„Retail Group Georgia“-ს შემოსავალი 115 %-ით გაიზარდა

„Retail Group Georgia“-ს შემოსავალი 115 %-ით გაიზარდა

access_time2021-05-10 11:00:41

„Zara“-ს, „Massimo Dutti“-ს, „Mango“-ს, Marks&Spenser-ის და სხვა ცნობილი ბრენდების ექსკლუზიურმა ფრენშაიზ პარტნიორმა საქართველოში „Retail Group Georgia“- მ 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა.

 

მოგება ზარალის ანგარიშგების მიხედვით, რითეილ სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის შემოსავალმა 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 9.7 მილიონი ლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით 115 პროცენტით გაიზარდა. 2019 წლის 31 მარტი მდგომარეობით, „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ შემოსავალი 4,5 მლნ ლარი იყო.

 

ფინანსურ ანგარიშგებაში ყურადღება გამახვილებულია იმ მაღაზიებზე, რომელთა საქმიანობაც მოსალოდნელზე მეტად გაუარესდა და ხელმძღვანელობა არ ელის მდგომარეობის გამოსწორებას უახლოესი 3 წლის განმავლობაში. რის გამოც მენეჯმენტმა მათი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.


 


 

ჯგუფის შემოსავლები მთლიანად მიღებულია საქონლის გაყიდვით. 2020 წლის 31 მარტის დასრულებული წლისათვის კომპანიამ  ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებით 147 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო ექსპორტზე 5,9. რეალიზებულმა საქონლის თვითღირებულებამ ამ პერიოდში 99,7 მლნ. შეადგინა.


 რაც შეეხება 2019 წლის 31 მარტის დასრულებული წლისათვის მიღებულ შემოსავლებს, შპს „Retail Group Georgia“- მ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებით 118 მლნ შემოსავალი მიიღო, ექსპორტით კი 4,4 მლნ.


 

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ 2020 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის თვეში შემცირდა გაყიდვები. 2020 წლის მარტის ბოლოს, როდესაც საქართველოს მთავრობამ საქართველოში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა,  ყველა მაღაზია დაიხურა.

 

იმის გამო, რომ ჯგუფის მაღაზიები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში დაიხურა (დოკუმენტი მომზადებულია 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით და არაა გათვალსიწინებული 2020 წლის ნოემბერში ამოქმედებული შეზღუდევბი) ჯგუფის მენეჯმენტი გაყიდვების გასაზრდელად ძველი კოლექციისთვის გეგმავდა აქციების გაკეთებას. მაშინ „Retail Group Georgia“- მ  გადაწყვიტა ნაკლები კოლექცია შეესყიდა.


გარდა ამისა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ჯგუფის მენეჯმენტმა გადაწყვიტა ონლაინ გაყიდვების დაწყება.

 

დოკუმენტში კომპანიის 2020-21 წლების გეგმაზეცაა საუბარი. რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შპს „Retail Group Georgia“  ნაკლებშემოსავლიან მაღაზიებს ახალი ბრედნებით ჩაანაცვლებს. ფინანსურ ანგარიშგებაში ნათქვამია, რომ კომპანიას ბაზარზე უკვე 4 ბრენდის შემოყვანა აქვს შეთანხმებული. თუმცა, როგორც ჩანს კოვიდ 19 გამო „Retail Group Georgia“ -მ გეგმები შეცვალა.


გასულ წელს ZARA-ს ქართველ მომხმარებელს ახალი კოლექციის ონლაინ შეძენის შესაძლებლობა მიეცა. დოკუმენტის მიხედვით კი ცნობილი ხდება, რომ მომდევნო ორი წლის მანძილზე ონლაინ სივრცეს 8 ბრენდი დაემატება.

 

მენეჯმენტი საუბრობს იმაზეც, რომ მთავარ გამოწვევად კომპანიისთვის ეროვნული ვალუტის მნშვენელოვანი გაუფასურება რჩება. კიდევ ერთი პრობლემა რომელზეც კომპანიაში ამახვილებენ ყურადღებას ის სავაჭრო ობიექტები და აუთლეტებია, რომლებიც ისეთი ბრენდებით ვაჭრობენ, რომლებზეც ფრანშიზული შეთანხმება „Retail Group Georgia“-თანაა დადებული.

 

„როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი ფინანსური წლის მთავარ გამოწვევად რჩება გამძაფრებული კონკურენცია და ბაზრის წილის ზრდა. როგორც ვხედავთ, საქართველოს ეკონომიკა იზრდება ვალუტის კურსის მკვეთრი მერყეობით და ფასების ზრდის თანხლებით. სავალუტო რისკი ჩვენი ჯგუფისთვის წარმოადგენს დანაკარგების შესაძლო საფრთხეს, რაც დაკავშირებულია უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი სტერლინგი) კურსის ცვლილებით ლართან მიმართებაში, რაც წარმოიქმნება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების განხორციელებისას. კომპანიას ჩამოაყალიბებული აქვს სავალუტო რისკის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს რისკის გაზომვის, კონტროლირებისა და მისი გავლენის მინიმუმამდე დაყვანას. მაგალითად, ექსპორტის შემთხვევაში (სომხეთი, აზერბაიჯანი) თუ გვაქვს მოლოდინი, რომ მისაღები ვალუტა გაუფასურდება რამოდენიმე კვირაში, ვითხოვთ გადასახდელი თანხის დაუყონებლივ მიღებას.


იმპორტის შემთხვევაში, თუ გვაქვს მოლოდინი, რომ ადგილობრივი ვალუტა გაუფასურდება, ბრენდ პარტნიორებთან მოლაპარაკებების გზით ვცდილობთ გადასახდელი თანხის გადავადებას. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია შეთანხმებით (დაკავშირებულ მხარეებთან) ან საკრედიტო ვადების გაზრდით.

 

რაც შეეხება სხვა რისკებს, ჩვენს მთავარ გამოწვევად რჩება ის სავაჭრო ობიექტები და აუთლეტები, რომლებიც ვაჭრობენ ისეთი ბრენდებით, რომლებზეც ფრანშიზული შეთანხმება საქართველოს ტერიტორიაზე აქვს მხოლოდ Retail Group Georgia-ს ჯგუფში შემავალ კომპანიებს. რა თქმა უნდა ასეთ კომპანიებს გარდა იმისა, რომ ეწევიან არაკანონიერი გზით სხვადასხვა ბრენდების რეალიზაციას, არ აქვთ ის უპირატესობები, რომელსაც ჩვენ, როგორც ფრანჩაიზი ვიღებთ ბრენდ პარტნიორისგან: ექსკლუზიურობა, უნიფიცირებული პოლიტიკა და პროცედურები, ცენტრალიზირებული შესყიდვები ფასდაკლებით, მუდმივი კონსულტირება პროდუქციასთან დაკავშირებით, თანამშრომლების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება“, - ნათქვამია ფინანსურ ანგარიშგებაში.

 

შეგახსენებთ, რომ შპს „Retail Group Georgia“ ბაზარზე 2011 წლის აპრილიდან არსებობს. კომპანიის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ტანსაცმლითა და აქსესუარებით საცალო ვაჭრობა 50-ზე მეტი მაღაზიის საშუალებით, რომლებიც თბილისის სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში მდებარეობს. ჯგუფი მთლიანობაში 700-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

 

ბაჩო ადამია


თეგები:
Retail Group Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up