თაფლიანი წყალი და ლუდი - ZZip-ის თაფლისგან დამზადებული უნიკალური სასმელები

თაფლიანი წყალი და ლუდი - ZZip-ის თაფლისგან დამზადებული უნიკალური სასმელები

access_time2022-02-03 14:00:16

თაფლისგან დამზადებული პროდუქტები - თაფლიანი წყალი, ლუდი, ძმარი და სხვა ნატურალური პროდუქტები დაახლოებით 2 წელია, ქართულ ბაზარზე ZZip-ის ბრენდით გამოდის. წარმოება თავდაპირველად თაფლიანი წყლით დაიწყო. როგორც კომპანია ,,ზზიპის“ დამფუძნებელი, მეწარმე ლუკა სულაბერიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, მისი მიზანი იყო ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში დაეხმარებოდა და პარალელურად მეფუტკრეობის განვითარებასაც შეუწყობდა ხელს.


„ქართული თაფლიანი სასმელების უნიკალურობა ისაა, რომ 100%-ით ნატურალურია და არანაირი ქიმიური დანამატი არ გააჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ თაფლიანი წყლის ვარგისიანობა 24 საათს არ აღემატება, შეიქმნა პროდუქტი, რომელიც სრულად ნატურალურია და  შენახვის ერთწლიანი ვადა აქვს მცირე დეტალის დახმარებით - ეს არის  თაფლით სავსე ბოთლის თავსახური, რომლის გახსნის შემდეგ თაფლი წყალში იღვრება ანუ თაფლი და წყალი ერთმანეთისგან არის განცალკევებული, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ თაფლმა არ დაკარგოს თავისი სასარგებლო თვისებები და ამავდროულად მისი ვადა იყოს ხანგრძლივი. ამ ეტაპზე ,,ზზიპის“ ბრენდით ბაზარზე 7 დასახელების თაფლი იყიდება. ამავე დროს, 4 განსხვავებული არომატის წყალი და 2 სახის თაფლიანი ძმარი.

ვფლობთ 3 კაფე-მაღაზიას, მათგან ერთ-ერთი განთავსებულია ახალ სავაჭრო სივრცეში ,,ბაზარი ორბელიანზე“, სადაც მომხმარებელს ,,ზზიპის“ ყველა პროდუქტის ყიდვა შეუძლია, ასევე ადგილობრივი სუპერმარკეტების დახლებზეც, საკმაოდ ფართო სეგმენტს მოვიცავთ“, - ამბობს ლუკა სულაბერიძე ,,კომერსანტთან“.

 

ახალგაზრდა მეწარმე გეგმავს პროდუქტის გატანას ექსპორტზეც და ვარაუდობს, რომ პირველი პარტია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით წლის ბოლომდე გავა.

 


,,ჩვენი პროდუქტის ანალოგი ქართული ბაზრისთვის იშვიათია, ამიტომ ვგეგმავთ საქართველოს ბაზრის სრულად ათვისებას და შემდეგ უკვე პროდუქციის ექსპორტზე გატანას. ამ გამოწვევის დაძლევაში დამეხმარა სააგენტოს ექსპორტის მენეჯმენტის კურსი, რომელიც ჩემთვის და ჩემი კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო.  ვფიქრობ, წლის ბოლომდე ამ გამოწვევისთვის მზად ვიქნებით. ექსპორტის კუთხით ევროპა ყველაზე მიმზიდველია, თუმცა ვგეგმავთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ასევე თურქეთთან თანამშრომლობას, სადაც ჩვენი ნაწარმის შეტანას ვგეგმავთ“, - ამბობს ლუკა  სულაბერიძე.


ცნობისთვის, „ზზიპი“ თაფლის შემცველი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიია. ადგილობრივებისგან შეძენილი თაფლი ჩამოსხმამდე ლაბორატორიულ შემოწმებას გადის.


საწარმო ჩარგალში მდებარეობს და ამ ეტაპზე 20-მდე ადამიანს ასაქმებს.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up