მრავალჯერ გადავადებული და უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები - როგორ მუშაობენ ჩინური კომპანიები საქართველოში 

მრავალჯერ გადავადებული და უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები - როგორ მუშაობენ ჩინური კომპანიები საქართველოში 

access_time2021-04-26 10:00:09

ინფრასტრუქტურულ სექტორში ჩინური კომპანიების საქართველოში საქმიანობის შესახებ წლების განმავლობაში არაერთი კითხვა დაგროვდა, როგორც ხარისხის, ასევე ვადების კუთხით. ეს მაშინ, როცა წლებია ქართული კომპანიები სამუშაოებს იგივე სიზუსტითა და ხარისხით ასრულებენ, თუმცა მათი პროექტებში მონაწილეობა დღემდე პრობლემად რჩება. დარგის სპეციალისტები წლებია საუბრობენ იმის შესახებ, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეპუტაცია შელახული, ჩინური კომპანიები საქართველოში ტენდერებში მონაწილეობენ და იმარჯვებენ მიუხედავად იმისა, რომ უცხოური მედიის მიერ კომპანიების დიდი ნაწილი კორუფციულ გარიგებებში იქნა მხილებული. სხვადახვა ქვეყანაში ამ კომპანიების წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა ამის მიუხედავად საქართველოს მთავრობა ამ კომპანიებთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს. ექსპერტები აცხადებენ იმასაც, რომ ასეულ მილიონიანი ხელშეკრულებები კონკრეტულ ბიზნესს სუბიექტებზე მორგებული პირობებით ფორმდება. ქვეყანაში გზებისა და გვირაბების სამშენებლო პროექტებისთვის ჩინური კომპანიების მოწვევის გამო რამდენიმე თვის წინ გაოცება პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმაც გამოხტა.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა 2015 წლიდან დღემდე, ჩინური კომპანიები რომელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ საქართველოში, მოხდა თუ არა მათთან გაფორმებული რომელიმე პროექტის ხელშეკრულების ცვლილება და თითოეულის შემთხვევაში, რა ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში?

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მხოლოდ საგზაო მიმართულებით 2015 წლიდან ჩინური კომპანიებთან 3 675 415 566 ლარის 15 ხელშეკრულება გაფორმდა. აქედან ყველაზე მეტი 7 კონტრაქტი „SINOHYDRO Corporation Limited“ - ს ერგო.

 

პირველი პროექტი რომელზეც „კომერსანტი“ მოგიყვებათ, პრობლემური სამტრედია გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთია. პროექტის ღირებულებამ  253 979 678 ლარი შეადგინა. როგორც გამოთხოვილ დოკუმენტში ვკითხულობთ, ხელშეკრულებაში 2019 წლის დეკემბერში ცვლილება შევიდა ფასთა ინდექსაციის ცხრილში, თუმცა რა სახის ცვლილება განიცადა და რას გულისხმობს უწყება ფასთა ინდექსაციის ცვლილებაში არ განუმარტებიათ. შესაბმისად, დამატებით რა თანხის გადახდა მოუწია სახელმწიფოს, უცნობია. პროექტის დონორი ორგანიზაცია ევროპის საინვესტიციო ბანკი იყო.

 

„SINOHYDRO“ - მ შეასრულა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებამ 6 997 463 ლარი შეადგინა. პროექტის დონორი  მსოფლიო ბანკია.

 

 

კომპანიამ 57 177 829  ღირებულების შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია განახორციელა. კრედიტორი არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდია.

 

ასევე „SINOHYDRO“ - გააგრძელა ამავე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილი - ზარზმას მონაკვეთის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია (ლოტი II). პროექტის ღრებულება 38 511 473 ლარს შეადგენს, კრედიტორი ამ შემთხვევაშიც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდია.

 

 

„SINOHYDRO“- მ განახორციელა E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა (კმ 1- კმ 5+800) (ლოტი  I). ხელშეკრულების ღირებულება 133 530 690 ლარია, პროექტი რომლის დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკი გასული წლის 31 ივლის დასრულდა.

 

 

50 653 768 ლარი დაიხარჯა E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ5+800-კმ7+700 მონაკვეთის მშენებლობაზე (ლოტი II). დოკუმენტის მიხედვით ხელშეკრულებაში შეიცვალა სამუშაოების დასრულების ვადა. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია.

 

 

მსოფლიო ბანკია E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ7+700-კმ14+060 მონაკვეთის მშენებლობის (ლოტი II) დონორიც, რომლის ღირებულება 264 992 488 ლარია.

 

 

„SINOHYDRO Corporation Limited“ -თან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება ჯამში 805 843 391 ლარია. ამ კომპანიის მუშაობის შესახებ კვლევა აქვს მომზადებული არასამთავრობო ორგანიზაციას „სამოქალაქო იდეას“.

 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „SINOHYDRO“ პირველად ქართულ ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა. მათი ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი, რომლის ერთი ნაწილიც 2 წლის წინ დასრულდა, უკვე დაზიანებულია. მეორე ნაწილი კი დღემდე  დაუსრულებელია. როგორც კვლევაში წერია კომპანია მსოფლიოში ცნობილია თავისი ცუდი რეპუტაციით და მსოფლიო ბანკისა თუ სხვა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შავ სიებში იძებნება. ფაქტს, რომ კომპანია შავ სიაშია ადასტურებს ის, რომ  აგარა- ოსიაურის გზის მონაკვეთის მშენებლობის დროს გამოცხადებული ტენდერიდან „SINOHYDRO“ -ს დისკვალიფიკაციის მიზეზად საქართველოს გზების დეპარტამენტს ერთადერთ არგუმენტად სწორედ  მსოფლიო ბანკის მიერ, მისი შავ სიაში შეყვანა მოჰყავს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია რომ მათი ყურადღება „SINOHYDRO“-მ სწორედ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ანგარიშების შესწავლის შემდეგ მიიქცია, როდესაც კომპანიის კორუფციული მაქინაციები და თაღლითური კონტრაქტების შესახებ გახდა ცნობილი ზიმბაბვეში, კენიაში, უგანდაში, ზამბიასა და ბოცვანაში. რის შემდეგაც აფრიკის განვითარების ბანკმა კომპანია შავ სიაში შეიყვანა და უარი თქვა მათი პროექტების დაფინანსებაზე. კვლევის მიხედვით მსოფლიო ბანკი აფრიკის განვითარების ბანკის პრაქტიკას გაყვა და „SINOHYDRO“ შავ სიაში შეიყვანა, აზიაშიც კორუფციული გარიგებებში მხილების გამო.

 

კიდევ ერთი ჩინური კომპანია რომელთანაც საქართველოს მთავრობა თანამშრომლობს „China Railway Tunnel Group Co., Ltd.“ კომპანია ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობაზე (გვირაბი)ლოტი I) მუშაობდა.  ხელშეკრულების ღირებულება 909 024 280 ლარია დონორი კი აზიის განვითარების ბანკია. ხელშეკრულებაში რომელიც 2019 წლის 5 სექტემბერს გაფორმდა რამდენიმე ცვლილება შევიდა, ცვლილებები ძირთადად ინფრასტრუქტურული პროექტის ვადებს შეეხო, რომელიც რამდენჯერმე შეიცვალა.

 


1. ხელშეკრულების დანართი N1  (გაფორმების თარიღი: 11/27/2019) -  დაზუსტდა ფასთა ინდექსაციის წყაროები, გაიყო გადასახდელი ავანისის ოდენობა და დაზუსტდა გადახდის ვალუტის ცხრილი;

 

2. დანართი N2 (გაფორმების თარიღი: 01/26/2020) - კონტრაქტორი კომპანიისათვის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ინსტრუქციის მიცემის ვადად დაფიქსირდა 240 დღე ხელშეკრულების მინიჭების წერილიდან;

 

3. დანართი N3 (გაფორმების თარიღი: 03/27/2020) - კონტრაქტორი კომპანიისათვის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ინსტრუქციის მიცემის ვადად დაფიქსირდა 314 დღე ხელშეკრულების მინიჭების  წერილიდან; 

 

4. დანართი N4 (გაფორმების თარიღი:  25/29/2020) - კონტრაქტორი კომპანიისათვის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ინსტრუქციის მიცემის ვადად დაფიქსირდა 375 დღე ხელშეკრულების მინიჭების  წერილიდან;

 

5. დანართი N5 (გაფორმების თარიღი: 08/12/2020) - კონტრაქტორი კომპანიისათვის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ინსტრუქციის მიცემის ვადად დაფიქსირდა 467 დღე ხელშეკრულების მინიჭების  წერილიდან.

 

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის ლოტი II - ის  მშენებლობა „China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd“ - მ გააგრძელა. პროექტის ღირებულებაა 316 370 802 ლარია, დონორი ამ შემთხვევაშიც აზიის განვითარების ბანკი იყო. პროექტის ვადების ცვლილების გარეშე არც ამ შემთხვევაში ჩაუვლია:

 

1. ხელშეკრულების დანართი N1 (გაფორმების თარიღი:  01/25/2020)-კონტრაქტორი კომპანიისათვის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ინსტრუქციის მიცემის ვადად დაფიქსირდა 270 დღე ხელშეკრულების მინიჭებიდან;

 

2. დანართი N2 (გაფორმების თარიღი: 03/27/2020) -კონტრაქტორი კომპანიისათვის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ინსტრუქციის მიცემის ვადად დაფიქსირდა არაუგვიანეს 363 დღე ხელშეკრულების მინიჭების  წერილიდან;

 

3. დანართი N3 (გაფორმების თარიღი:  05/29/2020) -  კონტრაქტორი კომპანიისათვის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ინსტრუქციის მიცემის ვადად დაფიქსირდა 424 დღე ხელშეკრულების მინიჭების  წერილიდან;

 

4. დანართი N4 (გაფორმების თარიღი:  08/12/2020) -  კონტრაქტორი კომპანიისათვის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ინსტრუქციის მიცემის ვადად დაფიქსირდა 516 დღე ხელშეკრულების მინიჭების  წერილიდან.

 

„SINOHYDRO“ - თან ერთად „სამოქალაქო იდეის“ ყურადღების ქვეშ „China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd“- ც მოხვდა. 2019 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა 9 თვით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორ კომპანიას - ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციას (CRCC) და მის შვილობილ კომპანიებს, მათ შორის, China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd. (CR23), China Railway Construction Corporation (International) Limited (CRCC International) ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალა. მიზეზი კი ის იყო, რომ კომპანიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში მცდარი ინფორმაცია წარადგინა, რითიც მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები დაარღვია. მსოფლიო ბანკის განმარტებით, კომპანიის მიერ ჩადენილი ქმედება თაღლითობად იქნა კვალიფიცირებული.

 

საქართველოში გზების მშენებლობით დაინტერესებული კიდევ ერთი ჩინური კომპანია „China State Construction Engineering Corporation Limited“- ია. კომპანია E-60 ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. ხელშეკრულების ღირებულება 329 882 770 ლარია. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკია.

 

732 296 478 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები ასრულებს „Hunan Road & Bridge Construction Group Co., Ltd“  E-60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთზე. პროექტის კრედიტორი აზიის განვითარების ბანკია. როგორც გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, სამშენებლო სამუშაოების დაწყების ინსტრუქციის მიცემის ვადა  ნაცვლად  180 დღისა გაიზარდა 270 დღემდე.

 

E-60 ავტომაგისტრალის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე (F3)  901 973 206 ლარის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს „China Road and Bridge Corporation“. პროექტის დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკი. ამ შემთხვევაშიც სამშენებლო სამუშაოების დაწყების ინსტრუქციის მიცემის ვადა  ნაცვლად 180 დღისა გაიზარდა 270 დღემდე.

 

E-60 მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას (F4) საავტომობილო გზის მონაკვეთზე 582 777 310 ლარის მშენებლობის სამუშაოებს „Guizhou Highway Engineering Group Co., Ltd & China National Technical Import & ExportCorporation“ ასრულებს. კრედიტორი აზიის განვითარების ბანკი. ცვლილებების გარეშე არც ამ პროექტს ჩაუვლია. როგორც ირკვევა. ხელშეკრულების დანართი N1-ით (გაფორმების თარიღი: 07/04/2020)  ცვლილება შევიდა ვალუტის გადახდის ცხრილში. ხოლო ხელშეკრულების დანართი N2-ით (გაფორმების თარიღი: 08/09/2020)   სამშენებლო სამუშაოების დაწყების ინსტრუქციის მიცემის ვადა  ნაცვლად  180 დღისა გაიზარდა 330 დღემდე.

 

ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებით კიდევ ერთ პროექტი გამოირჩევა რომელსაც „China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd“ ახორციელებს. ქუთაისის ახალ შემოვლით გზაზე მდინარე ჭიშურას ფერდის გამაგრების სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დონორობით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 952 728 ლარია. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში წერია მეწყრული უბნის სტაბილიზაციის პროცესებზე  გეოლოგიური და გეოდინამიკური დაკვირვების მიზნით:                                                           

 

1.ხელშეკრულების დანართი N1-ით (გაფორმების თარიღი: 09/10/2018) ხელშეკრულების დასრულების ვადად განისაზღვრა -2018 წლის 9 ნოემბერი;

 

2. დანართი N2 (გაფორმების თარიღი: 11/21/2018)- ხელშეკრულების დასრულების ვადა - 2019 წლის 9 იანვარი; 

 

3. დანართი N3 (გაფორმების თარიღი: 01/15/2019) - ხელშეკრულების დასრულების ვადა -2019 წლის 8 ივლისი;

 

4. დანართი N 4 (გაფორმების თარიღი: 07/25/2019)- ხელშეკრულების დასრულების ვადა -2019 წლის 9 სექტემბერი;

 

5. დანართი N5-ით (გაფორმების თარიღი: 10/10/2019) სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 9 დეკემბერი.

 

მრავალჯერ გადავადების შემდეგ პროექტი სამუშაოები დასრულდა 2020 წლის 9 დეკემბერს დასრულდა.

 

მხოლოდ ერთხელ გადავადდა აგარა - ზემო ოსიაურის მონაკვეთის კმ 115 - კმ121.3 გარე განათების სამუშაოების პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 318 878 ლარია. პროექტი დონორი მსოფლიო ბანკია.

 

გზების მშენებლობის გარდა ჩინური კომპანიები საქართველოში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ახორციელებენ.

 

ერთ-ერთი ასეთი პროექტია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის წყალ მომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 30 546 416 ლარია. პროექტს „China Nuclear Industry 23 Construction Co. LTD“ ახორციელებს, დონორი კი აზიის განვითარების ბანკია.

 

აღსანიშნავია, რომ ვადებთან დაკავშირებით პრობლემა ამ შემთხვევაშიც შეიქმნა. როგორც ოფიციალურ დოკუმენტში წერია სამუშაოების შესრულების ვადის ნაწილში პროექტის დასრულების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 29 მარტი, თუმცა  ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კვლავ განიხილება დასრულების ვადის ცვლილება.

 

ეპიდემიოლოგიური ვითარების და რთული კლიმატური პირობების გამო იგივე კომპანიამ თავის დროზე ვერ დასრულდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის  წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტის განხორციელების ვადა 2021 წლის 7 მარტს ამოიწურა. როდის დაასრულებს კომპანია სამუშაოებს უცნობია. ხელშეკრულების ღირებულება 24 158 905 ლარია კრედიტორი კი ამ შემთხვევაშიც აზიის განვითარების ბანკია.

 

აზიის განვითარების ბანკი კიდევ ერთი პროექტის დონორია, რომელსაც „JIANGSU NANTONG SANJIAN CONSTRUCTION GROUP Co. LTD“ ახორციელებს. კომპანია ზუგდიდში  11 366 421ლარის ღირებულების სპორტკომპლექსს აშენებს.

 

იგივე კომპანია სპორტკომპლექსს ახალციხეშიც აშენებს, ღირებულება 11 404 096 ლარია, კრედიტორი კი ამ შემთხვევაშიც აზიის განვითარების ბანკია.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე 2015 წლიდან დღემდე, რომელიმე ჩინურმა კომპანიამ მოითხოვა თუ არა დამატებით სამუშაოებში თანხა, უწყებაში გვპასუხობენ, რომ დამატებითი სამუშაოების განხორციელების თაობაზე ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმება არ განხორციელებულა.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up