საქართველო–თურქეთს შორის ახალი საბაჟო შეთანხმება ამოქმედდება

საქართველო–თურქეთს შორის ახალი საბაჟო შეთანხმება ამოქმედდება

access_time2021-07-09 11:00:54

იმპორტიორი კომპანიები თურქეთსა და საქართველოს შორის საბაჟოსთან მიმართებით მიღებულ ახალ შეთანხმებას ბიუროკრატიული პროცედურების შემსუბუქებისთვის და ბიზნესგარემოსთვის იდეალურ ნაბიჯად აფასებენ.


საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი საბაჟო კომიტეტის მე-3 შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში 7 ივლისს გაიმართა, ხელი მოეწერა „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“. ამიერიდან ქართველი და თურქი მებაჟეები ინფორმაციას ელექტრონულად გაცვლიან, რაც ტვირთის გატარებას საზღვარზე ერთი კვირიდან ერთ საათამდე შეამცირებს.


როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია კომერსანტთან“ განმარტავს, ბოლო პერიოდში საბაჟოზე პრობლემები ბიზნესისთვის ნამდვილი გამოწვევა იყო, ხოლო ისეთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გამარტივება, როგორიც თურქეთია, ბიზნესგარემოს დადებითად წაადგება.


„იდეალური სიახლეა, ამაზე კარგი არ არსებობს ჯერჯერობით არაფერი. ძალიან ბევრი შეფერხებები გვაქვს ბოლო პერიოდში საბაჟოებზე და ბევრ პრობლემებს ვაწყდებით, ამიტომ რაც უფრო გამარტივდება ბიზესებისთვის პროცესი, მით უფრო კარგია. განსაკუთრებით ისეთ სავაჭრო პარტნიორთან, როგორიცაა თურქეთი, რომელიც ერთერთი მოწინავეა და  დღევანდელი მდგომარეობით საიმპორტო ბაზრის პირველ სამეულში შედის. მნიშვნელოვანია გაიოლდეს ყველანაირი ურთიერთობა, განსაკუთრებით, რაც სპირტის იმპორტს ან ექსპორტს ეხება. ეს ყველა ტვირთზე უნდა იყოს გავრცელებული, განსაკუთრებით საკვებ პროდუქტზე, რომელიც არის მალფუჭებადი“, - ამბობს ივა ჭყონია.


 

აისისი ჯორჯიას დირექტორი რამაზ ლოდია „კომერსანტთან“  საუბრობს თურქეთის საზღვარზე შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებულ გაჭიანურებებზე, რის გამოც ხშირად ტვირთის სხვა მარშუტის არჩევას ამჯობინებენ.


„კარგია თუ გაადვილდა პროცესები თურქეთის საბაჟოზე, გადამზიდავი კომპანიებისთვის ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადვილი გახდება. შეფერხება ყოფილა აქამდე, მაგალითად ბულგარეთიდან თუ მოდის მანქანა, თურქეთი ძნელად ატარებს ამ მანქანებს. ძალიან კარგია თუ მსგავსი შეთანხმება მიიღეს ორივე მხარისთვის. თუმცა ტვირთს, რომელსაც შემოწმება სჭირდებოდა, ალბათ ისევ შეამოწმებენ. არ მგონია, რომ თურქეთმა არ შეამოწმოს ალკოჰოლი, შოკოლადი (რაც მე მეხება), საკონდიტრო ინგრედინეტები, თუ არ მოჰყვა საბუთი, რა ტქმა უნდა, ვერ გატარდება. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ არ წამოვსულვარ თურქეთით და წამოვსულვარ ბორანით ბულგარეთიდან. მივესალმები, თუ ასეთ გამარტივებაზეა საუბარი, მითუმეტეს თუ ეს სერტიფიკატები წინასწარ გაიცვლება“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.

 


ახალი შეთანხმების მიხედვით, საბაჟო დერეფანში ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა მოხდება ელექტრონული სისტემების მეშვეობით, სადაც მოხვდება წონის შესახებ ინფორმაცია, ფიტოსანიტარული სერტიფიკატის შესახებ ინფორმაცია, ინვოისების წინასწარი  ურთიერთგაცვლა  ელექტრონულ ფორმატში. ახალი სისტემა უახლოეს დღეებში ამოქმედდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up