შვეიცარიას საქართველო კვლავ მაღალი რისკის ქვეყნების სიაში გადაჰყავს

შვეიცარიას საქართველო კვლავ მაღალი რისკის ქვეყნების სიაში გადაჰყავს

access_time2021-05-10 17:00:37

2021 წლის  17 მაისიდან საქართველო კვლავ გადაყვანილი იქნება მაღალი რისკის ქვეყნების სიაში.

 

შვეიცარიის მთავრობის N818.101.24 განკარგულების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეები შვეიცარიაში შემოსვლას შესძლებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში:

 

• ოჯახის ახლო წევრები, ანუ მეუღლე, რეგისტრირებული პარტნიორი და მცირეწლოვანი შვილები;

 

• იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა ან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. კერძოდ: მეუღლე,  პარტნიორი, მშობელი, ძმა ან და, შვილი, შვილიშვილი, ან და-ძმა.

 

• შვეიცარიაში შესვლა აუცილებელია სამედიცინო მკურნალობის გასაგრძელებლად, რომელიც დაიწყო შვეიცარიაში ან საზღვარგარეთ;

 

• უცხოელი მეუღლისა და შვეიცარიის მოქალაქის უცხოელი არასრულწლოვანი შვილები, რომელთაც სურთ შვეიცარიაში დაბრუნდნენ შვეიცარიის მოქალაქესთან ერთად განსაკუთრებული სიტუაციის გამო,  მაგალითად, ევაკუაციის შემთხვევაში;

 


• ოფიციალური ვიზიტების შემთხვევაში განსაკუთრებული აუცილებლობის გათვალისწინებით, როგორიცაა საერთაშორისო ვალდებულებები;

 

• ეკიპაჟის წევრები დაგეგმილი, სპეციალური და ჩარტერული ფრენების გათვალისწინებით;

 

• ოჯახის ახლო წევრები (ბავშვები, შვილიშვილები, მშობლები; და-ძმები) სამედიცინო დახმარების გაწევისა და   მოვლის მიზნით.

 

შვეიცარიაში გადაუდებელი ოფიციალური, საქმიანი, ჰუმანიტარული ვიზიტების აუცილებლობის შემთხვევაში, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა მიმართონ შვეიცარიის საელჩოს ქ. თბილისში სპეციალური მგზავრობის ნებართვის მიღების მიზნით.

 

ასევე, სასწავლო ან სამუშაო ვიზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, გამგზავრებამდე, კონსულტაცია გაიარონ შვეიცარიის საელჩოში საქართველოში, რათა დადასტურებული იქნას მათი ვიზის მოქმედება.

 

2021 წლის 17 მაისიდან სავალდებულოა თვიიზოლაციის /კარანტინის პირობების დაცვა საქართველოდან შემოსული პირებისთვის.

 

თვითიზოლაციის/კარანტინის წესები

 

2021 წლის 8 თებერვლიდან შვეიცარიაში შემომსვლელი ყველა პირისთვის სავალდებულო გახდა ნეგატიური  PCR  ტესტის ცნობის წარდგენა საზღვარზე.  PCR -ცნობის წარდგენა არ ათავისუფლებს მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსულ პირებს თვითიზოლაციის ვალდებულებისაგან, თუმცა მათ შეუძლიათ საკუთარი სახსრებით გაიკეთონ განმეორებითი ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მეშვიდე დღეს გათავისუფლდნენ თვითიზოლაცია/კარანტინის ვალდებულებისაგან.

 

ასევე 2021 წლის 8 თებერვლიდან სავალდებულო გახდა შვეიცარიაში შემოსვლამდე ელექტრონული ფორმის შევსება, სადაც აისახება ქვეყანაში ყველა შემომსვლელის მონაცემები  Entry form.

 

AVIANEWS.GE


თეგები:
შვეიცარია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up