„ქართული ოცნების“ სწორი და პროგრესული გზით სვლა მხოლოდ და მხოლოდ პანდემიამ შეაფერხა

„ქართული ოცნების“ სწორი და პროგრესული გზით სვლა მხოლოდ და მხოლოდ პანდემიამ შეაფერხა

access_time2020-09-21 10:00:52

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა,  ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ საკუთარ სიტყვას და საქმეს დეპუტატების სავარძლებიდან და რას ეუბნებიან ამომრჩევლებს.


„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში.


დეპუტატი სულხან მახათაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სწორი და პროგრესული გზით სვლა მხოლოდ და მხოლოდ პანდემიამ შეაფერხა. როგორც ვხვდებით, მთელი 4 წლის განმავლობაში გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა ჩვენი ეკონომიკა, რომ არა ავადსახსენებელი პანდემია. 


„ქართული ოცნების მოღვაწეობის პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ხალხისთვის წარმოუდგენელი იყო ამას თუ საერთოდ შევძლებდით. თუმცა, გლობალურად ბევრი რამ შეიცვალა და აქედან გამომდინარე პანდემიამ ის პროცესი და პროგრესი რომელიც დაგეგმილი იყო და ის ეკონომიკური მაჩვენებლები და პარამეტრები, რომელიც ჩვენ გვქონდა - შეაფერხა. თუმცა, ხელისუფლებამ პანდემიას სწორი ნაბიჯებით უპასუხა. რისი შესაძლებლობაც სახელმწიფოს და ბიუჯეტს გააჩნდა იმის შესაბამისად ყველაფერი გაკეთდა, ნამდვილად სწორი და პროგრესული გზით მივდიოდით და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებდნენ. 2012 წლიდან დღემდე ბევრი რამ გაკეთდა და გაუმჯობესდა. მინდა გამოვყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც მილიონობით ადამიანს ბევრი სიკეთე გაუკეთა, ასევე მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის პროგრამაც. გარდა ამისა, რეგიონებშიც უამრავი პროექტი განხორციელდა, მათ შორის განათლების მიმართულებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი იდეალურადაა. ჩვენი მთავარი ამოცანაა პანდემიამდე არსებული პროცესებს დავუბრუნდეთ და გავყვეთ იმ განვითარების გზას.


გარემოს, საგადასახადოს ან თვითმართველობის მიმართულებით ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა განვახორციელეთ. თუმცა, გამოვყოფდი ისეთს რომელიც მოსახლეობისთვის განსაკუთრებით კეთილდღეობის მომტანია და ერთ-ერთი ასეთია გარემოსდაცვის პასუხისმგებლობის კოდექსი. ეს კოდექსი დაარეგულირებს, რომ ნებისმიერ საქმიანობაზე, ბუნებრივი რესურსების მოპოვება იქნება თუ გამოყენება, თუ ვინმე გარემოს ზიანს მიაყენებს, კანონი უზრუნველყოფს მის დაჯარიმებას და  აღდგენის პროცესში ჩართვას. ასევე მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ტყის კოდექსის და დაცული ტერიტორიების მიმართულებით“,
- განმარტავს სულხან მახათაძე.



საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცოტნე ზურაბიანიც მიიჩნევს, რომ მთელი ეს პერიოდი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“  მმართველი პარტიის ქმედებებს ლაიტმოტივად გასდევდა, თუმცა დაპირებებს შორის უმთავრესი - სოციალური მხრდაჭერა - ჯერ კიდევ შეუსრულებელი რომ არის  და იგი ამასაც აღიარებს.


„მთავარი არის ის, რომ ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ  სლოგანით  ვხელმძღვანელობდით და მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ კონკრეტულ სფეროებში გვქონოდა წინსვლა.

რაღაცეები გაკეთდა , არის საკითხები, რომლებიც გადაუჭრელია და მომავალში იქნება ამაზე საზრუნავი. ეს პროცესია, რაღაც საკითხების გადასაწყვეტად საჭიროა რომ უმრავლესობა შეჯერდეს. რაც მე მაწუხებს, ეს არის სოციალური მხარდაჭერის პროგრამა. მე რაიონის დეპუტატი ვარ და დღემდე ვერ მივედით იქამდე, რომ სოციალური დახმარების პაკეტი იყოს უფრო ძლიერი, ყველასთვის თანასწორი.  არის შემთხვევები, სადაც  კონკრეტულ ოჯახებს ძალიან უჭირდათ და მოეხსნათ სოციალური დახმარება. გვქონდა რამდენიმე ინიციატივა, რომ ამ საკითხში წინსვლას მივაღწიოთ..“ - აღნიშნავს ზურაბიანი.


წყალტუბოს მაჟორიტარს ქალაქის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გეგმაზეც ვკითხეთ, თუმცა საკუთარ ქალაქში მიმდინარე პროცესების დეტალებში არც თუ ისე ჩახედულმა დეპუტატმა კონკრეტული მოსალოდნელი ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია ვერ გააჟღერა.


„წყალტუბოში პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სექტემბრის შუა რიცხვებში, თუ დასაწყისში გამოაცხადა კონკურსი ქალაქის განვითარების კონცეფციაზე.  როგორც ვიცი უკვე  ოქტომბერში სრულდება და გვეცოდინება, თუ ვინ აიღებს ამ ქალაქის განვითარებაზე პასუხისმგებლობას.  ამასთან ერთად,  ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი და უშუალოდ კონკრეტული სასტუმროების ან სანატორიუმების მშენებლობა თუ დაიწყება, აუცილებელია ქალაქის შიგნით, მიწისქვეშა კანალიზაციის, ელექტროენერგიის, წყლის - ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურის მოწყობა.


 მე რა ინფორმაციაც მაქვს, წყალტუბოში მიმდინარეობს რამდენიმე სანატორიუმის რესტავრაცია, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე  მიმდინარეობს. ახლა  ქალაქშიც რომ გაიაროთ ნახავთ, რომ მშენებლობის პროცესს.


ბიძინა ივანიშვილის სიტყვამ ძალიან კარგი როლი შეასრულა იმ კუთხით, რომ გაიზარდა როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორების ინტერესი წყალტუბოსთან მიმართ. მე უშუალოდ არ ვარ ჩართული საინვესტიციო ამბებში, ეს ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა.  როგორც ვიცი ჯგუფები ჩამოდიოდნენ, covid- მა შეაფერხა ეს ამბები.  დაინტერესება დიდია, ასე უშუალოდ კონკრეტულა ვერ დაგელაპარაკებით, ქალაქის მერიას ეკონომიკის სამინისტროსთან აქვს ყოველდღიური შეხება,“ - ამბობს ცოტნე ზურაბიანი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up