მავნებელი თაობა, ანუ „უნდა ახლა ამას სახელმწიფო? რად უნდა?“

მავნებელი თაობა, ანუ „უნდა ახლა ამას სახელმწიფო? რად უნდა?“

access_time2022-02-03 13:00:19

ჟურნაისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემატიკას ვრცელ პოსტს უძღვნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„ყველა პერსონაჟია გამოგონილია


- გასაჩხერად წამლის ფული


- ბინა სადმე თბილისის ცენტრში


- აგარაკი თბილისთან ახლოს


- მჟავანაძის დროინდელი კორუმპირებული ბაბუის დანატოვარი ქონება


- მამა - გვიანდელი საბჭოეთისა და ადრინდელი საქართველოს კომკავშირულ-ძელეცური ნაჯვარი

გიტარა და რუსული სიმღერები



ოჯახში კაი ცხოვრებით გათამამებული ქალები


შუახნის, ცოტა დასტოინი პახოდკის კაცები, დილით კუს ტბაზე მორბენლები. უკვე თავისი საშოვნელი ფული რომ იშოვეს და ახლა შვილებს რომ ასწავლიან მამაძაღლობას.



დაბადების დღეებზე სახლში ერთი-ორი ცნობილი მსახიობი ხან თამადად ხან სიმღერით წარმოდგენილი.

ხელისუფლებასთან სიახლოვე.


წარმოიდგინეთ, ამ გარემოში გაზრდილი ბავშვი. ასაკი რომ მოემატება, სადმე ჩარიცხავენ, არ ისწავლის. სამაგიეროდ აითვისებს ყველანაირ მამაძაღლობას - ტენდერების გაჩარხვას და ეგეთებს. მერე რესტორანში ესვრის ვინმეს, დაჭრის, მაგრამ გამოძვრება. ბაბუის სახელი ერქმევა და მოფერებით რამეს დაუძახებენ.


ეკლესიაშიც ივლის, მოძღვარი, აღსარება...რა თქმა უნდა, სიაფანდზე. ბოზებშიც ივლის, წამალსაც გაიკეთებს და ცოლთან პაეზდკებშიც არაფერს დაიკლებს ხალხისთვის მოპარული ფულით. ოღონდ ერთ რომ გადაუბრიალებს ცოლს თვალს, იმან იცის თავისი ადგილი.


განა არ უყვარს საქართველო. კი, თავისებურად უყვარს, აი ბუნება და ეგეთები, მაგრამ მას კიდია, საქართველო რუსეთის ნაწილი რომ გახდეს. ფიქრობს, რომ რუსეთის დროსაც ექნება ეს ყველაფერი. რაღაც ფორმალური ნიშნები რომ დაგვიტოვოს პუტინმა, ეგეც საკმარისია. მაგალითად, ქართულად ლაპარაკის უფლება და ასეთები. ეთნოგრაფიული ნიშნები.


უნდა ახლა ამას სახელმწიფო ? რად უნდა ? ამ ყველაფერს უზრუნველყოფს მისთვის ქართული ოცნება. ამასთან ასოცირდება დღევანდელი ხელისუფლება. ეს კატეგორია საზოგადოების უმცირესობაა, ძირითადად დედაქალაქის ცენტრშია თავმოყრილი და ცდილობს, აქ, რამდენიმე ქუჩაზე წყდებოდეს საქართველოს მომავალი. გავლენა ჰქონდეთ ხელისუფლებაზე. სწორედ ამიტომ დარბიან არჩევნების დროს და გაჰყვირიან ტელეეკრანებიდან. ხომ ხედავთ, რამხელა მოტივაცია აქვთ ?!“, — წერს ვახო სანაია.



თეგები:
სანაია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up