„მგონი ფინიშის ხაზს ვუახლოვდებით“ - როდის მოგვარდება  „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების პრობლემა?

„მგონი ფინიშის ხაზს ვუახლოვდებით“ - როდის მოგვარდება „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების პრობლემა?

access_time2021-04-26 11:40:30

„მაისის ბოლომდე უნდა გადაწყდეს მშენებლობის ნებართვების საკითხი. რაც უფრო სიღრმეში შევდივართ ვრწმუდები, რომ სწორად მივდივართ და ნამდვილად მოგავრდება ეს პრობლემა. მაგრამ ძალიან კომპლექსური საკითხია.  ძალაინ ცოტა დრო დარჩა იქამდე, რომ გაიხსნას ობიქტები,“ – „კომერსანტს“ ცენტრ პოინტის ობიექტებზე მიმდინარე პროცესების შესახებ, ერთ-ერთი დაზარალებული მარიამ ჩიმაკაძე ესაუბრა.

 

საუბარია ჯამში ასაშენებელ და გასარემონტებელ 14 ობიექტზე. „არქი“, „ნექსთ დორი“ „იქსმშენი“ - ბოლო ინფორმაციით სწორედ ეს კომპანიები უზრუნველყოფენ აუშენებელი ობიექტების დასრულებას.


16 წლიანი ლოდინის შემდეგ, ცენტრ პოინტის დაზარალებულები საკუთარი ბინების დასრულების პერსპექტივას პირველად ხედავენ. თუმცა არსებობს ბევრი კომპლექსური საკითხი, როგორიცაა ინვესტორების ცვლილება, ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც აჩვენებს რომ ერთ-ერთი ობიექტი მთლიანად ავარიულია. საბოლოო ჯამში, როგორც ჩიმაკაძე გვიყვება პროცესი მიმდინარეობს, თუმცა გართულებებითა და გაჭიანურებით.


„ადრე წარმოდგენილი ინვესტორი კომპანიებიდან გავიდა ანაგი ხოშარაულის ობიექტიდან და მის ნაცვლად შემოდის „იქსმშენი“. ახლად შემოსულმა კომპანიამ თავიდან დაიწყო დათვლა, ესკიზების შექმნა და ა.შ. კომისიაზეც თავიდან გავიდა. ეს თემა არის ერთ-ერთი  ურთულესი. ეს თუ გავიდა ბოლოში, ჩავთვლი, რომ საქართველოში ერთერთი ძალიან მძიმე პრობლემა მოგვარდა. მასშტაბური პროცესია, არ არის ერთ კორპუსზე საუბარი, 14 ობიექტზე მიდის მსჯელობა. 14 ივეს თავისი გართულებები აქვს, როგორც იურიდიული თვალსაზრისით ასევე ფინანსური თვალსაზრისით. მაგალითისთვის, მარიჯანის ობიექტზე გადასაჭრელი პრობლემების ჩამონათვალი 20 ამდე ავიდა, დაწყებული საბიუჯეტო გადასახადებიდან, მერე მოვალეთა რეესტრი, ყადაღები, კერძო პირების ყადაღები. ერთ ობიექტზე ფიქსირდება 3 კომპანია - როცა რჩეულიშვილებმა შპს. მარიჯანი 2003 წელს გახსნეს, მერე დაიწყო მშენებლობა , მერე გადაყიდა „gateway Holding-ზე 2000 კვ-მ.. მერე ამ ჰოლდინგმა მე დამიდო კონტრაქტი და დღემდე ჰაერის დაზარალებული გახლავართ, მერე კიდევ გადაყიდა. სხედან მერიის იურისტები პლიუს ინვესტორი და ამ კვანძების გახსნაში არიან,“ - ამბობს ცენტრ პოინტის დაზარალებული.


ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი თბილისის მერიას კერძო კომპანიისგან საპრივატიზაციოდ, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გადაეცა, ამ მიწიდან მიღებული თანხა ცენტრ პოინტის ობიექტეების სარემონტო და აშენების ხარჯებს უნდა მოხმარებოდა, თუმცა ამ ეტაპზე დაზარალებულები არ ფლობენ ზუსტ ინფორმ0აციას ნინოშვილის მიწის სტატუსის შესახებ. რემონტისა და აშენების ხარჯები კი მერიის მიერ სამშენებლო კომპანიებისთვის დაშვებული პრეფერენციების შედეგად შემოსული თანხებით ხდება.

 

„მოლოდინი არის, რომ ძალიან მალე უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. მაია რჩეულიშვილის წერილი წავიკითხე  კალაძის მისამართით მიწერილი 2017 წელს. სადაც ის თხოვნით მიმართავს მერს, რომ მერია მას ხალხის დაკმაყოფილებაში დაეხმაროს და ის მზად არის ინვეტორებს გადასცეს მიწის ქონება. ეს მის ინტერესებშიც შედის, ვერასდროს ვერ დაამაყოფილებდა სხვანაირად ამ ხალხს იმიტომ რომ ფაქტობრივად გაკოტრებული კომპანიაა. მარიჯანის ობიექტზე 25 მილიონი ჰაერშია გამქრალი და აღარ არის ის ჩვენი მიწა  და არ გვეკუთვნის რომ მოიხსნას რჩეულიშვილმა პასუხისმგებლობა და გადასცეს ინვესტორს? ახლა ფინიშისკენ მივდივართ, ძალიან ცოტა დარჩა.

სარემონტო ობიექტებზე რა თანხებიც იხარჯება ეს არის „ცენტრ პოინტის“ ფარგლებში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი დაზარალებული ოჯახების გამო გამონაკლისები დაუშვა მერიამ სხვადასხვა კომპანიებსითვის პრეფერენციების სახით. ეს თანხა, რომელიც ყულაბაში გროვდება ხმარდება სარემონტო ობიექტებს,“ - ამბობს მარიამ ჩიმაკაძე.

 

 

გასულ თვეს „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

როგორც ცნობილია, წლების წინ, იმის ნაცვლად,  რომ საკუთარი მეანაბრეების გადახდილი ფულით „ცენტრ-პოინტს“ ბინები აეშენებინა, კომპანიამ ამ თანხით კონკრეტული მიწები შეიძინა, რომელიც „ცენტრ-პოინტის“ ბალანსზეა. ხოლო მათთვის ბრალის დამტკიცების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურამ ეს ქონება დააყადაღა.

„ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებული 6200-მდე ოჯახიდან ნაწილი უბინაოდაა დარჩენილი,  ზოგი კი  დაუმთავრებელ შენობაში ცხოვრობს.





ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up