„საქართველოს მთავრობის მიღებული გადაწყვეტილება რესტორნების გაკოტრებას გულისხმობს“, - ასე აფასებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე ხელისუფლების ახალ შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება. გაბირჩიძისთვის გაუგებარია გახარიას გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორ შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას:
„მთავრობის გადაწყვეტილება რესტორნების დახურვას გამოიწვევს. ბანკები და მოიჯარე გადასახადს შეგვიმცირებს? რასაკვირველია არა. საიდან უნდა მოვიტანო ეს თანხა არ ვიცი. არ მესმის მათი გადაწყვეტილება, 10 საათამდე ვირუსი აგრესიული არ არის და 10 საათის შემდეგ აგრესიული ხდება? თუ ხალხი მხოლოდ საღამოს ქეიფობს? რაღაცებს იგონებენ. ლოგიკა არაფერში არაა, საათების ცვლილება რას მოიტანს? საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეს პრობლემა არ დგას? რა მარაზმია, რა ხალხია ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ არ ვიცი. არაფერ კარგს არ ველოდები, 70 პროცენტი რესტორნების და კაფეების დახურულია, ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაზაფხულამდე გადარჩება თუ არა რომელიმე კომპანია არ ვიცი. მთავრობის უგუნური გადაწყვეტილებით 90 პროცენტი რესტორნების და კაფეების დაიხურება“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
ბაჩო ადამია