ლარი არის ვალუტა,რომელიც წლიდან წლამდე უფასურდება, მთავრობა კი გვიმტკიცებს, რომ ბიზნესი ვქმნით ნეგატივს - ივა ჭყონია

ლარი არის ვალუტა,რომელიც წლიდან წლამდე უფასურდება, მთავრობა კი გვიმტკიცებს, რომ ბიზნესი ვქმნით ნეგატივს - ივა ჭყონია

access_time2020-09-21 14:10:13

ლარის ფაქტორი განმსაზღვრელია ჩვენი ქვეყნისთვის, ლარი არის ვალუტა,რომელიც წლიდან წლამდე უფასურდება. მთავრობა კი გვიმტკიცებს,რომ ექსპერტები, ბიზნესის წარმომადგენლები ვქმნით ნეგატივს და ამ დროს ლარი ფრთხება. თურმე, ჩვენ ვაშინებთ და ვაუფასურებთ,- განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ კომერსანტის დილაში.


მისი თქმით, ეროვნული ბანკი არჩევნების წინა პერიოდში  ჭარბი ფულის გამოსვლას მომზადებული უნდა დახვედროდა, ამან ზეწოლა მოახდინა ლარზე. მან ასევე ისაუბრა მთავრობაში შტატგარეშე მომუშავეთა რიცხვის ზრდაზე  და განაცხადა,რომ საგრძნობლად არის გაზრდილი  მივლინებებში დახარჯული თანხებიც.


მთავრობაში  შტატგარეშე მომუშავეთა რიცხვმა 20%-ით გაიზარდა. 11 მილიონი შეადგინა ხელფასები, მაშინ როცა, ყველაფერი დაკეტილია და სახლიდან მუშაობს ყველა. შტატთან ერთად გაიზარდა მივლინებებიც - 16 მილიონი ლარია დახარჯული. ეს არის ფანტასტიკა. ქამრის შემოჭერის პოლიტიკა  იცით,რა არის? - შტატგარეშე კი არა, ზედმეტი ვინც გყავს მათაც უშვებ (არ არის პოპულარული განცხადება, მაგრამ ბიზნეს სექტორმა თუ სანთლით საძებარი პროფესიონალი კადრები გაუშვა?!),- განაცხადა ივა ჭყონიამ. ის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების მნიშვნელობაზე საუბრობს.



კოვიდის პერიოდში გაცილებით უკეთ გამოიკვეთა ჩვენი სექტორის აუცილებლობა და ზოგადად, სექტორალური ასოციაციების მნიშვნელობა. ჩვენ ვიყავით მოწინავე ქვეყანა,სადაც პროდუქტის დეფიციტი არ ყოფილა.თითქმის 90%-ით დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ პროდუქციაზე და ადგილობრივი წარმოება - იმპორტირებულ ნედლეულზე. ჩვენ ამ პერიოდში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ხელისუფლებასთან, გამოვყოფ ლევან დავითაშვილს,რომელიც ერთ-ერთი სამაგალითო ადამანია. მას ესმის ბიზნესის ენა და შესაბამისად, გაგვიმარტივდა მასთან კომუნიკაცია. ეს იყო ნამდვილად პოზიტიური მოვლენა, თუმცა, მის მიღმა ნამდვილად ბევრ პრობლემას წავაწყდით.

მთავრობამ უნდა მოუჭიროს ქამრებს და გაცილებით მეტი უნდა დახარჯოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ამ ტიპის პროექტებში დახარჯული თანხა  და ინვესტიციები არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის რთული იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გადაბარება, ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ,- აღნიშნა ივა ჭყონიამ.


ნათია კეკენაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up