საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შავ სიში შეყვანილ კომპანიას საქართველოს მთავრობამ 805 843 391 ღირებულების 7 კონტრაქტი გაუფორმა

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შავ სიში შეყვანილ კომპანიას საქართველოს მთავრობამ 805 843 391 ღირებულების 7 კონტრაქტი გაუფორმა

access_time2021-05-10 10:00:12

ინფრასტრუქტურულ სექტორში ჩინური კომპანიების საქართველოში საქმიანობის შესახებ წლების განმავლობაში არაერთი კითხვა დაგროვდა, როგორც ხარისხის, ასევე ვადების კუთხით. ერთ-ერთი ასეთი კომპანია „SINOHYDRO Corporation Limited“ - ია, კომპანია რომელიც მსოფლიოში თავისი ცუდი რეპუტაციით ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ „SINOHYDRO“ მსოფლიო ბანკისა თუ სხვა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შავ სიებში იძებნება, სახელმწიფო მასთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს და ასეულ მილიონიანი ხელშეკრულებებს უფორმებს.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფომ „SINOHYDRO“-ს  805 843 391 ღირებულების 7 კონტრაქტი გაუფორმა.

 

პირველი პროექტი რომელზეც „კომერსანტი“ მოგიყვებათ, პრობლემური სამტრედია გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთია. პროექტის ღირებულებამ  253 979 678 ლარი შეადგინა. როგორც გამოთხოვილ დოკუმენტში ვკითხულობთ, ხელშეკრულებაში 2019 წლის დეკემბერში ცვლილება შევიდა ფასთა ინდექსაციის ცხრილში, თუმცა რა სახის ცვლილება განიცადა და რას გულისხმობს უწყება ფასთა ინდექსაციის ცვლილებაში არ განუმარტებიათ. შესაბმისად, დამატებით რა თანხის გადახდა მოუწია სახელმწიფოს, უცნობია. პროექტის დონორი ორგანიზაცია ევროპის საინვესტიციო ბანკი იყო.

 

„SINOHYDRO“ - მ შეასრულა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებამ 6 997 463 ლარი შეადგინა. პროექტის დონორი  მსოფლიო ბანკია.

 

კომპანიამ 57 177 829  ღირებულების შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია განახორციელა. კრედიტორი არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდია.

 


ასევე „SINOHYDRO“ - გააგრძელა ამავე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილი - ზარზმას მონაკვეთის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია (ლოტი II). პროექტის ღრებულება 38 511 473 ლარს შეადგენს, კრედიტორი ამ შემთხვევაშიც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდია.

„SINOHYDRO“- მ განახორციელა E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა (კმ 1- კმ 5+800) (ლოტი  I). ხელშეკრულების ღირებულება 133 530 690 ლარია, პროექტი რომლის დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია, გასული წლის 31 ივლის დასრულდა.

 

50 653 768 ლარი დაიხარჯა E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ5+800-კმ7+700 მონაკვეთის მშენებლობაზე (ლოტი II). დოკუმენტის მიხედვით ხელშეკრულებაში შეიცვალა სამუშაოების დასრულების ვადა. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია.

 

მსოფლიო ბანკია E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ7+700-კმ14+060 მონაკვეთის მშენებლობის (ლოტი II) დონორიც, რომლის ღირებულება 264 992 488 ლარია.

 

ამ კომპანიის მუშაობის შესახებ კვლევა აქვს მომზადებული არასამთავრობო ორგანიზაციას „სამოქალაქო იდეას“.

 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „SINOHYDRO“ პირველად ქართულ ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა. მათი ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი, რომლის ერთი ნაწილიც 2 წლის წინ დასრულდა, უკვე დაზიანებულია. მეორე ნაწილი კი დღემდე  დაუსრულებელია. როგორც კვლევაში წერია კომპანია მსოფლიოში ცნობილია თავისი ცუდი რეპუტაციით და მსოფლიო ბანკისა თუ სხვა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შავ სიებში იძებნება. ფაქტს, რომ კომპანია შავ სიაშია, ადასტურებს ის, რომ  აგარა- ოსიაურის გზის მონაკვეთის მშენებლობის დროს გამოცხადებული ტენდერიდან „SINOHYDRO“ -ს დისკვალიფიკაციის მიზეზად საქართველოს გზების დეპარტამენტს ერთადერთ არგუმენტად სწორედ  მსოფლიო ბანკის მიერ, მისი შავ სიაში შეყვანა მოჰყავს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ მათი ყურადღება „SINOHYDRO“-მ სწორედ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ანგარიშების შესწავლის შემდეგ მიიქცია, როდესაც კომპანიის კორუფციული მაქინაციები და თაღლითური კონტრაქტების შესახებ გახდა ცნობილი ზიმბაბვეში, კენიაში, უგანდაში, ზამბიასა და ბოცვანაში. რის შემდეგაც აფრიკის განვითარების ბანკმა კომპანია შავ სიაში შეიყვანა და უარი თქვა მათი პროექტების დაფინანსებაზე. კვლევის მიხედვით მსოფლიო ბანკი აფრიკის განვითარების ბანკის პრაქტიკას გაყვა და „SINOHYDRO“ შავ სიაში შეიყვანა, აზიაში კორუფციული გარიგებებში მხილების გამო.


ბაჩო ადამია

თეგები:
SINOHYDRO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up