დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1.მომგებიანობით საბანკო სექტორის ლიდერი „კრედო ბანკია“
2020 წლის 31 დეკემბრის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მაღალი - 123 მილიონიანი წმინდა მოგება თიბისი ბანკს ჰქონდა, მეორე ადგილს კი „საქართველოს ბანკი“ 57,108,880 ლარის წმინდა მოგებით იკავებს. მესამე ადგილზე შარშანდელის მსგავსად „კრედო ბანკია“, რომლის წმინდა მოგებამ 13,950,614 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკის აქტივების ზომა სულ რაღაც 1,395,024,280 ლარია.
ყავის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „ჩერი“ ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. „ჩერის“ თამასუქი არის საინვესტიციო პროდუქტი, წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, მოკლევადიან სასესხო ვალდებულებას, რომელიც შექმნილია სპეციალურად მათთვის ვისაც სურს ფულის მოკლევადიანი დაბანდება საბანკო ანაბარზე უფრო მაღალი საპროცენტო სარგებლით.
„ჩვენი პროდუქციის ღირებულება 4-6% -ით გაიზარდა, რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ტექნიკის კომპანია „ბეკო“— ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.
4.„ჩვენთვის ეს იყო ტოტალური სიკვდილი“ - Inn Group
„ჩვენთვის ეს იყო ტოტალური სიკვდილი, გვეგონა რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ჯამში კი არ გაგვიჭირდა, არამედ ტურიზმი მთლიანად მოკვდა და შესაბამისად ახლა უკვე არა ტურიზმის გადარჩენაზე, არამედ იმაზე ვსაუბრობთ, თუ როგორ უნდა აღვადგინოთ და თავიდან როგორ უნდა დავიწყოთ ტურიზმი“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ინნ ჯგუფი • Inn Group -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ უთხრა.
5.„მგზავრები“ პანდემიამ 3 მლნ-მდე ლარით აზარალა
სასტუმროების ქსელ „მგზავრებს“ პანდემიამ 3 მილიონ ლარამდე ზარალი უკვე მიაყენა. როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი აცხადებს, ამაში შედის მთლიანად, ჯგუფში შემავალი ყველა მიმართულების ზარალი. მათ შორის, სასტუმროს, დეველოპმენტის და რესტორნის.
6.2011-2020 ექსპორტში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
საქართველო ავტომწარმოებელი არ არის. მიუხედავად ამისა, XXI საუკუნის მეორე დეკადაში ავტოექსპორტმა $4.4 მლრდ-ს გადააჭარბა და პირველი ადგილი დაიკავა. ინდუსტრია 100%-ით რეექსპორტზეა აგებული.
7.სამშენებლოს გარდა, ყველა სხვა სექტორში ფასების ზრდის მოლოდინია - გიორგი პაპავა
„ზოგადი განწყობა არის ერთმნიშვნელოვნად ფასების ზრდის მოლოდინის მიმართულებით. ერთადერთი, სამშენებლო სექტორმა მეოთხე კვარტალში ეს მოლოდინი არ დააფიქსირა, რაც ჩემი აზრით, განპირობულია იმით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ფასების მნიშნელოვანი კორექტირება არ მომხდარა ამ სექტორისთვის და ალბათ, მოლოდინი აქვთ, რომ გარკვეული კლების მიმართულებით კორექცია მოხდება,“— განაცხადა გიორგი პაპავამ.
8.საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ
გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
9.დარგები, სადაც მისო-ებმა 2020 წელს ყველაზე მეტი სესხი გასცეს
2020 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 55 მლნ ლარით გაიზარდა.
10.რამ გამოიწვია მიკროსაფინანსოების მოგების რეკორდული ზრდა - ასოციაციის განმარტება
2019 წელს ძირითადად რეგულაციებმა შეგვზღუდა - 2020 წელს უკვე ბევრი ახალი პროდუქტის დანერგვა მოგვიწია - ასე განმარტავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია მოგების იმ რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც მისოე-ბმა 2020 წელს მიიღეს.