დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-21 21:00:56

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები

COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს, გაიზარდა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ხარჯები. 24 ივნისს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში მასშტაბური ცვლილება შევიდა, რომლის შედეგადაც ე.წ. ანტიკრიზისული ბიუჯეტი მივიღეთ.


2. ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ კვლევაში მოხვდნენ

FinCEN-ის ანგარიშის მიხედვით, გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის მიერ მოპოვებული $2 ტრილიონი დოლარის მოცულობის საეჭვო ტრანზაქციიდან თანხის წარმომავლობისა და გადარიცხვების ზუსტი ჯაჭვის შესახებ მხოლოდ $35 მილიარდის მოცულობის ტრანზაქციებზე შეიძლება მონაცემების აღდგენა. ამ ტრანზაქციებიდან კი ქართული ბანკების გავლით $27 მილიონი დოლარის გადარიცხვები შედგა.

 

3. „ქართული ოცნების“ სწორი და პროგრესული გზით სვლა მხოლოდ და მხოლოდ პანდემიამ შეაფერხა

„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში. დეპუტატი სულხან მახათაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სწორი და პროგრესული გზით სვლა მხოლოდ და მხოლოდ პანდემიამ შეაფერხა.

 

4. დავრჩით თუ არა მწვანე ზონად? - ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ


საქართველოდან ლიეტუვასა და ლატვიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში უპირობოდ, შეზღუდვის გარეშე შედიოდნენ.

 

5. ბიზნესმენი უკეთესია პოლიტიკაში, ვიდრე მოსაუბრე პოლიტიკოსი - ბეჟან წაქაძე

„ ბიზნესმენს დეპუტატად რა უნდა - არასწორი მოსაზრებაა. პირიქით, ჩვენ არ ვართ სტანდარტული ქვეყანა, რომ მხოლოდ კარგად მოსაუბრე პოლიტიკოსი გვყოფნიდეს,“_ ამის შესახებ ბიზნესმენმა და ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის ოლქში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ „კომერსანტთან“ ბიზნესისა და მისი რეგიონის გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა.


6. ბიზნესისათვის შეთავაზებული 100 ქონებიდან 64 გასხვისდა - რა შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა

სახელმწიფოს მიერ, ბიზნესისათვის შეთავაზებული 100 ერთეული ქონებიდან თებერვალ-აგვისტოს პერიოდში, 64 ობიექტი გასხვისდა, საიდანაც ბიუჯეტმა 32 044 300 ლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ შეთავაზებული საპრივატიზაციო ქონებების საწყისი თანხა, 28,030 მლნ ლარი იყო.


7. ლარი არის ვალუტა,რომელიც წლიდან წლამდე უფასურდება, მთავრობა კი გვიმტკიცებს, რომ ბიზნესი ვქმნით ნეგატივს - ივა ჭყონია

ლარის ფაქტორი განმსაზღვრელია ჩვენი ქვეყნისთვის, ლარი არის ვალუტა,რომელიც წლიდან წლამდე უფასურდება. მთავრობა კი გვიმტკიცებს,რომ ექსპერტები, ბიზნესის წარმომადგენლები ვქმნით ნეგატივს და ამ დროს ლარი ფრთხება. თურმე, ჩვენ ვაშინებთ და ვაუფასურებთ,- განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ კომერსანტის დილაში.


8. ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს ასახელებენ.


9. კანონის აღსრულების ხარისხი გაუარესდა. ყველაფერს ერთი და იგივე სტრუქტურა ვერ გააკეთებს - ხარვეზები ტექინსპექტირების რეფორმაში

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა, რადიო კომერსანტის გადაცემაში პროფესიონალები სატრანსპორტო პოლიტიკის გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პრობლემატურია  გზებზე კანონის აღსრულება და ის პოლიციის  მოვალეობაში არ უნდა შედიოდეს.


10. Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.

 

თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up