გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები

გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები

access_time2020-09-21 11:30:14

COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს, გაიზარდა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ხარჯები. 24 ივნისს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში მასშტაბური ცვლილება შევიდა, რომლის შედეგადაც ე.წ. ანტიკრიზისული ბიუჯეტი მივიღეთ.


„ლარის შემოღების შემდეგ ასეთი რამ არ მახსოვს. 16-მილიარდიან ბიუჯეტში 8 მილიარდი არის ვალი, 560 მლნ არის გრანტი, ანუ ბიუჯეტის 54% ფორმირებული არის ნაჩუქარი და ნასესხები თანხებით. ამას უმძიმესი გავლენა ექნება მომავალში როგორც ეკონომიკის ზრდაზე, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტზე. ასეთი ბიუჯეტი პარადოქსია“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.


თუმცა ეს პანდემიური ბიუჯეტის ერთადერთი პარადოქსული ნაწილი არ არის. 2020 წლის 30 ივნისს მთავრობის ვალმა 24.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 49%-ია. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას დარგის ექსპერტები ამბობენ, ანტიკრიზისული ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის ზრდა ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის დასაფინანსებლად დამატებითი ვალდებულებების აღებამ და ლარის გაუფასურებამ განაპირობა. შედეგად, წელს მთავრობის ვალი 7 მილიარდი ლარით გაიზრდება და 27.6 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 54.8% იქნება (კანონით დაშვებულია 60%). 


ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მაღალი საგარეო ვალი, საქართველოს პოტენციური ინვესტორებისთვის არამიმზიდველს ხდის.


„ვალის ასეთი დიდი ოდენობა, ქვეყანაში რისკებს ამაღლებს. ჩვენ ვიღებთ ვალებს და ჩვენ შვილებს ვაკისრებთ მათ გადახდას. გარდა ამისა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც ცუდია, რადგან როცა საგარეო ვალი ასე იზრდება ისედაც მაღალრისკიან ქვეყანაში, ეს კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველს ხდის მას ინვესტორებისთვის. ამ ყველაფერს თუ  ეროვნული ვალუტის არასტაბილურობას დავუმატებთ, კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება ჩვენი საჯარო ფინანსები, რადგან ლარი თუ უფრო მეტად გაუფასურდება, დოლარში გამოსახული საგარეო ვალი მაშინვე გაიზრდება“,- განმარტა გიგა ბედინეიშვილმა.



მთავრობა გეგმავს დამატებით აღებული საშინაო ვალიდან 600 მლნ ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსოს, რისი მიზანიც კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შექმნაა. ამასთან, საშინაო ვალის საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მთავრობა დეპოზიტებიდან მიიღებს.


„მაშინ, როდესაც მთავრობის ვალი მშპ-ის 54.8%-მდე იზრდება და ქვეყნის ფისკალური სისტემა გაცილებით მოწყვლადი ხდება მომავალში მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების წინააღდეგ, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ბანკების სუბსიდირებისთვის დამატებითი 600 მლნ ლარის საშინაო ვალის აღებისგან. მითუმეტეს, ლარის კურსის არასტაბილურობის გამო, შესაძლოა მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 60%-იან ზღვარს (რომელიც არის ვალის მაქსიმალური ზღვარი „ეკონომიკური თავისუფების შესახებ კანონით“) წლის ბოლომდე გადასცდეს. მშპ-ის მიმართ ვალის 54.8%-მდე ზრდა დაანგარიშებულია ლარის 2.98-იან გაცვლით კურსზე. მშპ-ის მიმართ ვალის 60%-ზე გადაჭარბების რისკი არსებობს მშპ-ის 4%-ზე მეტად შემცირების შემთხვევაშიც“, - აღნიშნავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.


„თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ მთავრობა დამატებით აღებული საშინაო ვალიდან 600 მლნ ლარის კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განთავსება, ფაქტობრივად, ბანკების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებას ნიშნავს, რაც არსებულ ვითარებაში პარადოქსული ნაბიჯია.


„მთავრობა ცალსახად ითავსებს ეროვნული ბანკის ფუნქციას - მიაწოდოს ბანკებს ლიკვიდობა. მისი განმარტებით, მაშინ როდესაც მთავრობის ვალი დაშვებულ ზღვარს უახლოვდება და ქვეყნის ფისკალური სისტემა გაცილებით მოწყვლადი ხდება მომავალში მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების წინააღმდეგ, მთავრობამ არ უნდა დაასუბსიდიროს ბანკები და არ უნდა შეითავსოს ეროვნული ბანკის ფუნქცია, რაც ბანკებისთვის გრძელვადიანი ლიკვიდობის მიწოდებაში გამოიხატება“, - განმარტავს გოგოლაძე.


ანტიკრიზისული ბიუჯეტის მიხედვით, 2020 წლის აპრილ-ივნისში 2019 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 10.7 მლნ ლარით გაიზარდა და 68.8 მლნ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურება 20.4 მლნ ლარით (19%-ით) არის გაზრდილი. ეს კი მოხდა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ხარჯებში ეკონომიის გაკეთება პანდემიის დროს მთავრობის პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო. 


IDFI საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გადაიხედოს თანამშრომელთა ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი ნეპოტიზმის, მიკერძოების და კორუფციის რისკები.


„2020 წლის საწყის 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე 125,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, სამინისტროებში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირთა უმრავლესობას მინისტრის მრჩევლები წარმოადგენენ, მათი ანაზღაურება კი 2,800 ლარიდან 6,000 ლარამდე მერყეობს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბოლო წლებში საჯარო სამსახურში გატარებული რეფორმების მიუხედავად, ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება საჯარო დაწესებულებებში თანამშრომლების ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა“ - აცხადებენ IDFI-ში.

 

და ბოლოს, სად გაქრა 2.5 მილიარდი ლარი, რომელიც ბიუჯეტის შემოსულსა და გადასახდელს შორის სხვაობას წარმოადგენს? - ის არ დაიხარჯება, ბიუჯეტის ნაშთების სახით და დაილექება ხაზინის ანგარიშზე. ნაშთის ცვლილება 2019 წელს მხოლოდ 121 მილიონი ლარი იყო, წელს კი უპრეცედენტო მოვლენასთან გვექნება საქმე. პანდემიის დროს ფული გვაქვს მაგრამ არ ვხარჯავთ? ესეც ბიუჯეტის მნიშვნელოვანი პარადოქსია. მთავრობის განმარტებით, ნაშთების დაგროვება განპირობებულია პანდემიის მეორე ტალღის გავრცელების შემთხვევაში ანტიკრიზისული ზომების გასატარებლად?!


თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up