დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-05-10 21:00:50

  1. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შავ სიში შეყვანილ კომპანიას საქართველოს მთავრობამ 805 843 391 ღირებულების 7 კონტრაქტი გაუფორმა

ერთ-ერთი ასეთი კომპანია „SINOHYDRO Corporation Limited“ - ია, კომპანია რომელიც მსოფლიოში თავისი ცუდი რეპუტაციით ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ „SINOHYDRO“ მსოფლიო ბანკისა თუ სხვა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შავ სიებში იძებნება, სახელმწიფო მასთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს და ასეულ მილიონიანი ხელშეკრულებებს უფორმებს.

 

 2. ბენზინის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა

საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურების ნაწილზე 1 ლიტრი სუპერის ტიპის ბენზინის ღირებულება უკვე 3 ლარს გადასცდა.

 

 3. მოიჯარეები, იმ მიწების გამოსყიდვას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებენ, 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ - ნათია თურნავა

მოიჯარეები, იმ მიწების გამოსყიდვას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებენ, 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

 

 4. „Retail Group Georgia“-ს შემოსავალი 115 %-ით გაიზარდა

Zara“-ს, „Massimo Dutti“-ს, „Mango“-ს, Marks&Spenser-ის და სხვა ცნობილი ბრენდების ექსკლუზიურმა ფრენშაიზ პარტნიორმა საქართველოში „Retail Group Georgia“- მ 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა.

 

 5. თურქეთიდან შემოსული იაფფასიანი პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევა ახლა უფრო რთულია - ავეჯის მწარმოებელი, კასა ვერდე


ავეჯის მწარმოებელი კომპანია „კასა ვერდე“-ს დამფუძნებელი და დირექტორი დავით ბაჩილავა „კომერსანტთან“ საუბრობს პანდემიითა და თურქული კომპანიების არაჯანსაღი კონკურენციით გამოწვეულ სიძნელეებზე ავეჯის წარმოების ბიზნესში.

 

 6. GALT & TAGGART: აპრილში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $98.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის სექტორი აღდგენას იწყებს. საქართველოში 2021 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვან, 140.4%-იან ზრდას აჩვენებს და 82 500 ვიზიტორს აღწევს.

 

 7. რუსეთთან შედარებით, ქართული ღვინო ევროპაში 4-5 ჯერ უფრო ძვირია

ევროპის ბაზარზე 1 ბოთლი ქართული ღვინის სუფთა მოგება, საშუალოდ, 25-30 ლარს შეადგენს.ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ კონსულტანტის და მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარის გიორგი ბარისაშვილის ინფორმაციით, ინდუსტრიული ღვინო საქართველოდან, ევროპის მაღაზიებში  სამ საფასო სეგმენტში იყიდება.

 

 8. შვეიცარიას საქართველო კვლავ მაღალი რისკის ქვეყნების სიაში გადაჰყავს

შვეიცარიის მთავრობის N818.101.24 განკარგულების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეები შვეიცარიაში შემოსვლას შესძლებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში

 

 9. მსოფლიოში სურსათზე ფასებმა  6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია  

გლობალური ბაზრებზე ჯერ კიდევ 2020 წელს დაწყებული სურსათის გაძვირება გრძელდება -  სოფლის მეურნეობის და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, აპრილში კვების პროდუქტებზე ფასებმა 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

 

 10. ჰაკერული შეტევის გამო, Bloomberg-ი შტატებში საწვავის გაძვირებას პროგნოზირებს

აშშ-ში ფასებმა ბენზინსა და დიზელზე შესაძლოა 2014 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწიოს და ამის მიზეზი მილსადენ Colonial Pipeline-ის ოპერატორ-კომპანიაზე ჰაკერული შეტევაა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up