„ჯანდაცვის სექტორი მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა, რაც ცუდი მენეჯმენტის ბრალია“

„ჯანდაცვის სექტორი მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა, რაც ცუდი მენეჯმენტის ბრალია“

access_time2020-10-15 10:00:01

ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტი ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტის აღების და დიაგნოზის დასმის დღეები. მოსახლეობა კი საფრთხის ქვეშაა, რადგან შესაძლებელია COVID პოზიტიური დაუდგენელი შემთხვევები ეპიდემიის გავრცელებას უწყობდეს ხელს. პრობლემის მოგვარებას გამყრელიძის უწყება ფინანსური სანქციით გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება ან ლაბორატორია შეტყობინების რეგისტრაციას 24 საათზე მეტ ხანს დააგვიანებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მსგავსი შემთხვევები ანაზღაურებას არ დაექვემდებარება.

 

ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ქაოსური პროცესების შესახებ ინფორმაცია აქვთ სფეროს ექსპერტებსაც. ჯანდაცვის სპეციალისტი და სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით პრობლემის არსებობის შესახებ  გამყრელიძის წერილამდეც იცოდნენ. მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორი ვირუსის მეორე ტალღას მოუმზადებელი ხვდება, რაც ცუდი მენეჯმენტით და საქართველოს მთავრობის არაკომპეტენტურობითაა განპირობებული.

 

„ეს არის აღიარებითი წერილი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პრობლემებს, რომელზეც ჩვენ თვეზე მეტია ვსაუბრობთ.  ბევრი ადამიანია ისეთი, რომელმაც ტესტის პასუხი ოთხი- ხუთი დღის შემდეგ გაიგო, ზოგთან პასუხი საერთოდ არ მისულა და თვითონ ცდილობდნენ ტესტის შედეგების გაგებას. ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც არასწორი პასუხები მისდიოდათ. მთავრობა ამ პრობლემებს  ყოველთვის უყრუებდა. არაფერს ვამბობ იმ საკითხზე, რომელზეც ყურადღებაა არაა გამახვილებული წერილში. არანაირი ალგორითმი არ არსებობს, ხან იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, ხან მცირდება, პროცესზე არანირი მონიტორინგი არ ხორციელდება. დღეს რომ თქვან 50 000 ტესტი გაკეთდაო, ამის გადამოწმების საშუალება არსებობს? ყველაფერი დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს მონაცემებს, რომელიც გაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია  ინფიცირებული დროულად გამოავლინო და ხარისხიანად მიხედო, სხვა მექანიზმი კოვიდთან ბრძოლის არ არსებობს. ორივე მიმართულებით სერიოზული პრობლემა გვაქვს. აჭარაში ოქტომბერში, რომ იწყებ ოჯახის ექიმების პილოტურ გადამზადებას, როდესაც ოქტომბერში გამოყოფილ თანხას საწოლ ფონდის მობილიზაციას მოახმარ, ეს ნიშნავს, რომ მთელი გაზაფხული- ზაფხული არაფერი გაგიკეთებია“, - განმარტავს სერგო ჩიხლაძე.

 

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ეს პრობლემა რამდენიმე თვის წინ დადგა, როდესაც ტესტირების რაოდენობა გაიზარდა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ვირუსთან საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დააგვიანა:

 

„როდესაც დღეში 8 000 ტესტი კეთდება 24 ლაბორატორია ბრუნვას ვერ აუდის. მარტიდან ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ ლაბორატორიების ქსელი გაფართოებულიყო, რათა არ მომხდარიყო გადატვირთვა. 6-7 თვე იმაზე მეტი დრო იყო, რომ 24 ლაბორატორია კი არა 64 ლაბორატორია გვქონოდა. არ არის ელექტრონული სისტემის უზრუნველყოფა, 6-7 თვე იმაზე მეტი დრო იყო, რომ ელექტრონული სისტემა გაგვემართა და კომპიუტერული უზრუნველყოფა და ტესტების პასუხების ცენტრალიზება მოგვეხდინა. ისეთი რაღაცები რაც ჩვენი ჯანდაცვის და ეკონომიკის ქვეყანას შეუძლია 2-3 თვეში გააკეთოს არაფერი გაკეთდა. პრობლემა სწრაფად უნდა მოგვარდეს, უნდა გამოსწორდეს ტესტირების მექანიზმი, მეტი ლაბორატორია ჩაერთოს, ალგორითმი და მენეჯმენტი გაიმართოს, ტექნოლოგიური უზრუნველყოფა მოხდეს, რა თქმა უნდა ეს გარკვეულ დროს წაიღებს, მაგრამ რაც უფრო ადრე დავიწყებთ შეიძლება ეს მექნიზმები 3-4 კვირაში გვქონდეს. თუ არ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს გაისად ამ დროსაც  იგივე პრობლემაზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 


აღსანიშნავია კიდევ ერთი საკითხი, პრობლემაზე სასაუბროდ მედიაჰოლდინგი ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ცენტრს დაუკავშირდა, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურების პრესსამსახურისგან უმწვავეს კითხვებზე, პასუხი ვერ მივიღეთ. ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი პრობლემა საზოგადოებასთან ცუდი კომუნიკაციაა.

 

„იმის მაგივრად, რომ განმარტონ, ახსნან და დაამშვიდონ მოსახლეობა საქართველოს მთავრობამ აირჩია ინფორმაციის დამალვის გზა. გარდა იმისა, რომ საქმეს ვერ აკეთებ, მენეჯმენტი და კომპეტენცია არ გივარგა. ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ზოგადად მთავრობას ელემენტარული კომუნიკაციის უნარ-ჩვევები არ გააჩნია, ეს სერიოზული პრობლემაა. განსაკუთრებით პანდემიის მართვის დროს სწორი კომუნიკაცია საზოგადობასთან არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ამაშიც კი სრული ჩავარდნაა“, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

 

პრობლემის არსებობას ადასტურებს „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე. თუმცა „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი მიიჩნევს რომ ჯანდაცვის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ეკისრება. მისი თქმით, როგორც კი პროცესს მართვა დასჭირდა პრობლემები შეიქმნა, რაც კობერიძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინსიტროს არაკომპეტენტურობითაა გამოწვეული.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი წარმოადგენს ჯანდაცვის სამინსიტროს, გამყრელიძის სტრუქტურა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამორჩეულად გამართულად მუშაობას, თუმცა თუკი რაიმე შეფერხება არსებობს ეს სრულად არის ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა. ჩაკეტვის შემდეგ როგორც კი დაგვჭირდა ჩვენ ეპიდემიის მართვა, მათ შორის ტესტირებები, ეს არის ეკატერინე ტიკარაძის უწყების  პასუხისმგებლობა.  პირდაპირ გეტყვით, რომ ამირან გამყრელიძე კოლეგიალობიდან გამომდინარე, ყველაფერს საჯაროდ არ ამბობს, რათა დამატებითი აჟიოტაჟი არ გამოიწვიოს. შეიძლება მნიშვნელოვან პრობლემებზე საჯაროდ არ საუბრობს და ცდილობს სამინისტროსთან ერთად რამე მოაგვაროს. ამ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ამ მინისტრის პირობებში უბრალოდ შეუძლებელია კვალიფიციურ მენეჯმენტზე და მართვაზე საუბარი. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ტესტები დროულად არის შესაძენი, წინსწრებით რისკ ჯგუფებზე პრევენციული ტესტირებები უნდა ჩატარებულიყო და ეს ყველაფერი გაზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო, ახლა სხვა სიტუაციაში ვიქნებოდით“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

მაშინ როდესაც მთელი ქვეყანა ტესტებზე დაგვიანებულ პასუხებზე საუბრობს, ლადო კახაძეს არც ერთი ფაქტის შესახებ არ სმენია. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორში ქაოსია . მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შიდა გავრცელება დაიწყო, საქართველოს მთავრობა პროცესს სწორად მართავს.

 

„საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს,  კარგი იქნება  თუ ოფიციალური წერილზე  კომენტარს ამირან გამყრელიძე გააკეთებდა. ექიმი ვარ და როდესაც პაციენტი ტელეფონით მირეკავს და დიაგნოზს მიკითხავს, პასუხს შეგნებულად არ ვცემ. მე თვითონ თუ არ დავრწმუნდი დიაგნოზში ასე კომენტარს გაკეთება მიჭირს. ეს წერილი მე არ წამიკითხავს და კომენტარს ვერ გავაკეთებ. კომიტეტის წევრი ვარ დაგვიანებული პასუხების შესახებ ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

საუბრის დასრულების შემდეგ ლადო კახაძე მედიაჰოლდინგს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ საკითხით დაინტერესდა და შეეცადა გაერკვია იყო თუ არა წერილი ავთენტური. იგი აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის წერილი გამყრელიძის სტრუქტურისგან არ გაგზავნილა, ეს  მაშინ, როდესაც წერილის მიღება „კომერსანტს“ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებამ და სექტორში მომუშავე პირებმა დაუდასტურეს. მედიაჰოლდინგი აგრძელებს საკითხზე მუშაობას და დამატებით დეტალებს უახლოესს მომავალში შემოგთავაზებთ.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up