რაში ემთხვევა და რაში ეწინააღმდეგება სააკაშვილის ეკონომიკური გეგმა მმართველი გუნდის პოზიციებს

რაში ემთხვევა და რაში ეწინააღმდეგება სააკაშვილის ეკონომიკური გეგმა მმართველი გუნდის პოზიციებს

access_time2022-02-03 17:00:56

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელი მიმართვა გაავრცელა იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის. პოსტში ძირითადად სასამართლო სისტემის რეფორმაზე, გადასახადების შემცირებაზე, აგრეთვე ქართულ სილიკონს ველსა და ქალაქ ლაზიკას პოტენციალზეა საუბარი. ხედვები ამჟამინდელი მმართველი გუნდის პოზიციებს პრაქტიკულად არაფერში ემთხვევა, ან თუ ემთხვევა მხოლოდ თეორიულად.

 

შესავალ ნაწილში სააკაშვილი საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს რომ მას დემოკრატიული, სტაბილური გარემოც უნდა დაემატოს, რათა ბევრად დიდი მეზობელი ქვეყნებიდან კაპიტალი საქართველოში - როგორც უსაფრთხო ქვეყანაში ისე წამოვიდეს.

 

მიმართვის პირველი პუნქტი სასამართლო სისტემას ეხება. მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დროებით ზომად ეკონომიკურ დავებში ინგლისურენოვანი სამართლის ამოქმედება და უცხოელი მოსამართლეების დაშვება უნდა გახდეს, იქამდე სანამ ქვეყანა შესაბამისი კომპეტენციის და მთავრობის ზეწოლისგან თავისუფალ ადგილობრივ მოსამართლეებს გადაამზადებს. სააკაშვილის მტკიცებით, იმ მცირე ინვესტიციიდან, რაც საქართველოში შემოდის, ყველა ივანიშვილს ეკუთვნის ან როგორც მინიმუმ წილის სანაცვლოდ მთავრობისგანაა „დაკრიშული“. მესამე პრეზიდენტი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის ინიციატივითაც გამოდის, მისი თქმით მსგავს დანაშაულზე წინასწარი პატიმრობა საერთოდ უნდა გაუქმდეს, საბოლოო პატიმრობა კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხაზე უნდა იყოს დაშვებული. სააკაშვილი ასევე ფიქრობს, რომ ყველა ინვესტორს სახელმწიფოსთან დავის შემთხვევაში საქმის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვის უფლება უნდა მიეცეს.

 

საქართველოს კანონმდებლობა უცხოელ მოსამართლეებს კრძალავს. მმართველი გუნდი თუნდაც დროებით გამონაკლისის დაშვებას არ განიხილავს.

 

ქართული ოცნებისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ალბათ „დეოლიგარქიზაციის“ სახელით დასათაურებული მეორე პუნქტი აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც, იმ ადამიანებს, რომელთა ქონებაც ქვეყნის მშპ-ს 5%-ს აღემატება, პოლიტიკური პარტიის შექმნა და ნებისმიერი სახის პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოთ. სააკაშვილის თქმით, ის მიესალმება შეძლებულ მოქალაქეებს, მაგრამ არა პოლიტიკაში. დღეის მდგომარეობით ივანიშვილის ქონება საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 35%-ს შეადგენს, ანუ სააკაშვილის გეგმით განსაზღვრულ ზედა ზღვარზე 7-ჯერ მეტს.

 

ენერგეტიკის მიმართულებით მესამე პრეზიდენტი მისსავე 10 წლის წინანდელ პოზიციებს უარყოფს და აცხადებს, რომ გიგანტური ჰესები მიუღებელია, თუმცა მცირე და მიკროჰესებს მიესალმება. სააკაშვილი ძირითად აქცენტს ქარისა და მზის ენერგიაზე აკეთებს, მისი ინიციატივით ბიტკოინების წარმოების უფლება მხოლოდ მათ უნდა მიეცეთ, რომლებიც ინვესტიციას ქარისა და მზის ენერგიაში ჩადებენ. ამ პოზიზიის მთავრობის ხედვასთან შედარება რთულია. ქართული ოცნება ერთის მხრივ მიესალმება როგორც ჰესებს ასევე ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებს, მეორეს მხრივ ფაქტი ფაქტად რჩება: ყველა დიდი ჰესი და მცირე ჰესების უმრავლესობის მშენებლობა შეჩერებულია, გორის ქარის ელექტროსადგური, რომელიც მოთხოვნის მხოლოდ 0.7%-ს აკმაყოფილებს, ამ დრომდე ერთადერთია, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ პროექტებს, რომლებიც კონკრეტული ობიექტების მომარაგების მიზნითაა შექმნილი, საქართველოში მზის ელექტროსადგური ამ დრომდე არ არსებობს.


 

მეოთხე და მეხუთე პუნქტებში მესამე პრეზიდენტი ბიუროკრატიის შემცირებას, მათ შეძლებისდაგვარად გაციფრულებას, დარჩენილი შემცირებული საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდას და გადასახადების რაოდენობის ერთამდე დაყვანას ითხოვს. ამჟამად საქართველოში 6 სახის გადასახადია: საშემოსავლო, მოგების, დღგ, აქციზი, იმპორტისა და ქონების გადასახადი. რომელი გადასახადების გაუქმება სურს სააკაშვილს, არ აკონკრეტებს. კონსტიტუციის მუხლი, რომელიც რეფერენდუმის გარეშე, აქციზის გარდა, გადასახადების ზრდას კრძალავდა, ცვლილებების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ამოიღო და საკონსტიტუციო კანონით მხოლოდ 12 წლიანი დათქმა ჩაწერა, რომელსაც ვადა 2029 წელს ეწურება.

 

სააკაშვილს ამბიციური გეგმა აქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებითაც, მისი თქმით საქართველოს ნებისმიერი ორი დასახლებული პუნქტი ერთმანეთს მაქსიმუმ 3 საათში უნდა დაუკავშირდეს, რისთვისაც რკინიგზის მოდერნიზება იქნება საჭირო. პოსტში რამდენჯერმეა ნახსენები თელავი-თბილისის დამაკავშირებელი ამჯერად უმოქმედო რკინიგზაც. ასევე საუბარია სატრანზიტო ჰაბზე ქუთაისში და რეგიონებში მცირე აეროპორტების გახსნაზე.

 

კახეთის რკინიგზის აღდგენა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ამ დაპირებებს ხელისუფლებაც იძლევა, მაგრამ ან საერთოდ ივიწყებს, ან დროში უსაშველოდ იწელება.

 

სააკაშვილი ისევ ახსენებს ქალაქ ლაზიკას, მისი თქმით დღეს პორტის აშენებით ისეთივე მოგების მიღება შეუძლებელია, რაც 9-10 წლის წინ შეიძლებოდა, მაგრამ $10 მლრდ-იანი ინვესტიციის მოზიდვა ისევ რეალობაა.

 

ანაკლიის პორტის მშენებლობა ქართული ოცნების მმართველობის დროს დაიწყო, მაგრამ ასევე ქართული ოცნების მმართველობის დროს შეჩერდა, მისი პირველი ფაზა წესით 2020 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. პროექტი ანაკლია სითის მშენებლობასაც ითვალისწინებდა, რაც ასევე ქაღალდზე დარჩა.

 

ბოლო პუნქტად სააკაშვილი ქართულ სილიკონის ველს ასახელებს. მისი აზრით კარგი იქნება თუ თბილისთან ახლოს, მაგალითად რუსთავში მიტოვებული ქარხნები ინვესტორს სიმბოლურ ფასად, მაგრამ ამავე დროს საინვესტიციო ვალდებულებით გადასცემს. მისი თქმით სხვა ტექნოლოგიებთან ერთად საქართველოს სამხედრო ტექნიკის წარმოების პოტენციალიც გააჩნია.

 

ტექნოლოგიების საწინააღმდეგო იდეაში არც ქართულ ოცნებას აქვს, თუმცა რაიმე გარღვევა ამი მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

 

ვრცელი პოსტის დასასრულს სააკაშვილი წერს, რომ სიღარიბის დასრულება და ღირსეულად ცხოვრება მითი კი არა რეალობაა.  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up