თურქეთიდან შემოსული იაფფასიანი პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევა ახლა უფრო რთულია - ავეჯის მწარმოებელი, კასა ვერდე

თურქეთიდან შემოსული იაფფასიანი პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევა ახლა უფრო რთულია - ავეჯის მწარმოებელი, კასა ვერდე

access_time2021-05-10 12:00:49

„ძირითადად ორიენტირებული ორგანიზაციებზე ვიყავით და მათთვის ვაწარმოებდით ავეჯს, ამ მიმართულებით პრაქტიკულად შეჩერდა შეკვეთები. ძალიან გაძვირდა მასალები, გასულ ორშაბათსაც დამირეკეს და მითხრეს, რომ 15 პროცენტით გაძვირდა იმპორტირებული მასალები, რომელიც მანამდე ისედაც ბევრჯერ გაძვირდა,“ - ავეჯის მწარმოებელი კომპანია „კასა ვერდე“-ს დამფუძნებელი და დირექტორი დავით ბაჩილავა „კომერსანტთან“ საუბრობს პანდემიითა და თურქული კომპანიების არაჯანსაღი კონკურენციით გამოწვეულ სიძნელეებზე ავეჯის წარმოების ბიზნესში. მისი შეფასებით, დღეს მასალების გაძვირების გამო, მოსახლეობა უარს ამბობს ხის მასალებით დამზადებული ავეჯის შეძენაზე, ხოლო „კასა ვერდეს“ მოგება 15 დან 7 პროცენტამდე შემცირდა.


იმდენად მაღალ ფასებზე ავიდა სამუშაო მასალების ღირებულება, რომ კერძო შემსყიდველიც უარს ამბობს ავეჯის შეძენაზე. შემოსავალმაც იკლო - თუ ადამიანს ეგონა რომ 30 000-ად 3 ოთახს გაარემონტებდა, ახლა იგებს, რომ ამ ფასად მხოლოდ 2 ოთახს გაარემონტებს.


ავეჯის ფასის გაძვირებაც რთულია, თუ მოგება 15 ან 20 პროცენტი უნდა დამრჩენოდა, ის ჩამოვიყვანე 7 პროცენტზე, შევამცირე თანამშრომლების რაოდენობა. ისე გამოდის, რომ ჩვენ მოვიკელით, რომ არ დავიხუროთ და კლიენტები შევინარჩუნოთ. დახურვაც არ მინდა, რადგან უართყოფითად აისახება ბიზნესზე, ამიტომ ვცდილობთ არ გავჩერდეთ.



ყველაფრის გაძვირების გამო იძულებული გახდა კლიენტი უფრო იაფ მასალაზე გადავიდეს, ადრე ორიენტირებული ვიყავი ხის ავეჯზე, ახლა უფრო სხვა ტიპის მასალებს ირჩევენ. რესტორნები,სასტუმროები ძირითადად დახურულია და ვინც მუშაობს ფულის დაზოგვას ცდილობს და თავს იკავებს. თურქეთიდან შემოსულ იაფ პროდუქციას კონკურენციას ვერ ვუწევთ და ეს გასაგებიცაა, ჩვეულებრივი ამბავია.“ - ამბობს დავით ბაჩილავა.


მარიამ მორგოშია


თეგები:
კასა ვერდე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up