დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-07-09 21:00:32

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. დევი ხეჩინაშვილი ჯანდაცვის მინისტრის შეშფოთებას რისკად არ აღიქვამს

„არ აღვიქვამ რისკად შეშფოთებას, რომელიც მინისტრმა გამოთქვა“, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას სადაზღვევო კომპანიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით საქართველოს სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი.

 

2. საქართველო–თურქეთს შორის ახალი საბაჟო შეთანხმება ამოქმედდება

იმპორტიორი კომპანიები თურქეთსა და საქართველოს შორის საბაჟოსთან მიმართებით მიღებულ ახალ შეთანხმებას ბიუროკრატიული პროცედურების შემსუბუქებისთვის და ბიზნესგარემოსთვის იდეალურ ნაბიჯად აფასებენ.

 

3. რას მოხმარდება 1.114 მლრდ ლარით გაზრდილი ბიუჯეტი

პარლამენტმა ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო. პროექტის თანახმად ქვეყნის მთავარი საფინასო დოკუმენტი ეკონომიკის 4.3%-იანი ზრდის ნაცვლად 7.7%-იან ზრდაზე გადაიგეგმება. შემოსულობები 1.175 მლრდ ლარით, ხოლო გადასახდელები 1.114 მლრდ ლარით იზრდება.

 

4. საკვებზე მსოფლიო ფასები წლის განმავლობაში პირველად შემცირდა

12–თვიანი შეუჩერებელი ზრდის შემდეგ სურსათზე მსოფლიო ფასები ივნისში შემცირდა. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ სასურსათო ფასების მდგომარეობის შესახებ (FAO Food Price Index, FFPI) მომზადებულ ოველთვიურ ანგარიშშია ნათქვამი.


 

5. რამდენი პროცენტით შეიძლება გაიაფდეს მედიკამენტები?

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის განმარტებით, ეროვნული ვალუტის გამყარება მედიკამენტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

 

6. პოპულარული ტურისტული მარშრუტებით საქართველოს მაღალმთიანეთი ლიდერობს

საქართველოში ტურიზმი ერთ–ერთ ყველაზე პრიორიტეტულ  სფეროდ არის მიჩნეული.  კორონავირუსით  გამოწვეული პანდემიის და  საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის  შიდა ტურიზმმა უფრო დიდი  დატვირთვა  შეიძინა.

 

7. სემეკი: „თელმიკოს“ მიერ ზედმეტობით დარიცხული თანხები დაკორექტირდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებმაც მოითხოვეს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადის სემეკის მიერ შესწავლა.

 

8. თბილისში იტალიური ბრენდის Kiko Milano ორი მაღაზია გაიხსნა

იტალიური ბრენდის Kiko Milano-ს მაღაზიები, როგორც  დაგეგმილი იყო, ივნისში „ისთ ფოინთსა“ და „თბილისი მოლში“ გაიხსნა.

 

9. ივნისში კარტოფილის ექსპორტმა $3,7 მლნ შეადგინა

კარტოფილი  საქართველოდან ექსპორტზე გასული ბოსტნეულიდან მოცულობით ნომერ პირველი პროდუქტია - მისმა ექსპორტმა ივნისში $3,7 მლნ შეადგინა, რაც 20%–ით აღემატება ლურჯი მოცვის ექსპორტით მიღებულ შემოსავალს.

 

10. Liberation: დღეს შამპანურია, ხვალ კონიაკი იქნება

პუტინის მიერ ხელმოწერილმა კანონმა, რომელიც მცნება „შამპანურის“ გამოყენების უფლებას მხოლოდ რუს მწარმოებლებს აძლევს, ფრანგი მეღვინეების უკმაყოფილება გამოიწვია.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up