დღის top 10 საინტერესო ამბავი

დღის top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-04-26 21:00:46

დღის top 10 საინტერესო ამბავი:


1.3-12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


2.„კერძო სექტორს უქმე დღეებში საქმიანობა არ ეკრძალება“ - საკოორდინაციო საბჭო

4-11 მაისს საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა სექტორები, რომელსაც უქმე დღეებში შეზღუდვა არ ეხება, ხოლო ბიზნესს შეუძლია თავად გადაწყვიტოს იმუშავებს თუ არა.


3.„ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის კურორტების და დასახლებების ურბანულ განახლებას“  ირაკლი ღარიბაშვილი


4.მრავალჯერ გადავადებული და უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები - როგორ მუშაობენ ჩინური კომპანიები საქართველოში


„კომერსანტი“ დაინტერესდა 2015 წლიდან დღემდე, ჩინური კომპანიები რომელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ საქართველოში, მოხდა თუ არა მათთან გაფორმებული რომელიმე პროექტის ხელშეკრულების ცვლილება და თითოეულის შემთხვევაში, რა ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში?


5.„მგონი ფინიშის ხაზს ვუახლოვდებით“ - როდის მოგვარდება „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების პრობლემა?

„მაისის ბოლომდე უნდა გადაწყდეს მშენებლობის ნებართვების საკითხი. რაც უფრო სიღრმეში შევდივართ ვრწმუდები, რომ სწორად მივდივართ და ნამდვილად მოგავრდება ეს პრობლემა. მაგრამ ძალიან კომპლექსური საკითხია. ძალაინ ცოტა დრო დარჩა იქამდე, რომ გაიხსნას ობიქტები,“ – „კომერსანტს“ ცენტრ პოინტის ობიექტებზე მიმდინარე პროცესების შესახებ, ერთ-ერთი დაზარალებული მარიამ ჩიმაკაძე ესაუბრა.


6.საქართველოს 2026 წლამდე $2.29 მლრდ-ის საგარეო ვალი აქვს დასაფარი

საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ მშპ-სთან მიმართაბაში 2002 წლის შემდეგ პირველად 60%-იან ზღვარს გადააჭარბა რაც ერთდრულად იყო გამოწვეული როგორც თავად ვალის მოცულობის აბსოლუტური ზრდით დოლარებში, ასევე ეკონომიკის შემცირებითა და ლარის გაუფასურებით. დაგეგმილის საწინააღმდეგოდ 2021 წელს ქვეყანას $0.5 მლრდ-იანი ძველი დავალიანების ახლით გადაფარვა დასჭირდა.


7. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ პროკურატურა შევიდა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში პროკურატურა შევიდა. უწყებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით დოკუმენტები, რომლებსაც პროკურატურის მიერ გამოყოფილი სპეციალური ჯგუფი სწავლობს.


8.თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე ოპერირებით სასტუმროს 3 საერთაშორისო ბრენდია დაინტერესებული

ობიექტის ერთ-ერთი მფლობელი „მეიდან ჯგუფის დირექტორი ქეთევან ხუროძე აცხადებს, რომ ობიექტის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, თუმცა, პანდემიის გამო სამუშაოები აქტიურ ფაზაში ვერ გადავიდა და ტემპი შენელდა.


9.ცენტრალურ უბნებში ბინები გარეუბნებთან შედარებით 80%-ით, კერძო სახლები კი 115%-ით უფრო ძვირია

2009 წლის ეკონომიკური კრიზისიგან განსხვავებით 2020 წელს მშენებლობებს გაანსაკუთრებული პრობლემები არ შექმნიათ. თბილისის მასშტაბით ლარში დათვლით ბინების ფასი გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 12%-ით, კერძო სახლების კი 18.3%-ით გაიზარდა.


10.ევროპელები ელექტრომობილებს ​ჩინელებზე და ამერიკელებზე ხშირად ყიდულობენ

მიუნჰენის მობილობის შოუს საორგანიზაციო კომიტეტმა „ელექტრონული მობილობის რეიტინგი“ გამოაქვეყნა, რომელიც მომავალში ყოველწლიური იქნება. კვლევის ავტორების აზრით, დღეს მსოფლიოში 10 მლნ.-მდე ელექტრომობილია. აბსოლუტურ ციფრებში პირველ ადგილზეა ჩინეთი (4,2 მლნ.), მეორეზე ევროპა (3,2 მლნ.), ხოლო მესამეზე - აშშ (1,7 მლნ.).

თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up