აგროწარმოებაში ხარჯი კატასტროფულად იზრდება - შემცირებული მოსავლიანობა და გაძვირებული პროდუქტი

აგროწარმოებაში ხარჯი კატასტროფულად იზრდება - შემცირებული მოსავლიანობა და გაძვირებული პროდუქტი

access_time2022-02-03 11:00:08

2021 წელთან შედარებით, წელს შხამ-ქიმიკატების ფასი 40-50%-ით, ზოგ შემთხვევაში 100%-ითაც კი არის გაზრდილი. ფერმერების შეფასებით, წლევანდელ მოსავლიანობას სერიოზული საფრთხე ემუქრება და განსაკუთრებით მცირე საოჯახო მეურნეობებს გაუჭირდებათ. არ არის გამორიცხული, მიწის დამუშავებისთვის გლეხებს სახელმწიფოს დახმარება დასჭირდეთ.


სიღნაღელი ფერმერი მიხეილ ყანდაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ შხამ-ქიმიკატების შეძენა, მუშახელის დაქირავება, რიგი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება მაღალ ხარჯს მოითხოვს, რისი გაწევის შესაძლებლობა მცირე და საშუალო ფერმერების დიდ ნაწილს არ ექნება და შეიძლება დარგის სუბსიდია გახდეს საჭირო.


,,მსხვილი ფერმერები თავს როგორმე გავიტანთ, მაგრამ გლეხებს მიწის დამუშავება ძალიან გაუჭირდებათ. ჩემს შემთხვევაში, ხარჯი 100-150%-ით მეზრდება. აქედან შხამ-ქიმიკატების წილი 80-100%-ა, არის სხვა ტიპის ხარჯიც, რომლის გაწევა ფერმერების უმეტესობისთვის ნამდვილად იქნება სირთულე და შეიძლება სუბსიდია დასჭირდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსავლიანობას დიდი საფრთხე დაემუქრება. როგორც არ უნდა იყოს, ხარჯის ზრდა ფასებზეც აისახება. ერთ-ერთი რთული წელი გველის, აგროსექტორში ზომები დროულად თუ არ იქნა მიღებული, სხვა სფეროებშიც შექმნის პრობლემას და განსაკუთრებით სამომხმარებლო ბაზრისთვის იქნება მძიმე, ქართული პროდუქტი გაძვირდება“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ მიხეილ ყანდაშვილი.


აგროწარმოების ხარჯის ზრდაზე საუბრობს ანალიტიკოსი ნიკა შენგელიაც, რომლის შეფასებითაც, ყველა იმ ქვეყანაში, საიდანაც შხამ-ქიმიკატები შემოდის, ფასები კატასტროფულად გაზრდილია და როგორც მოსავლის, ასევე სამეწარმეო ხარჯს მნიშვნელოვნად გაზრდის.



,,აგრარული პროდუქტის მოვლა-მოყვანის ხარჯი ძვირდება, რაც გლობალური პრობლემაა. სოფლის მეურნეობას ერთ-ერთი რთული წელი ელის. შხამ-ქიმიკატებზე ფასები მომატებულია, რაც იმის პირობაა, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში  ადგილობრივი პროდუქცია იაფი ნამდვილად ვერ იქნება“, - ამბობს შენგელია.


მისი შეფასებით, ინფლაცია აპრილიდან შემცირდება, მაგრამ ეს პროცესი ფასების ზრდას ვერ შეაჩერებს.  


,,გაზაფხულზე, განსაკუთრებით აპრილიდან, ინფლაციის მაჩვენებლის დაწევა შესაძლებელია, მაგრამ მაღალი ფასები დარჩება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ის, რომ ეკონომიკური ზრდა 10,6% იყო, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არანაირ ნიშნებს არ შეიცავს და ძირითადად ჩვენი ემიგრანტების დამსახურებაა, რომლებმაც 2021 წელს 7 მილიარდზე მეტი გადმორიცხეს ტრანზაქციების სახით საქართველოში“, - განმარტავს ანალიტიკოსი ,,კომერსანტთან“.


ნიკა შენგელიას ინფორმაციით, შხამ-ქიმიკატების იმპორტი ძირითადად თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან  და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ხორციელდება, ფასები კი ყველა ბაზარზე გაზრდილია, რის გავლენაც მალე ქართულ ბაზარსაც დაეტყობა.


ფერმერების ინფორმაციით, 1000-1500 კვ/მ მიწის დამუშავებას სულ მცირე , 600 ლარი სჭირდება, შხამ-ქიმიკატების გაძვირება კი გლეხის ხარჯს, სულ მცირე 1000 ლარამდე გაზრდის, რის საშუალებაც ბევრ ოჯახს არ ექნება.

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up