დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2022-02-03 21:00:22

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1. ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ ხორციელდება - რატომ არ მონაწილეობენ ტენდერებში ქართული კომპანიები?

მეტეხის ხიდი, მეტროსადგური გოცირიძე, დიღმის ჭალებში საქალაქო პარკი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, მთაწმინდის საბაგირო, ბაკურიანის ცენტრალური პარკი - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მშენებლობის ან აღდგენა-რეაბილიტაციის ტენდერები რამდენჯერმე ჩაიშალა ან უფრო მეტიც, საერთოდაც ვერ შედგა.



2. აგროწარმოებაში ხარჯი კატასტროფულად იზრდება - შემცირებული მოსავლიანობა და გაძვირებული პროდუქტი

2021 წელთან შედარებით, წელს შხამ-ქიმიკატების ფასი 40-50%-ით, ზოგ შემთხვევაში 100%-ითაც კი არის გაზრდილი. ფერმერების შეფასებით, წლევანდელ მოსავლიანობას სერიოზული საფრთხე ემუქრება და განსაკუთრებით მცირე საოჯახო მეურნეობებს გაუჭირდებათ. არ არის გამორიცხული, მიწის დამუშავებისთვის გლეხებს სახელმწიფოს დახმარება დასჭირდეთ.



3. ინფლაცია ისევ ორნიშნაა, ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი 68%-ით გაძვირდა

იანვარში ინფლაციის დონემ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9% შეადგინა, ბოლო 12 თვეში კი სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 10.5%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად ხარჯი კომუნალური გადასახადების მიმართულებით გაიზარდა, წყალმომარაგება 58%-ით გაძვირდა, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი 68%-ით. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.




4.მაგთის წილმა მობილურ ინტერნეტში 52%-ს გადააჭარბა

გასული წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში მობილური ინტერნეტის ტრაფიკმა 258 პეტაბაიტს (258 ათას ტერაბაიტს) მიაღწია, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69%-ით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით კი 267%-ით მეტია





5.მავნებელი თაობა, ანუ „უნდა ახლა ამას სახელმწიფო? რად უნდა?“

ჟურნაისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემატიკას ვრცელ პოსტს უძღვნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:



6. თაფლიანი წყალი და ლუდი - ZZip-ის თაფლისგან დამზადებული უნიკალური სასმელები

თაფლისგან დამზადებული პროდუქტები - თაფლიანი წყალი, ლუდი, ძმარი და სხვა ნატურალური პროდუქტები დაახლოებით 2 წელია, ქართულ ბაზარზე ZZip-ის ბრენდით გამოდის. წარმოება თავდაპირველად თაფლიანი წყლით დაიწყო.




7. სემეკის სპეციალური ჯგუფი „თელასსა“ და „თელმიკოში“ შევიდა

„თელმიკოსა“ და „თელასის“ მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ. ამის შესახებ სემეკში ხუთშაბათს, 3 თებერვალს გამართულ საჯარო სხდომაზე განაცხადეს.



8. მოგზაურობა კრიპტო სამყაროში- გაიცანით პირველი ქართველი კრიპტო მარკეტერი ქალი

„ციფრული ფული“, „ბიტკოინი“, მაინინგი, ბლოკჩეინი - მსოფლიოს ინტერესი უკვე წლებია რაც  კრიპტოვალუტის მიმართაა მიპყრობილი. ტრანზაქციების ახალმა, რევოლუციურმა მოდელმა, გადახდის ტრადიციული ხერხები გადაფარა და ადამიანების დამოკიდებულება ფულის მიმართ სრულიად შეცვალა. 




9. რაში ემთხვევა და რაში ეწინააღმდეგება სააკაშვილის ეკონომიკური გეგმა მმართველი გუნდის პოზიციებს

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელი მიმართვა გაავრცელა იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის. პოსტში ძირითადად სასამართლო სისტემის რეფორმაზე, გადასახადების შემცირებაზე, აგრეთვე ქართულ სილიკონს ველსა და ქალაქ ლაზიკას პოტენციალზეა საუბარი. ხედვები ამჟამინდელი მმართველი გუნდის პოზიციებს პრაქტიკულად არაფერში ემთხვევა, ან თუ ემთხვევა მხოლოდ თეორიულად.



10. საქართველოში 2021 წელს 5000-ზე მეტი კომპანია გაჩერდა

2021 წელს საქართველოში 5296-მა (16%) კომპანიამ საქმიანობა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ ანალიტიკურმა პორტალმა „ბიამ“ მიაწოდა. მათივე მონაცემებით, გასულ წელს 1 343-მა ბიზნეს სუბიექტმა სრულად შეწყვიტა საქმიანობა, რაც ბაზარზე რეგისტრირებულის 4%-ს შეადგენს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up