 2086 ცალი Lagg-3 ტიპის გამანადგურებელი გაგზავნა.  საწარმო, სადაც 1991 წელს 15 000 ადამიანი მუშაობდა და საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ობიექტი იყო, იღებდა შეკვეთებს მთელი მსოფლიოდან საავიაციო ტექნიკის, თვითმფრინავების და საავიაციო ნაწილების დასამზადებლად. ნაკლებად ცნობილი ფაქტია ისიც, რომ თბილისის საავიაციო ქარხანას ორი ფილიალი ჰქონდა ცხინვალსა და ბოგდანოვკაში (ნინოწმინდა). დღეს კი Boeing-თან, ამერიკულ, ებრაულ და იტალიურ კომპანიებთან რამდენიმე ასეულობით მილიონიანი კონტრაქტები წარსულს მიებარა - ასეთია თბილისის დიმიტროვის სახელობის 31-ე ქარხნის, იგივე „თბილავიამშენის“ ისტორია, რომელიც წინა ხელისუფლებამ საწარმოს 26 აქციონერს დაათმობინა.


წლებია ყოფილი მეპატრონეები მის დაბრუნებას ცდილობენ და ორი ინსტანციის სასამართლოში მარცხის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას 6 თვეა ელოდებიან. მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში კი, ყოფილი მესაკუთრეები საქმის სტრასბურგის სასამართლოში გადაცემას გეგმავენ.


რა ხდება დღეს თბილისის საავიაციო ქარხანაში, რომელზე დავაც მეწილეებსა და სახელმწიფოს შორის უკვე 8  წელია მიმდინარეობს? „კომერსანტს“ „თბილავიამშენის“ ერთერთი ყოფილი მეწილე კახა ჟღენტი ესაუბრა.


„წინა ხელისუფლების დროს,  31-ე ქარხანა აქციონერებს იძულების და შანტაჟის გზით დაგვათმობინეს.

31-ე ქარხანაში მიმდინარეობდა საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავების სუ 25 - ის და ყველა ტიპის ვერტმფრების კაპიტალური რემონტი, ხდებოდა სერვისული მომსახურებაც და ასევე ვაწარმოებდით ახალ ვერტმფრენებსაც. ამერიკელებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვაწარმოებდით 5 და 7-ადგილიან ბიზნეს Jet-ებს.  

ასევე  ვთანამშრომლობდით ისრაელთან, იტალიასთან. ვიყავით ისრაელის ქვეკონტრაქტორები და საავიაციო დეტალებს ვამზადებდით Boeing-ისთვის.

ჩვენი პროდუქციის 99%  ექსპორტზე იყო მიმართული. ჩვენ განვავითარეთ სამოქალაქო დანიშნულების პროდუქცია, ეს  იყო  გაზის გამაცხელებელი, მაღალი წნევის მილების  წარმოება,  ჰიდრო  ტურბინების წარმოება და ა.შ.

„თბილავიამშენი“ იყო უმსხვილესი ექსპორტიორი საწარმო, რომელსაც დაახლოებით 200 მილიონი  დოლარის კონტრაქტები გააჩნდა და 2000-2500 მდე ადამანი გვყავდა დასაქმებული. როცა ქარხანა  კერძო იყო, მაშინ დასაქმებულთა რაოდენობა 3000-მდეც ადიოდა.

რაც ქარხანა სახელმწიფოს საკუთრებაშია, მას შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა და პრაქტიკულად  ქარხანამ  თავისი ფუნქცია დაკარგა.

საექსპორტო  ბაზრები მთლიანად  დაკარგულია, დაკარგა  მთავარი  ხარისხი , მართვის  სერტიფიკატები, წარმოება მთლიანად მოიშალა და დღეს ქარხანა სავალალო მდგომარეობაშია.

2010 წელს, როდესაც ქარხანა წინა ხელისუფლების ახირების გამო წაგვართვეს,  ის განვითარების პიკში იყო.  დღეს,  როდესაც  ქვეყანას  საექსპორტო პოტენციალში ასე ძალიან უჭირს, ეს  ქარხანა  საკმაოდ  დიდი დანაკარგია  ქვეყნისთვის,“ - განმარტავს კახა ჟღენტი.



რა ეტაპზეა დავა და რა მოხდა 10 წლის წინ, რატომ მოხდა „თბილავიამშენის“ გადაცემა სახელმწიფოსთვის და რა პოზიცია აქვთ ახლა ქარხნის მესაკუთრე 26 პირს, ქონებაზე, რომელიც 67 მილიონი დოლარი დაუჯდათ?


„2012 წლის ოქტომბერში დღევანდელი ხელისუფლების გამარჯვების და  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ გაგვიჩნდა იმედები და სამართლებრივი გზით სვლა დავიწყეთ -  მივმართეთ პროკურატურას, მივმართეთ სასამართლოს. სასამართლო დავა ამჟამადაც მიმდინარეობს, ჩვენი საქმე უზენაესი სასამართლოს მესამე ინსტანციაშია. თუმცა, პირველი ორი  ინსტანცია ჩვენ სამწუხაროდ წავაგეთ, რადგან ჩვენი სასამართლო თავისუფალი არ არის.


თუ  ჩვენ  სამართალს  საქართველოში ვერ მივაგნებთ, უფრო მაღალ ინსტანციას მივმართავთ. ჯერ ველოდებით  მესამე  ინსტანციას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი  სასამართლო. ვფიქრობ, რომ უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან, ვიდრე პირველი ორი  ინსტანცია  იყო. თუ ვერ მივაღწევთ  სამართალს, რა თქმა უნდა სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლოს  მივმართავთ,“ - ამბობს ბიზნესმენი.


2010 წელს 31-ე ქარხანა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ დაქვემდებარებაში გადავიდა, რომელსაც ზედამხედველობას თავდაცვის სამინისტრო უწევს. გასული წლის 3 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა პრლამენტში სამოქმედო პროგრამა წარადგინა, სადაც საუბარი იყო თბილისის საავიაციო ქარხნის აღდგენასა და სამხედრო ვერტმფრენების წარმოების განახლებაზე. მისივე თქმით, ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ეს უნიკალური შესაძლებლობები და ინტელექტუაური რესურსი. „კომერსანტმა“ აღნიშნულ საწარმოსთან დაკავშირებულ გეგმებზე თავდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა და პასუხების მიღებისთანავე უწყების პოზიციასა და გეგმებს მკითხველს შევთავაზებთ.


თუმცა, როგორც კახა ჟღენტი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, დღეს თავდაცვის სამინისტროს 31-ე ქარხნის პოტენციალის 5%-იც კი არ აქვს ათვისებული.


„დღესდღეობით, ქარხანა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, მაგრამ პრაქტიკულად, მისი პოტენციალის 5% - იც  კი არ არის გამოყენებული, რადგან ამ ტიპის  ბიზნესს სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. აქ არის ძალიან მაღალი კლასის ტექნიკური  პერსონალი, ასევე  არის  ბაზრების  თემა, რომელიც დაკარგულია. მოგეხსენებათ, რომ სამხედრო მრეწველობაში ასე ადვილი არ არის ბაზრებზე შესვლა.


ჩვენ გაგვაჩნდა ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსი -  დაწყებული მუშა- მოსამსახურიდან, რომელიც  კვალიფიციური იყო, დამთავრებული ინჟინერ-ტექნიკური  პერსონალით. დღეს, გარკვეულწილად შემორჩენილია კონსტრუქტორების ის 30-კაციანი  ჯგუფი, რომელიც სამი წლის განმავლობაში გადიოდა სწავლებას ამერიკაში და ბიზნეს-jet-ებს იქ აპროექტებდნენ. დღეს ეს რესურსი აღარ გამოიყენება.


არ არის მნიშნელოვანი, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი საკუთრება. რაღას დავიბრუნებთ, 10 წელია გაჩერებულია, უკვე დაკარგულია ბაზრები, დაკარგულია  ადამიანური რესურსი - ანუ, პრაქტიკულად ისევ 0-იდან უნდა დავიწყოთ, რაც ძალიან  რთულია.


ასეთი ტიპის საწარმო, რომელიც სამხედრო პროდუქციას უშვებს და არის მაღალტექნოლოგიური, მსოფლიოში სულ 30 - ია. აქ ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებზეა საუბარი, როგორიცაა ამერიკა და ევროპის ქვეყნები. რუსეთმაც კი აღიარა, რომ SU-25-ის მოდერნიზაციის პროექტი არ გამოუვიდათ და ქართველებს  გამოუვიდათ. ანუ ქვეყანამ  ძალიან  დიდი საინვესტიციო და საექსპორტო რესურსი დაკარგა, - აღნიშნავს კახა ჟღენტი.


2019 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება დელტასა  და სს „თამ“ თბილავიამშენს შორის მოძრავი ქონებით სარგებლობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც „დელტას“ ეძლევა საშუალება გაარემონტოს და ექსპლუატაციაში ჩაუშვას 2010 წლამდე პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე (ე.წ. 31 ქარხანა) არსებული დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ის ჩარხ-დანადგარები.


როგორც ცნობილია, სსიპ სსსტც „დელტა“ ე.წ. 31 ქარხნის ტერიტორიაზე ოპერირებს უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 2013 წლიდან გაფორმებული აქვს სს „თამ“ თბილავიამშენთან. სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საწარმოო სიმძლავრეების აღდგენის მიზნით, მოხდა ზემოხსენებული შეთანხმების მიღწევა. რა ეტაპზეა აღდგენის პროცესი და დაიბრუნებს თუ არა 31-ე ქარხანა პირვანდელ ფუნქცას, თავდაცვის სამინისტროსგან პასუხით შევიტყობთ.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up