პოპულარული ტურისტული მარშრუტებით საქართველოს მაღალმთიანეთი ლიდერობს

პოპულარული ტურისტული მარშრუტებით საქართველოს მაღალმთიანეთი ლიდერობს

access_time2021-07-09 14:00:15

საქართველოში ტურიზმი ერთ–ერთ ყველაზე პრიორიტეტულ  სფეროდ არის მიჩნეული.  კორონავირუსით  გამოწვეული პანდემიის და  საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის  შიდა ტურიზმმა უფრო დიდი  დატვირთვა  შეიძინა.

„კომერსანტი“ დაინტერესდა საქართველოს რომელი ადგილებია ყველაზე მოთხოვნადი, როგორც სალაშქრო-საფეხმავლო, ასევე მსუბუქი ექსკურსიების მიმართულებით.


როგორც ტურისტული კომპანია მწვანე ზებრას თანადამფუძნებელი და ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ირინა პაიჭაძე ამბობს, რეგიონების კუთხით  ყოველ წელს სტეფანწმინდა ლიდერობს.


„ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო სანახაობები სწორედ ამ ადგილს აქვს, როგორც რთული ლაშქრობის, ასევე მსუბუქი ექსკურსიების მიმართულებით“, -  აღნიშნა ირინა პაიჭაძემ.


რაც შეეხება სალაშქრო მიმართულებას, ყველაზე მოთხოვნადი ადგილების სია, ტურისტულ კომპანია მწვანე ზებრას მონაცემებით, ასე გამოიყურება:


ლაშქრობები:


  1. ყელიწადის ტბა

  2.  ტობავარჩხილის ტბები

  3. მწვერვალი ხორისარი

  4. თრუსოს ხეობა ზაქაგორს მიღმა (აღსანიშნავია, რომ თრუსოს  ხეობაში ზაქაგორის ციხის შემდეგ გასვლისთვის სპეციალური საშვებია  საჭირო, რომელსაც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გასცემს)

  5. ჭაუხის უღელტეხილი

  6. რაჭა უძირო ტბა

  7. ალგეთის ეროვნული პარკი - ახალი ბილიკები

  8. ჯავახეთი - მწვერვალი დიდი აბული

  9. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან - შავი კლდეების ტბა.


მსუბუქი ექსკურსიები

 

  1. აბუდელაურის ფერადი ტბები,

  2. ჯუთის ჭაუხი, თრუსოს ხეობა (სტანდარტული) ,

  3. გაზაფხულზე ძალიან აქტუალური იყო გარეჯის უდაბნოს სხვადასხვა მონასტრები: მრავალწყარო, საბერეები.

  4. ალგეთის ეროვნული პარკის ახალი მარშრუტები

  5. სამეფო ქედი და გოსტიბე-რკონი

  6. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან მაჭის ციხე და ნინოსხევის ჩანჩქერი

  7. ჯავახეთის დიდი ტბები ყოველ წელს აქტუალურია

 


ირინა პაიჭაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ 2020 წელს, პანდემიით გამოწვეული ჩაკეტვა და პასიური პერიოდი ბუნების და სიარულის მოყვარულ საზოგადოებას ძალიან შეეტყო.



„გაზაფხულის შემდეგ  მაღალია შიდა ტურისტების მომართვიანობა. ყველაზე მეტად მოთხოვნადია მსუბუქი, შედარებით მარტივი 1–დღიანი  ტურები. რაც შეეხება რთულ და რამდენიმე დღიან ლაშქრობებს, აქ ძირითადად ერთი სეგმენტი დადის, რადგან მსგავსი ტურები საკმაოდ კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს“, -  აღნიშნა ირინა პაიჭაძემ.


 „კომერსანტი“ ტურისტული აპლიკაცია „ბილიკის“ თანადამფუძნებელს თორნიკე ცირამუასაც დაუკავშირდა. აპლიკაცია ბილიკი ტურების პოპულარობას სხვადასხვა ციფრული ანალიტიკური ხელსაწყოებით ითვლის.


„ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის ანალიტიკურ ხელსაწყოებს, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია  google analytics, რომელშიც  ვრცალდ არის გაწერილი, თუ რა მიმართულებას ირჩევს მომხმარებელი, რომელი მომხმარებელი. ჩვენ გვაქვს ჩვენი  „ბილიკის“  სამართავი  პანელი, სადაც კარგად ჩანს თუ რომელ ტურს იყენებენ ადამიანები და თითოეულ ტურს ჯამში რამდენი გადმოწერა აქვს“, -  აღნიშნა თორნიკე ცირამუამ.

 

რაც შეეხება საქართველოში ყველაზე მოთხოვნად ადგილებს, აპლიკაცია „ბილიკის“ მიხედვით მათი სია ასეთია.


1.ხევსურეთი - აბუდელაურის  ტბები

2. შატილი  - მუცოს  მიმართულება

3.  ყაზბეგის ტური,

4, ალგეთის ეროვნული პარკი, 

5.სვანეთის შემოგარენი, მესტია

5. ლიკანის  მიმართლება  (ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი)

6. ჯუთას  ტური

7. თრუსოს ხეობა

8. ღვინის მიმართულება კახეთის რეგიონში

9. რაჭა

10 კანიონები და მღვიმეები იმერეთში (ოკაცეს კანინონი, მარტვილის კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი) – ძალიან პოპულარულია ეს  მიმართლება.


როგორც თორნიკე ცირამუამ აღნიშნა, ამ მიმართულებებს ძირითადად ქართველები სტუმრობენ, თუმცა საზღვრების გახსნის და ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების გამოჩენის შემდეგ ამ მიმართულებებზე უცხოელი ტურისტებიც გამოჩნდნენ.

 

თაკო კვაჭანტირაძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up