დევი ხეჩინაშვილი ჯანდაცვის მინისტრის შეშფოთებას რისკად არ აღიქვამს

დევი ხეჩინაშვილი ჯანდაცვის მინისტრის შეშფოთებას რისკად არ აღიქვამს

access_time2021-07-09 10:00:20

„არ აღვიქვამ რისკად შეშფოთებას, რომელიც მინისტრმა გამოთქვა“, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას სადაზღვევო კომპანიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით საქართველოს სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 19 კერძო სადაზღვევო კომპანიას 400 ათასამდე მოქალაქე ჰყავს დაზღვეული, რაც, მისივე განმარტებით, ვერცერთი კომპანიის წარმატების საფუძველი ვერ იქნება.


დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, ფაქტორებზე, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა, მსჯელობა დაიწყება, თუმცა მთავარია გამოიკვეთოს ის როლი, რომელსაც სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოში სოციალური რისკების მართვაში ითამაშებს. სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელს იმედი აქვს, კერძო სადაზღვევო სექტორი უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს, ვიდრე დღეს აქვს.

 

„ბევრად უფრო საინტერესოა მინისტრის განცხადების კონტექსტი, კონტექსტი კი არის დაახლოებით 2 კვირის წინ გაჟღერებული „სოციალური  კოდექსის“ პროექტი. საკანონმდებლო რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის. ვფიქრობ, არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ სოციალური რისკების მართვაში აქტიური მონაწილეობა სადაზღვევო კომპანიებმა მიიღონ. ამ გზაზე მინისტრი ხედავს იმის მოთხოვნას, რომ სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობა კიდევ უფრო მეტად იქნეს უზრუნველყოფილი. ჩვენ ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია და ის ამაში რაღაც რისკებს ხედავს. ყველაფერი საგნობრივი განხილვის დროს უნდა დალაგდეს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს ის, თუ რა ადგილი ექნება სადაზღვევო ინდუსტრიას სოციალური რისკების მართვაში, ჯანდაცვის დაფინანსებაში და შესაძლოა აგრეთვე უმუშევრობის დაზღვევაში“, - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

 


სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელს დადებით მოლოდინი აქვს, რადგან თვლის, რომ „სოციალური  კოდექსი“ გზაა სისტემურობისკენ. დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ მთავარია ის პათოსი, რომელიც დღეს არსებობს, ბოლომდე განხორციელდეს და საქართველომ მიიღოს ექსპერტული და საზოგადობასთან შეჯერებული საკანონმდებლო რეფორმა. მისივე თქმით,  „სოციალური  კოდექსი“ სოციალური რისკების მართვას ქვეყანაში მთლიანად დაფარავს.

 

„არ არსებობს მინიმალური მომსახურების დონე, რომელიც საქართველოში ყველასთვის უზრუნველყოფილია, ძალიან ბევრ ადამიანს თუ ჯგუფს აქვს სხვადსხვა მომსახურება. ამაზე ლაპარაკი სულ იყო, საკითხი კოდიფიცირების ფარგლებში დალაგდება და უნივერსალური წვდომა საბაზისო სერვისებზე იქნება უზრუნველყოფილი, ზოგი ბიუჯეტის, ზოგიც კერძო შენატანების ხარჯზე. მთავარია, შემცირდეს უზარმაზარი ჯიბიდან გადახდა და ფული წინასწარ გადახდილი სქემებიდან წამოვიდეს. იმედი მაქვს, სადაზღვევო ინდუსტრია შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ სადაზღვევო მედიცინა ოპტიმალურია როგორც ხარისხის, ასევე ხარჯთეფექტიანობის თვალსაზრისით. კარგია, რომ „სოციალური კოდექსის“ დაწყება წინასწარ გაცხადდა, ძალიან დადებითი ფაქტია ისიც, რომ პროცესში სერიოზული უცხოელი მოთამაშეები არიან ჩართულები. ვფიქრობ, რომ კოდექსი ბევრ რამეს წაადგება. როდესაც სისტემური მიდგომა დაიწყება, რაშიც ჩვენ მონაწილეობას აქტიურად მივიღებთ, მოგვეცემა საშუალება, გააზრებული და ერთმანეთთან სინერგიაში მყოფი ნაწილებისგან ააწყო ყველაფერი.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, ბაზარზე არსებულ კერძო სადაზღვევო კომპანიებს აქვთ თუ არა წარმატების საფუძველი, საქართველოს სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელი გვპასუხობს:

 

„დღეს კერძო სამედიცინო დაზღვევა საქართველოში 660 000 ადამიანს აქვს, კონკურენცია მათ შორის ძალიან მძაფრია, რადგან 19 სადაზღვევოდან 17 ჯანმრთელობის დაზღვევას აწარმოებს. ამ განცხადებით, მინისტრმა გამოხატა ის მოსაზრება, რომელიც საექსპერტო ჯგუფებთან აქვს, რომ რაც უფრო დიდია პორტფელი კარგია, რომ მონაწილეობა უნდა იყოს უფრო დიდი და უზრუნველყოფილი უნდა იყოს გადახდისუნარიანობა. ექსპერტულად სხვადსხვა ღონისძიებები კიდევ უფრო მგრძნობიარეა. დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახური, ფორმულებით აკონტროლებს სადაზღვევო ინდუსტრიის აღებული ვალდებულებების გადახდისუნარიანობას. იქ არის ფორმულები, რომელიც რისკებს, ვალდებულებებსა და საშუალებებს შორის თანაფარდობას უყურებს. ფაქტიურად ჩვენთან დაიწყო Solvency II-ზე, ანუ ზედამხედველობის შემდეგ დონეზე გადასვლა, გეგმა არის, რომ 2-3 წელიწადში ეს დირექტივა დაინერგოს. როდესაც Solvency II დაინერგება, შემდეგ ბევრად უფრო სწრაფად ხედავ გადახდისუნარიანობას. ძირითადი ნაწილ მტკიცებულების წავა იქეთ, რომ საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრია ისევე უსაფრთხოა, როგორიც არის მთელ მსოფლიოში“, - განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up