ბენზინის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა

ბენზინის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა

access_time2021-05-10 13:30:06

საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურების ნაწილზე 1 ლიტრი სუპერის ტიპის ბენზინის ღირებულება უკვე 3 ლარს გადასცდა. გაძვირების მიზეზად ტრადიციულად საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა და ლარის კურსი სახელდება. იმპორტიორები კვლავ ითხოვენ აქციზის ფასის განახევრებას რაც ბენზინს მხოლოდ 19 თეთრით გააიაფებს, ბიუჯეტს კი 2020 წლის იდენტური იმპორტის პირობებში 276 მლნ ლარს დააკლებს.


თუ 3 კვირის წინ რეგულარის ტიპის ბენზინის შეძენა 2.65 ლარად კიდევ შესაძლებელი იყო დღეს მომხმარებელს მასში მინიმუმ 2.74-ის გადახდა უწევს. 10 თეთრით 2.95-მდე გაძვირდა პრემიუმიც, დიზელის ფასი კი 2.70-დან იწყება და 2.89-მდე ადის. 1.5 თვის წინ ფასები 20-25 თეთრით ნაკლები იყო.


საწვავი უკიდურესად არაელასტიური პროდუქტია და ღირებულების ცვლილება მოხმარებაზე მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას ახდენს. 2020 წლამდე მოხმარება იზრდებოდა და შემდეგ ზრდა შეჩერდა. გასულ წელს ფასები თითქმის 1 ლარით ნაკლები იყო, ახლა ისტორიულ მაქსიმუმზეა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მოხმარებაზე გავლენა კოვიდრეგულაციებმა, უმთავრესად კი კომენდანტის საათმა მოახდინა.



რადგან საწვავი, არამხოლოდ გადაადგილებისთვის, ტრანსპორტირებისთვისაც გამოიყენება მისი ფასის ცვლილება ინფლაციაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. იმ დროს როდესაც მოსახლეობის 95%-ისთვის ელექტოენერგია სუბსიდირებულია (იმ აბონენტებისთვის რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ ბიუჯეტი 1 კვტ/სთ-ზე იანვრიდან გაზრდილ ფასს - 3.5 თეთრს უსუბსიდირებს) და მაღაზიის პურის ფასიც ტომარა ფქვილზე 15 ლარიანი სუბსიდიით ხელოვნურადაა შენარჩუნებული მარტში და აპრილში წლიურმა ინფლაციის განაკვეთმა 7.2%-ს მიაღწია, მაშინ როცა ბიუჯეტი 3%-იან ინფლაციაზეა დაგეგმილი. ეროვნული ბანკი აპრილში იძულებული გახდა მოსალოდნელი ინფლაციის განაკვეთი გაეორმაგებინა და 6.5%-მდე გაეზარდა. პროგნოზის გაუარესებას წინ რეფინანსირების განაკვეთის 10 წლიან მაქსიმუმამდე - 9.5%-მდე გაზრდა უძღოდა, რითაც 124 000-ზე მეტ პირს სესხი გაუძვირდა.


2020 წლის აპრილში, XXI საუკუნეში პირველად Brent-ის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 73%-ით $18-მდე შემცირდა, ამერიკული მსუბუქი ნავთობი კი მინუსში გავიდა და ისტორიულ მინიმუმი -$38 დააფიქსირა. მსგავსი მასშტაბის ვარდნა არ მომხდარა პლატსზე, საიდანაც საქართველო უკვე გადამუშავებულ საწვავს ყიდულობს, თუმცა საწვავის იმორტი მაინც $259 მლნ-ით $498 მლნ-მდე შემცირდა, რაოდენობრივად კი მცირედით 0.9%-ით 1.106 მლნ ტონამდე გაიზარდა, რაც არა მოხმარების ზრდით, არამედ მარაგების შექმნით იყო გამოწვეული.


დღეს ამერიუკული მსუბუქი ნავთობის ივნისის ფიუჩერსული ფასი $65-ს აჭარბებს, ბრენტის ივლისის ფიუჩერსის ღირებულება კი $68-ს რაც 2020-ის იანვრის დასაწყისის ფასების ტოლია, მართალია მოთხოვნა 16 თვის წინანდელს კიდევ ჩამორჩება, მაგრამ მოთხოვნასთან ერთად შემცირებულია მიწოდებაც. ამავე დროს დოლარის ღირებულება 3.41 ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 2.2%-იანი გაუფასურების შემთხვევაში ახალი რეკორდი მოიხსნება.


გიორგი ელიზბარაშვილი




დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up