მაგთის წილმა მობილურ ინტერნეტში 52%-ს გადააჭარბა

მაგთის წილმა მობილურ ინტერნეტში 52%-ს გადააჭარბა

access_time2022-02-03 12:00:39

გასული წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში მობილური ინტერნეტის ტრაფიკმა 258 პეტაბაიტს (258 ათას ტერაბაიტს) მიაღწია, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69%-ით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით კი 267%-ით მეტია. თუ 2019 წელს მაგთი ლიდერის პოზიციას ბილაინთან იყოფდა, 2020 წლიდან უპირობო ლიდერი გახდა, მეორე ადგილი კი ჯეოსელმა დაიკავა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით 2021 წელს მაგთი კიდევ უფრო დაწინაურდა და მისმა წილმა მობილურ ინტერნეტში 52.9%-ს მიაღწია.

 

ზრდის ტემპი 2020 წელს ბევრად უფრო მაღალი იყო და 164%-ს შეადგენდა. ნახტომისებურ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი პანდემიამ, ორჯერ გამოცხადებულმა ლოქდაუნმა და დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ 2021-ში სახლიდან მუშაობასა თუ სწავლაზე დახარჯული დრო შედარებით შემცირდა, მობილური ინტერნეტის გამოყენების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა.

 

თუ კომპანიების მიხედვით დავითვლით 2019 წლის იანვარ ოქტომბერში მაგთის აბონენტებმა 26.8 პეტაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, ვიონი საქართველოს სახელით რეგისტრირებულმა ბილაინის აბონენტებმა 26.5 პეტაბაიტი, სილქნეტის კუთვნილი ჯეოსელის აბონენტებმა კი მხოლოდ 17 პეტაბაიტი. 2020 წლის პირველ ათ თვეში მაგთიმ მოხმარება 71.7 პეტაბაიტამდე გაზარდა, ჯეოსელმა 45.2 პეტაბაიტამდე, ბილაინმა 36 პეტაბაიტამდე. რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-ოქტომბერს, ამ შემთხვევაში მაგთის აბონენტებმა 136.5 პეტაბაიტი მოიხმარეს, ჯეოსელის აბონენტებმა 73.5 პეტაბაიტი, ბილაინის აბონენტებმა კი 47.9 პეტაბაიტი.

 

2019-2021 წლებში ბილაინის ინტერნეტის მოხმარება 1.8-ჯერ გაიზარდა, ჯეოსელის 4.3-ჯერ, მაგთის კი 5.1-ჯერ. 2019 წელს მაგთის წილი მობილურ ინტერნეტში 38.1%-ს შეადგენდა, ბილაინის 37.7%-ს, ხოლო ჯეოსელის 24.2%-ს. 2020 წელს მაგთის წილი 46.7%-მდე გაიზარდა, ჯეოსელის - 29.6%-მდე ბილაინის კი 23.5%-მდე შემცირდა. 2021 წელს მაგთის წილმა 52.9%-ს მიაღწია, ჯეოსელის მცირედით 28.5%-მდე შემცირდა, ბილაინის კი 18.6%-მდე.




2021 წლის ფინანსური ანგარიშები ჯერ წარდგენილი არ არის, მაგრამ 2020 წლის მდგომარეობით მაგთი ლიდერის პოზიციას იკავებს როგორც აბონენტთა რაოდენობის ასევე შემოსავლის მიხედვით. 2020 წელს მაგთის წილი აბონენტთა რაოდენობაში 40.4%-ს შეადგენდა, ჯეოსელის 33.9% და ბილაინის 25.6%-ს, რაც შეეხება შემოსავლებს, მაგთის წილი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალი იყო და 45.5% შეადგინა, 36.5% ჯეოსელს ერგო, დარჩენილი 18% კი ბილაინს.

 

2020 წლისთვის მობილური ინტერნეტის მოხმარებაში 4G-ს წილი 85%-ს შეადგენდა, 3G-ს წილი კი 15%-ზე ნაკლებს. მაგთის წლიური ანგარიშგების თანახმად 2016 წელს 4G-ს წილი 38% იყო, 2017 წელს 56%, 2018 წელს 65%, 2019 წელს 77% და 2020 წელს 85%. იმავე პერიოდში 58%-დან 15%-მდე შემცირდა 3G-ს წილი, 2G კი, რომელსაც ისედაც 4%-იანი წილი ეკავა, ბაზრიდან თითქმის მთლიანად გაქრა. ტრაფიკის ზრდაში 4G-ის წილის ზრდას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უკავია.  

 

4G-სთან შედარებით 5G თითქმის 100-ჯერ სწრაფია. 5G ინტერნეტი საცდელად პირველად სამხრეთ კორეაში, 2018 წლის ფიონ-ჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გაეშვა, 2019 წლიდან მას უკვე იყენებენ, კორეაში, იაპონიაში, სინგაპურში, ბრიტანეთში, გერმანიაში, აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში 5G ინტერნეტი არ არის და სავარაუდოდ 2025 წლამდე არც იქნება.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up