საქართველოს 2026 წლამდე $2.29 მლრდ-ის საგარეო ვალი აქვს დასაფარი

საქართველოს 2026 წლამდე $2.29 მლრდ-ის საგარეო ვალი აქვს დასაფარი

access_time2021-04-26 12:30:16

საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ მშპ-სთან მიმართაბაში 2002 წლის შემდეგ პირველად 60%-იან ზღვარს გადააჭარბა რაც ერთდრულად იყო გამოწვეული როგორც თავად ვალის მოცულობის აბსოლუტური ზრდით დოლარებში, ასევე ეკონომიკის შემცირებითა და ლარის გაუფასურებით. დაგეგმილის საწინააღმდეგოდ 2021 წელს ქვეყანას $0.5 მლრდ-იანი ძველი დავალიანების ახლით გადაფარვა დასჭირდა.


ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში, როდესაც პარლამენტს განსახილველად 2021 წლის ბიუჯეტი გადაეგზავნა, მასში 2011 წელს აღებული $500 მლნ-ის ევროობლიგაციების გადაფარვა იყო გათვალისწინებული, რაზედაც 1.7 მლრდ ლარი უნდა დახარჯულიყო. დეკემბერში მთავრობამ პოზიცია შეცვალა და ძველი ვალის ახლით გადაფარვა გადაწყვიტა. მისი გასტუმრება საქართველოს 2026 წელს მოუწევს.


ევროობლიგაციების ისტორია 2008 წელს იწყება. 13 წლის წინ საქართველომ $0.5 მლრდ-იანი ვალი გაზსაცავის მშენებლობისთვის აიღო, მაგრამ რუსეთის ინტერვენციამ პროექტი ჩაშალა. ბონდების პირველი განთავსებისას საპროცენტო განაკვეთი 7.5%-ს უდრიდა, 2011 წელს რეფინანსირებისას 6.9%-ს, 2020 წელს კი 2.75%-ს. 13 წლის განმავლობაში ქვეყანას სესხის მოსახურება $450 მლნ-ზე მეტი დაუჯდა, ისე რომ ძირი არ შემცირებულა.


7.5%-ზე წლიური ხარჯი $37.5 მლნ-ს შეადგენდდა, 6.9%-ზე, $34.5 მლნ-ს, 2.75%-ზე კი $13.75 მლნ-ს. 5 წელიწადში დაზოგილი თანხა $100 მლნ-ს აჭარბებს, მაგრამ ვალუტის გაუფასურების გამო სესხის მოცულობა ლარში ყოველწლიურად იზრდება. 13 წლის წინ $500 მლნ 725 მლნ ლარი იყო, 2011 წელს 833 მლნ გახდა, 2021 წელს კი 1.7 მლრდ ლარი. ალბათობა, რომ ევროობლიგაციები 2026 წელსაც ახლი ვალით გადაიფაროს საკმაოდ მაღალია.


ევრობონდები ყველაზე მსხვილი გასასტუმრებელი ვალი იყო. მის გარდა სახელმწიფოს წლის ბოლომდე $345 მლნ-ის დაფარვა უწევს, რაც 26 აპრილის კურსი 1.190 მლრდ ლარს უდრის. 2026 წლამდე, არსებული გრაფიკით თუ დამატებითი მოკლევადიანი ვალის, ან არსებულის რესტრუქტურიზაცია არ მოხდა, სახელმწიფოს $2.290 მლნ აქვს დასაფარი, კერძოდ:


2021 წელს - $345 მლნ;

2022 წელს - $467 მლნ;

2023 წელს - $456 მლნ;


2024 წელს - $523 მლნ;

2025 წელს - $499 მლნ.


ვისი ვალი აქვს საქართველოს? სპექტრი ფართოა, რომელიც მოიცავს როგორც ცალკეულ სახელმწიფოებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.


ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართელოს, სახელმწიფო საგარეო ვალი $7.721 მლრდს (26.341 მლრდ ლარს) შეადგენს. ცალკეული სახელმწიფოების მიმართ დავალიანება $1.571 მლრდ-ს უდრის, მათგან $1.569 მლრდ ისეთ კრედიტორებზე მოდის ვის მიმართაც სახელმწიფოს $1 მლნ-ზე მეტი მართებს, ასეთი კი სულ 12 ქვეყანაა. ამ ვალის 44.7% გერმანიისგანაა ნასესხები, 35.3% საფრანგეთისგან და 13% იაპონიისგან. დანარჩენი სახელმწიფოების მიმართ დავალიანება 7.1%-ს უდრის.

დავალიანება გაცილებით დიდია და $5.281 მლრდ-ს შეადგენს საერთაშორისო ფინანსური ინსიტუტების, გაერთიანებებისა და ფონდების მიმართ. ქვეყანას ყველაზე მეტი - $2.031 მლრდ მსოფლიო ბანკისა და მასში შემავალი ინსტიტუტების მართებს, დავალიანება $1.5 მლრდ-ს აჭარბებს აზიის განვითარების ბანკის წინაშეც, $700 მლნ-ს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიმართ.

სამთავრობო ვალის გარდა სახელმწიფო ვალად ეროვნული ბანკის დავალიანებაც ითვლება. სებს სავალუტო ფონდისგან $367 მლნ აქვს ნასესხები.


ჩვეულებრივი ფიზიკური პირის მსგავსად, ქვეყანასაც, სანამ ვალის მომსახურება შეუძლია კრედიტი პრობლემად არ ითვლება. ნასესხები თანხით, თუ ის ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლებას ან თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას მოხმარდა ქვეყანამ მასში გადახდილ პროცენტთან შედარებით შესაძლოა ბევრად მეტი სარგებელი მიიღოს. პრობლემები მასინ იწყება თუ თანხები სოციალურ პროგრამებს ხმარდება და მისგან ამონაგების მიღება ვერ ხერხდება.


განვითარებადი ქვეყნისთვის თავად ვალის მოცულობაც ლიმიტირებულია ხოლმე. შეერთებულ შტატებს, სინგაპურსა და იაპონიას შესწევთ იმის რესურსი, რომ მოემსახურონ ვალს, რომელიც მშპ-ს მიმართ 100%-ს აღემატება. მათ მიმართ ნდობა მაღალია, მათ მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს დაბალი საპროცენტო განაკვეთი ერიცხება. მათგან განსხვავებით განვითარებადი ქვეყნების მომავლის პროგნოზირება უფრო რთულია, რაც კრედიტს აძვირებს.


თავისუფლების აქტის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ს მიმართ 60%-ს არ უნდა გასცდენოდა, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ს. წელს ორივე დაირღვა, თუმცა კანონი არ დარღვეულა, რადგან იგივე კანონი 2 გამონაკლისს უშვებს: 1) საგანგებო ან საომარი მდგომარეობა. 2)  თუ ზედიზედ 2 კვარტალის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტული პუნქტით ან უფრო მეტით დაბალია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. საქართველოში საგანგებო მდგომარეობაც იყო გამოცხადებული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არათუ 2%-ით, 11.2%-ით 5-დან მინუს 6.2 პროცენტამდე შემცირდა. საბიუჯეტო ოფისი პირველ კვარტალში დამატებით 4.6%-იან კლებას ელის. შარშან პირველ კვარტალში 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ანუ 6.9%-ით მეტი.


დამატებითი სესხი არაღების შემთხვევაშიც კი თუ ლარმა გაუფასურება და ეკონომიკამ ვარდნა განაგრძო, საგარეო ვალი მშპ-ის მიმართ მაინც გაიზრდება. საპირისპიროდ საპირისპიროდ ლარის გამყარებისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში ვალი ავტომატურად შემცირდება. 2007 წელს, როდესაც ეკონომიკა 12.6%-ით გაიზარდა და ლარი დოლართან მიმართებაში 1.59 ნიშნულამდე გამყარდა, საგარეო ვალის შეფარდება მშპ-სთან 22.7%-მდე შემცირდა, რაც 2002 წელთან შედარებით 2.86-ჯერ ნაკლები იყო.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up